კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანცლერის ჯილდო – მიროსლავ კლოზეს

კანცლერის ჯილდო – მიროსლავ კლოზეს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, მსოფლიოს ჩემპიონი მიროსლავ კლოზე პრესტიჟული ჯილდოთი – „ოქროს ვიქტორიათი” დააჯილდოვა. „მიროსლავი ნამდვილი მაგალითია მომავალი თაობებისთვის, იგი ბრწყინვალე სპორტსმენი და მისაბაძი ადამიანია,” – ასე დაახასიათა ანგელა მერკელმა ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რომ 36 წლის კლოზემ 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელი რონალდოს რეკორდი მოხსნა და 16 გატანილი ბურთით მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

ჩილეს ნაკრების სექსუალური ქომაგი
ჩილეს ნაკრებს ახალი სექს-სიმბოლო ჰყავს – არტურო ვიდალს, ალექსის სანჩესსა და ნაკრების სხვა ფეხბურთელებს  ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ჩილელი სპორტული ჟურნალისტი, ჟენდელინ ნუნიესი ოფიციალურად ქომაგობს და ამას საკმაოდ პიკანტური ფორმით აკეთებს. ამიერიდან ჟენდელინი სანაკრებო მატჩების დროს, სტადიონზე, ჩილეს სახელმწიფო დროშის ფერებში გაწყობილი ბიუსტჰალტერით უქომაგებს თავის საყვარელ გუნდს. ლამაზმანი ჟურნალისტი ჩილეში იმითაა ცნობილი, რომ პერიოდულად, პრიალა ჟურნალებში, გულახდილი ფოტოსესიებით ანებივრებს მამაკაცებს.

მაიკ ტაისონის მორიგი სკანდალი
ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი, მძიმეწონოსანი მორკივე მაიკ ტაისონი ახალი სკანდალის გმირი გახდა. ერთ-ერთი კანადური ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ტაისონი ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ განარისხა, რომელიც ტორონტოს მერის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე გამოჭერილი რობ ფორდისა და მოკრივის შეხვედრას ეხებოდა. კითხვის დასმისას ჟურნალისტმა აქცენტი ტაისონის კრიმინალურ წარსულზე გააკეთა და ამით მისგან გინება მიიღო პასუხად. მოგვიანებით ჟურნალისტმა უტაქტო კითხვის დასმის გამო ბოდიში მოუხადა მაიკ ტაისონს.

ლიონელ მესი – “ფიფა 15-ის” სარეკლამო რგოლში
არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი პოპულარული კომპიუტერული თამაშის – „ფიფა 15-ის” სარეკლამო სახე გახდა. „ბარსელონას” ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო თამაშის სარეკლამო რგოლში. კომპიუტერული ფეხბურთის თამაშის სხვა მოყვარულებთან ერთად, მესიც გატაცებული ყოფილა თამაშით და მან საკუთარი თავი განასახიერა თამაშში. მესიმ ფეხბურთის მოყვარულებს დაანახვა, რომ თავადაც ემოციურად თამაშობს კომპიუტერთან და არაფრით განსხვავდება სხვა მოთამაშეებისგან.

скачать dle 11.3