კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ აქვს ადამიანის ეკლესიაში სიარულს აზრი და რატომ არის ბევრი ქრისტიანის ზეციური საეკლესიო ბანკი ცარიელი

ახალი სტილით 14 სექტემბერს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საეკლესიო ახალი წელი აღნიშნა. თუ რატომ აღინიშნება ამ დროს ახალი წელი, ამაზე არაერთი სწავლება არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანია იმ რამდენიმე მოთხოვნის გათვალისწინება, რომელიც ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რათა მისი ცხოვრება სულიერად წარმატებული იყოს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა, თუ როდის შეიქმნა ადამიანი. ბუნებრივია, პასუხი ასეთია: მეექვსე დღეს. მაგრამ, დიდმა მამამ, ეფრემ ასურმა, გამოიკვლია, კონკრეტულად როდის უნდა შექმნილიყო ადამიანი და ეს დაემთხვა სექტემბრის დასაწყისს, ანუ – შემოდგომას. ძველად ახალი წელი იწყებოდა ან გაზაფხულზე, ან – შემოდგომაზე. ამ დროს ეკლესიაში იწყება საღვთო განგებულება ადამიანის გამოხსნისთვის. თანამედროვე კალენდრით, 21 სექტემბერი – ეს არის ღვთისმშობლის შობა, ხოლო 28 აგვისტო – ღვთისმშობლის მიძინება.  საეკლესიო  დღესასწაული, ეკლესიური ციკლი, იწყება სექტემბერში და მთავრდება შემდეგი წლის აგვისტოში, ანუ, იწყება ღვთისმშობლის შობით და მთავრდება მისი მიძინებით. საეკლესიო ახალი წელი თარიღად, ანუ, ინდიქტიონად დააწესა პირველმა მართლმადიდებელმა იმპერატორმა, კონსტანტინე დიდმა, მეოთხე საუკუნეში. პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა, რომ სექტემბერი არის საეკლესიო ახალი წელი. რა თქმა უნდა, ამის ცოდნა და გააზრება არავის აწყენს. ასევე, საჭიროა, იმის გააზრება, თუ რა განსაკუთრებული სწავლებები არსებობს იმათთვის, ვინც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ.
– როგორია ეს განსაკუთრებული სწავლებები, ანუ, რისი კეთება გვევალება ქრისტიანებს?
– მე გადავწყვიტე, იქიდან რამდენიმე ამომერჩია: 1. ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, საქმითა და სიტყვით არის ქრისტიანი. დღეს, საქართველოში, ქუჩაში  რომ გააჩერო ადამიანი, ქართველი თუ არაქართველი, თითქმის ყველა ამაყად გეტყვის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, ანუ, უმრავლესობა ქრისტიანია, მაგრამ, აქედან ათი პროცენტი თუ დადის ეკლესიაში და, ამ ათიდანაც, ვინ როგორ ცხოვრობს – ესეც საკითხავია. ანუ, პირველი მოთხოვნა – ეს არის ეკლესიაში სიარული. ამ სიტყვებს ბევრი ქრისტიანი პირდაპირი მნიშვნელობით იგებს: დადიან ეკლესიაში; შევლენ, გავლენ, ხან ტაძარს უვლიან გარშემო, ხან შიგნით შემოვლენ, ისევ გავლენ და ასე იღლებიან სიარულით. რომ ჰკითხოთ – დადის ეკლესიაში. მაგრამ, რა მოიტანე და რა წაიღე?! მადლობა ღმერთს, რომ მოხვედი ეკლესიაში, რომ შეძელი, შენი ფეხით მოსულიყავი, არ ხარ საავადმყოფოში, საპყრობილეში, მაგრამ, ხომ შეიძლება მომავალ კვირას ვეღარ წახვიდე ეკლესიაში?! აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ ეკლესიაში მოხვედი, მაგრამ, უკეთესი იქნება, სახარება, ქადაგება მოისმინო; აღსარება თქვა, ეზიარო. თქვენთვის ყოველ კვირას და, არა მხოლოდ ყოველ კვირას, მზადდება ტრაპეზი, წმიდა ზიარება, სულიწმიდა გარდამოდის და ამ დროს თქვენ არც კი მოდიხართ ეკლესიაში. ან, მოდიხართ დაგვიანებით, სახარებას არ უსმენთ... ქადაგებას მაინც დაესწარით, რომელიც მოძღვარმა თქვენთვის მოამზადა, რომ იქიდან რამე გაიგოთ. თუ ვერაფერს გაიგებთ, მაშინ, იმ ადამიანს მაინც ჰკითხავთ, ვინც ესწრებოდა წირვას და მოგიყვებათ, მამაომ რა მაცხოვნებელი სწავლება გადმოგცათ. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, რადგან, ჩვენი გონება „აღმატებული“ საკითხებით არის დაკავებული. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, იფიქრეთ სულის ცხონებაზე. ეკლესიაში რომ შემოხვალთ, გაჩერდით, გონება მოიკრიბეთ და იფიქრეთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია თქვენი სულისთვის. მეორე მოთხოვნაა: ეკლესიაში რომ მოხვედით, გაჩერდით და დაიწყეთ ლოცვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვიცით ლოცვა.
