კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ნაბიჯ-ნაბიჯ...

დაბრკოლება ნებისმიერ საქმეში შეიძლება შეგექმნათ – უამისოდ წარმოუდგენელია ცხოვრება, მაგრამ, პრობლემად, მით უმეტეს – ტრაგედიად, ეს არ უნდა იქცეს. ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ:
* ამოარჩიეთ ერთი კონკრეტული მიზანი, რომელიც მოცემული მომენტისთვის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერი ერთად არ გამოვა.
* მიზანი რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.
* თუ შეძლებთ, მოახდინეთ თქვენი მიზნის ვიზუალიზაცია. ფიქრის მატერიალიზაციას თუ მოახერხებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
* მიზნისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა დაიწყეთ, თავიდან პატარ-პატარა მიზნების შესრულებით. პატარა წარმატება სერიოზული მოტივატორი იქნება საბოლოო მიზნის მისაღწევად.
* ცუდი არ არის გეგმით და კონკრეტული ვადებით ცხოვრება. წინასწარ განსაზღვრეთ ის პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა, შეგექმნათ. თუ მზად იქნებით მათთან შესახვედრად, ადვილადაც მოერევით.
* ნუ მისცემთ საშუალებას თქვენ გარშემო მყოფებს, რჩევებით ან სტერეოტიპული მაგალითებით სწორ გზას აგაცდინონ და ხელი შეგიშალონ მიზნის მიღწევაში.
* კარგია, თუკი გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ნებისმიერ წამოწყებას უჭერენ მხარს, თუ არა – გულს ნუ გაიტეხთ, მარტოც კარგად გაართმევთ თავს ყველაფერს... მთავარია, იაროთ ნელა, ჯიუტად და ნაბიჯ-ნაბიჯ...

ცივი გონებით

თუ საყვარელმა ადამიანმა საწყენი რაღაც გითხრათ, ან, ისე მოიქცა, რომ თქვენდამი ჯეროვანი პატივისცემა ვერ გამოხატა – ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდა და თქვენს ერთად ყოფნას აზრი აღარ აქვს... მთავარია, ისწავლოთ წყენის დროულად დავიწყება და მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა, მაგრამ, ეს ასე ადვილად არ ხდება. თუმცა, იყო დრო, როცა ნაჩხუბარ მეგობართან შერიგებას უპრობლემოდ ახერხებდით – ბავშვობაში არ გჭირდებოდათ ფიქრი და ნერვიულობა: იჩხუბებდით და მაშინვე  შერიგდებოდით – არც სიტყვებს წონიდით, არც ემოციებს. ახლა კი ხედავთ, როგორ გართულდა ყველაფერი და ეს თქვენ გაართულეთ. ემოცია ცუდი მრჩეველი და ცუდი მოკავშირეა. ის გიბიძგებთ იქით, რომ, პატიების სათქმელად მოსულ ადამიანს ისეთ სიტყვებს ეუბნებით, კონფლიქტი თავიდან იწყება, ან, უბრალოდ, თავიდან იმეორებთ მას, მერე კი ნანობთ... ამიტომ, უპირველესად, დამშვიდდით, მოუხმეთ გონებას და ისე იმოქმედეთ.
აუცილებელია, მშვიდად მოისმინოთ ის განმარტება, რომლითაც ახლობელი ცდილობს აგიხსნათ, რატომ მოიქცა ასე; ბოლომდე ათქმევინეთ, არ შეაწყვტინოთ სიტყვა და არ წამოაყენოთ საპირისპირო არგუმენტები – მხოლოდ ასე მოახერხებთ გაუგებრობის აღმოფხვრას და ურთიერთობის ნორმალიზებას. თუკი ეს ადამიანი სულერთი არ არის თქვენთვის, თუ მასთან ერთად ცხოვრება გსურთ, გონებას უსმინეთ და არა თქვენს ამბიციას და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

არ იცხოვრო სხვებისთვის!

