კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგიის რჩევები

კითხვა: რატომ არ შეიძლება ზაფხულის ცხელ დღეებში სპირტიანი ტონიკის წასმა სახეზე?
პასუხი: ზაფხულში კანს განსაკუთრებით სჭირდება დატენიანება, სპირტი კი აშრობს და ელასტიკურობას უკარგავს მას.
კითხვა: მთლიანობაში მსუქანი არ ვარ, მაგრამ, ცხიმგროვები მაქვს მუხლების სახსართან (წინაც და უკანაც), რის გამოც ვერც მოკლე კაბას ვიცვამ და პლაჟზეც მეუხერხულება გახდა. მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე სახის ვარჯიში ან სპეციალური კრემები, რომ ეს პრობლემა მოვიგვარო? იგივე კითხვა მაქვს ეგრეთ წოდებულ „მესამე მკერდთან“ დაკავშირებითაც.
პასუხი: „მსუქანი მუხლები“ და „მესამე მკერდი“ (ცხიმგროვები მკერდსა და იღლიას შორის) საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი პრობლემებია. წონაში დაკლება, ცხადია, შეამცირებს მუხლების სიმრგვალესა და „მესამე მკერდის“ ზომას, მაგრამ, სრულად ვერ გააქრობს; ის კი არა, ზედმეტად გახდომის შემთხვევაში, შესაძლოა, კანი ჩამოეკიდოს და ამით უფრო მეტი დისკომფორტი შეგექმნათ. საერთოდ, სხეულის ეს უბნები ძნელად ემორჩილება ზემოქმედებას. ამ ცხიმგროვების მოშორების ყველაზე რეალური გზაა ლიპოსაქცია ან ქირურგიული ჩარევა. თუ ეს არ გსურთ, ორი გზა დაგრჩენიათ: ან მთელი ცხოვრება უნდა აკონტროლოთ კვება, გააკეთოთ სპეციალური ვარჯიშები და შეეგუოთ თქვენს სხეულს, ან, ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვათ, რომელიც თქვენს ნაკლს დაფარავს.
კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ ჭარხლის ფოთლების მსგავსი მცენარე, რევანდი, ძალიან დაბალკალორიულია (100 გრამი – 21 კილოკალორია). მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება დიეტის დროს და, საერთოდ, აქვს თუ არა მას რამე უკუჩვენება?
პასუხი: რევანდი მართლაც დაბალკალორიული მცენარეა, ამასთან, ის შეიცავს უამრავ ვიტამინსა (მათ შორის, ყველაზე იშვიათ ვიტამინ K-ს) და მიკროელემენტებს; ასევე, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები, წიდები და ტოქსინები. მაგრამ, დიეტის დროს მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან, გარდა იმისა, რომ მას უკუჩვენება აქვს პანკრეატიტით, გასტრიტით, მომატებული მჟავიანობით, დიაბეტით, რევმატიზმით, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებით დაავადებულთათვის, ის ძალიან მჟავეა და, შესაბამისად, სჭირდება ბევრი შაქარი, რის გამოც ის აღარ შეიძლება იყოს დიეტური.

скачать dle 11.3