კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გორგოშიძე
გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.
გორგა უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება; ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.
სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.
გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ერთ-ერთ ნაწარმოებ გვარს – გორგაეთს.
ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელი და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვიდან – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.
გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძესა და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ, გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.
გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.
გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.
ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ კორნათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ, აქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.
1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.
საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
მაკარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად ბედნიერს, ნეტარს ნიშნავს.
1661 წელს ელიზბარ სოლოღაშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ივანე მაკარაშვილი.
1781 წელს ერტისში მოიხსენიება დავით სარდლის ყმა, – ვინმე მაკარაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი მაკარიძე.
საქართველოში 467 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 301, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73.
რამინაშვილი – რამინიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რამინი, რომელიც ინდურ-ირანული წარმოშობისაა და მორჩილს, დამჯერს ნიშნავს.
1941 წელს სანდრო რამინაშვილი ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან ასურეთში გადასახლებულა.
გაბრიელ რამინიშვილი მოიხსენიება არზაში გიორგი მეთორმეტის მიერ მისი ვალის თაობაზე შედგენილ ოქმში, 1860 წელს.
საქართველოში 264 რამინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 54, ქუთაისში – 44, ხობში – 26. არიან სხვაგანაც.
45 რამინიშვილი: თბილისში – 32, სამტრედიაში – 4, აბაშაში – 2. არიან სხვაგანაც.
სულთანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულთანი, რომელიც არაბულ ქვეყნებში წარმოიშვა და მეფის ტიტულის აღმნიშვნელია.
1569 წლის ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც კახთა მეფეს, ლეონ მეორეს, მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიუცია, მოიხსენიება ღანუკელი სულთანა.
ბასილა, გიორგი და კაცია სულთანიშვილები მოიხსენიებიან 1743 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელსაც იასე საგინაშვილი აძლევს თავის ძმისწულს, როსტომ ბეჟანიშვილს.
საქართველოში 633 სულთანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 363, ონში – 98, რუსთავში – 62. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3