ალტრუიზმი, ცხოვრება სხვებისთვის საკუთარი თავის საზიანოდ, სულაც არ არის საქებარი საქციელი. ისინი, რომლებიც ასე ცხოვრობენ, ან თამაშობენ და იტანჯებიან, ან, ცდილობენ, საკუთარ თავს აჯობონ და, შესაბამისად, მაინც იტანჯებიან... თუ მოხდება ისე, რომ ხშირად მოგიწევთ უარის თქმა საკუთარ სურვილებზე, ერთხელაც, აუცილებლად გიმტყუნებთ ნერვები და თქვენი ყველა მცდელობა – იყოთ იდეალური – კრახით დასრულდება. ზედმეტი მზრუნველობა არავის სჭირდება, მით უფრო – მამაკაცს. თანაც ისეთ მამაკაცს, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს ლიდერი! ზოგადად, მამაკაცები ამბიციურები გახლავან და ვერ იტანენ, როცა ქალი თავისი კალთის ქვეშ მის მოქცევას ცდილობს, თანაც, ამას აკეთებს აშკარად, საჯაროდ და დიდი პომპეზურობით. მცდარია მოსაზრება, თითქოს კაცს მოსწონს, როცა მასზე ვიღაც ისე ზრუნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებასაც არ აცდის. მართალია, – კაცებს უყვართ, როცა ეფერებიან, როცა მათ უპირატესობას აღიარებენ, უქებენ ჭკუა-გონებას, მაგრამ, ენის მოჩლექით ლაპარაკი და იმის ძახილი, რომ თქვენ დიდი მსხვერპლი გაიღეთ მისთვის, როცა დათმეთ ყოველივე პირადი და საკუთარი თავი აღარ გახსოვთ, კაცს მხოლოდ გააღიზიანებს. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისგან სიამოვნება და სიხარული მიიღოს...

მე მიყვარს „მე“

ჭეშმარიტად, ქალს არასდროს არ უნდა შეეპაროს ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და, მით უმეტეს, არ უნდა შეეცოდოს საკუთარი თავი, ანუ, თუ ირწმუნებს იმას, რომ საუკეთესოა და  ყოველთვის ყველაფერს შეძლებს, მიზანსაც აუცილებლად მიაღწევს.
ჭკვიან ქალს საკუთარი თავი ისეთი მოსწონს, როგორიც ის რეალურად არის და, ამიტომაც, არ ცდილობს, „გადაკეთდეს“ ქმრის ან შეყვარებულის შეხედულებისამებრ. თუმცა, ამასთან ერთად, შესანიშნავად იცის თავისი სუსტი წერტილები და ჩუმად მუშაობს მათ გასაძლიერებლად, ან, ახერხებს, სისუსტე ღირსებად წარმოაჩინოს.
თუ ქალს უნდა, პატივი სცენ, ჯერ თავად უნდა სცეს პატივი საკუთარ თავს. არავის არ უნდა მისცეს საშუალება და უფლება, დაამციროს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ქალს უნდა ჰქონდეს ღირსების განცდა და ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს ადამიანებთან, რომლებიც მას არ აწყობს, რომლებიც უქმნიან დისკომფორტს და ხელს უშლიან პიროვნულ ზრდაში. არავინ და არაფერი არ ღირს იმად, რომ დამცირება აიტანო. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს – ეს მთავარი პირობაა იმისა, რომ ბედნიერი იყო და სრულფასოვანი ცხოვრება გქონდეს. თუ ამას შეძლებთ, სხვებისთვისაც იქნებით ბედნიერების მომტანი და ყველა ეცდება, თქვენ გვერდით იყოს – როგორც საყვარელი მამაკაცი, ისე მეგობრები და ახლობლები.

სამი მთავარი სიტყვა

არსებობს სამი ჯადოსნური სიტყვა: „მინდა“, „შემიძლია“ და „ვალდებული ვარ“ – ისინი ჩვენი ცხოვრების მთავარი „მოთამაშეები“ არიან. ამბობენ, რომ ძალიან ცუდია, იყო ეგოისტი. „მე“ არ უნდა დომინირებდეს წინა პლანზე, მაგრამ, სინამდვილეში, ეგოიზმი არც ისე ცუდია – მასში უამრავი პლუსია.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ჩვენ არ ვეტყოდით საკუთარ თავს – „მინდა“, „შემიძლია“, და „ვალდებული ვარ“... რა წაახალისებდა ჩვენს მოქმედებას? – არაფერი. ანუ, ჩვენ არ გვექნებოდა მოტივაცია, რაც სრული კატასტროფა იქნებოდა. „ჯანსაღი ეგოიზმიც“ არსებობს და ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, რაც ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.
ჯანსაღად შეხედეთ სიტუაციას: „მინდა“ – მიზნის მიღწევაში გვეხმარება! „შემიძლია“ – საკუთარი თავის რწმენას გვმატებს; „ვალდებული ვარ“ კი – პასუხისმგებლობის განცდას გვიჩენს, რაც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუ მას პიროვნულ წინსვლაზე აქვს პრეტენზია. ყურადღება გამოიჩინეთ ამ მნიშვნელოვანი სიტყვების მიმართ, თუნდაც დასაწყისისთვის გეჩვენებოდეთ, რომ მათში განსაკუთრებული არაფერია. სწორედ ისინი დაგეხმარებიან ცხოვრებაში გზის გაკვალვასა და წარმატების მიღწევაში!

скачать dle 11.3