კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, რომლის შედეგები ეჭვის საფუძველს გვაძლევს. დაცვის მხარემ სხვა საექსპერტო დაწესებულებაში დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზა, მაგრამ გამომძიებელი საექსპერტო კვლევის ობიექტის გადაცემაზე უარს გვეუბნება.    გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა გამომძიებელს უფლება, უარი გვითხრას საექსპერტო  კვლევის ობიექტის  ექსპერტისთვის დამატებით გამოსაკვლევად  გადაცემაზე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, ის ვალდებულია, გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია, ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, ის უფლებამოსილია, საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არაუგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა არ განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია, შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.
კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა თავისებურებებით ხასიათდება და რა მონაცემები უნდა იქნეს შეტანილი ჩხრეკისა და ამოღების საგამოძიებო ოქმებში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების, ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო, მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან მეზობელს, ახლო ნათესავს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს, რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.

скачать dle 11.3