კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილი ადამიანების ადამიანური სისუსტეები

მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსებს, ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, ახასიათებთ ადამიანური სისუსტეები, აქვთ ჰობი და გატაცებები, უცნაური თუ არა, ეგზოტიკური მაინც.
ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის ექსპრეზიდენტი მეფუტკრეობით არის გატაცებული. თუმცა, ეს უცნაურობა კი არა, უბრალოდ, ჰობია, რომლითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის. ასეთი დონის პოლიტიკოსისთვის „უცნაურობებიდან“ კი ასახელებენ მის არაპუნქტუალობას.
პარტია „ბიუტ-ბატკივშჩინას“ ლიდერსა და უკრაინის ექსპრემიერს, იულია ტიმოშენკოს „ძვირფას“ დიზაინერთა ტანსაცმელი უყვარს, რის გამოც არაერთხელ გააკრიტიკეს კიდეც. მისი კაბები ხშირად არის გაწყობილი „აბორკებითა“ და რუშებით, ზოგჯერ უადგილოდ და ზედმეტადაც კი – ასე ფიქრობენ ეტიკეტის ექსპერტები. სულ ახლახან მას კიდევ ერთი ინტერესი გაუჩნდა – iPad-ის პლანშეტით ისეა გატაცებული, რომ მასზე უარი მისი თანამებრძოლის, იური ლუცენკოს სასამართლოს მსვლელობის დროსაც კი არ უთქვამს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სხვადასხვა დანიშნულების ნივთების ყიდვითაა დაკავებული, რომელთა შორის დიდ ადგილს ტანსაცმელი იკავებს. ამბობენ, ეს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაზრდის გავლენაა, რამაც დეფიციტის მიმართ შიში სამუდამოდ ჩაუნერგა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ლედი, ჰილარი კლინტონი, სპირიტიზმითაა გატაცებული. როგორც ამბობენ, ჰილარიმ თავად განაცხადა, რომ სეანსების დროს ის გარდაცვლილ, ყოფილ პირველ ლედის, ელეონორა რუზველტს ესაუბრება, რომელიც მასავით სპირიტიზმის მოყვარული იყო.
ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი ამ რეიტინგში თავისი გასტრონომიული მიდრეკილებებით მოხვდა. მისი სისუსტეა უცნაური საკვები, რაღაც – პიცასა და ჩიზბურგერს შორის. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ის კინაღამ გაიგუდა ჩვეულებრივი „პონჩიკით“.
მოქმედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, შეიძლება, პრობლემა კანონდამცველებთან შეექმნას. საქმე ისაა, რომ ჩვევად აქვს უცნობ ქალბატონებთან ფამილარული დამოკიდებულება და მათ „ჩემო ძვირფასოთი“ მიმართავს. თითქოს ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის, მაგრამ, ფემინიზმისკენ მიდრეკილი ამერიკელებიდან, რომელიმემ შეიძლება უჩივლოს კიდეც.
მუამარ კადაფი უამრავი ქალითაა გარშემორტყმული – ლიბიის ლიდერის დაცვაშიც კი საკმაოდ არიან ქალები. გარდა ამისა, თანამედროვე აპარტამენტებს მას ბედუინის კარავი ურჩევნია, ხშირად მიდის უდაბნოში და თავის გარემოცვასთან ერთად კვირაობით რჩება.
ალექსანდრ ლუკაშენკომ, „ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა” – როგორც მას ხშირად უწოდებენ, 2009 წელს აიჩემა, რომ ის, როგორც თავისი ვაჟი, 31 აგვისტოსაა დაბადებული, რის შემდეგაც ოფიციალურ საბუთებში 30 რიცხვი 31-ად გადააკეთეს.
ჩრდილოეთ კორეის მეთაური, კიმ ჩენ ირი უცნაურობებით პირველ ადგილზეა. ქვეყანაში დასავლური ფილმის ყურებისთვის შეიძლება დაგიჭირონ, ოღონდ, ეს უბრალო კორეელებს ეხება. თავად კიმ ჩენ ირი კი უცხოური კინემატოგრაფიის დიდი თაყვანისმცემელია. 70-იანი წლების ბოლოს მან ბრძანება გასცა და ჰონკონგში საიდუმლოდ მოიტაცეს მსახიობი ჩოი იუნ ცი და მისი ქმარი. წყვილი იძულებული გახდა, მისთვის 7 ფილმი გადაეღო და მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლეს მათ „სტუმართმოყვარე“ ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა.

скачать dle 11.3