– რას გულისხმობთ? ეკლესიაში მოსულებმა ხშირად ზეპირად იციან ლოცვები, დილა-საღამოს ლოცულობენ.
– როდესაც ქრისტიანი ეკლესიაში მოდის, მან უნდა იცოდეს, რაზე ილოცოს. ეკლესიამ დაადგინა წირვა-ლოცვა, რომლის დროსაც გამოდის დიაკვანი და ამბობს: „მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ“ – და შემდეგ ჩამოთვლის, რატომ უნდა ვილოცოთ. ამ დროს არა მხოლოდ გუნდმა, თქვენც უნდა თქვათ: „ამინ“ და თქვენი გონება არ იქნება გაფანტული. პირველი, რაც ლოცვის დროს გევალებათ, არის არა ფარისეველივით მადლობის თქმა, არამედ, ყურადღება – რასაც ღმერთი, ეკლესია მოითხოვს თქვენგან. თუ ყურადღებით არ იქნებით, ღმერთი არ მოგისმენთ, რადგან, ღმერთი არ უსმენს იმ ადამიანს, ვინც უყურადღებოდ ლოცულობს. ერთ წმიდა მამას ეკითხებიან: „რას აკეთებ ლოცვის დროს?” – ის კი პასუხობს: „ვლოცულობ, რომ კარგად ვილოცო,” ანუ, ლოცულობს და ღმერთს ევედრება: მომეცი, უფალო, ყურადღება, რომ კარგად ვილოცო; შევძლო, გითხრა ის, რასაც მე ვფიქრობ და რაც არის საჭირო ჩემთვის. ამიტომ, ყველა ლოცვა სულიწმიდის მოხმობით იწყება: „მეუფეო ზეცათაო“... მესამე უკვე არის აღსარება. სამწუხაროდ, დღეს აღსარება და ზიარება ერთმანეთთან არის გაიგივებული. ბევრი აღსარებას იმიტომ ამბობს, თან, ბუნდოვნად, ჩამოთვლილი სიით, რომ ზიარება უნდა. თვეში ერთხელ ან ორჯერ სულიერმა მოძღვარმა და მრევლმა უნდა ჩაიხედონ ერთმანეთის სულში, რათა გაიგონ, რა პრობლემები აწუხებთ მათ სულიერ შვილებს; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ტყუილად კი არ ჰქვია აღსარებას „სინანულის საიდულო” – უნდა ნანობდეთ იმას, რასაც აღიარებთ. ადამიანი ცოდვების მისატევებლად ეზიარება და, არა იმიტომ, რომ ღირსია, არამედ იმიტომ, რომ მასზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდეს. სასულიერო პირი მაინც აზიარებას ადამიანს – ის საკუთარ თავზე იღებს ერთ მესამედს; ერთ მესამედს – უფალი იღებს საკუთარ თავზე და, ერთი მესამედი თქვენც ხომ უნდა აიღოთ?! ეკლესიიდან რომ გახვალთ ნაზიაირები, ჭორაობა კი არ უნდა დაიწყოთ, რამე სასარგებლო საქმით უნდა დაკავდეთ, რათა დაინახონ ღმერთმა, მოძღვარმა, სხვა ადამიანებმა, რომ მადლიერი ხართ წმიდა ზიარების მიღების. ამ ყველაფერს უკვე მოჰყვება მეოთხე – მადლიერება.
– მადლიერება ყველაზე ხშირად გვავიწყდება, განსაკუთრებით კი – ღმერთის მიმართ.
– მიიღე ზიარება? – თქვი: „მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. რა მოწყალე ხარ, ჩემი მოძღვარიც როგორი მოწყალეა.” მადლობა ნიშნავს მადლმოსილებას, მადლიერებას. მადლიერებით უნდა ვიცხოვრო მე. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მადლიერება ძალიან მალე გვეკარგება. გვიჭირს თუ გვილხინს, მაინც მადლიერები უნდა ვიყოთ. როცა გვიჭირს, განსაცდელში ვართ და  მაინც ვმადლობთ უფალს, ღმერთი ამას დაინახავს და წყალობას, სიკეთეს არ მოგვიშლის. მაგრამ, თუ ყველაფერი კარგად გვაქვს სამსახურშიც და ოჯახში, მაშინ ხშირად ღმერთი აღარ გვჭირდება, გავიწყდება, რომ სამადლობელი პარაკლისი უნდა გადავიხადოთ, მადლიერი ვიყოთ უფლის, ვმადლობდეთ, გავცემდეთ. სამაგიეროდ, როგორც კი განსაცდელში ჩავვარდებით, მაშინვე ვამბობთ: „მამაო, მიშველე! ღმერთი რატომ აღარ მისმენს?” – და ასე შემდეგ. მადლიერება ადამიანმა სხვადასხვანაირად უნდა გამოხატოს, ერთ-ერთი კი შესაწირის გაღებაა.
– ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა. ამის გამო ხშირად განიკითხავენ ხოლმე სასულიერო პირებს.
– ძალიან ბევრჯერ მტკენია გული, როდესაც ამბობენ: როგორი ცუდი, ვერცხლისმოყვარე სასულიერო პირები არიან: ნათლობაში ვიყავი  – მღვდელმა ფული მომთხოვა; ქორწილში ვიყავი – იქაც ფული მომთხოვა და ასე შემდეგ. ალბათ, ასეთი სასულიერო პირები არ კითხულობენ სახარებას, სადაც წერია: „უსასყიდლოდ მიგიღებიათ და უსასყიდლოდ გაეცით” – საუბარია სულიწმიდის მადლზე. შენდობას ვითხოვ იმ სასულიერო პირების მაგივრად, რომლებიც ზიარებაში, აღსარებაში, ნათლობასა და ქორწილებში ფულს ითხოვენ, მაგრამ, თუ უფიქრია ადამიანს, რომ თავადაც ვერცხლისმოყვარეა და, ეზარება, დაეხმაროს ეკლესიას? მღვდელი არ არის იმის ღირსი, რომ, მოგემსახურა და, შენ, ქვრივი ქალივით, ორი ლეპტა მაინც შესწირო – ის რაც შენი გულიდან, სულიდან მომდინარეობს?! ეს არის ხელფასი მგალობლების; გაზის, შუქის გადასახადი; მღვდლის ელემენტარული ლუკმა-პურის შემოსავალი, რომ იარსებოს, მოვიდეს შაბათ-კვირას და ჩაგიტაროს წირვა-ლოცვა. მოძღვარმა არ უნდა მოითხოვოს თანხა და არც ადამიანები უნდა იყვნენ ძუნწები, რადგან, რასაც არ გასცემ, ის არ იქნება შენი და, რასაც გასცემ, ის შენი იქნება. ზეციური საეკლესიო ბანკი ბევრი ჩვენგანის სახელზე არის ცარიელი. მხოლოდ ფულის გაცემა კი არ იგულისხმება ამაში, არამედ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება: ეკლესიის დალაგება, სხვებისთვის დახმარება და ასე შემდეგ. პირდაპირ ამბობს ღმერთი: „გამომცადეთ, მოიტანეთ მეათედი და, ნახეთ, თუ არ ავავსო თქვენი ოჯახები დოვლათით და ბარაქით.” და, ბოლოს – ურთიერთობები. სახარებაში პირდაპირ წერია: „ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღსრულდება სჯული ქრისტესი”. სასულიერო პირი მრევლთან ახლო ურთიერთობაში უნდა იყოს, რათა კარგად გაიგოს მისი მდგომარეობა, მისი პრობლემები. როცა მრევლს სასულიერო პირის ერიდება, არ იცის, როგორ მივიდეს და როგორ ესაუბროს თავის პრობლემებზე, მაშინ, ჯობია, სხვა ეკლესიაში, სხვა მოძღვართან წავიდეს. თუ თქვენ სექტემბერში დაიწყებთ ეკლესიაში სიარულს, აღსარების თქმას, ზიარებას, შესაწირის გაღებას, მადლიერები იქნებით უფლის და უფრთიერთობა გექნებათ ბევრ ადამიანთან, თქვენი ეკლესიის მრევლთან, წარმოიდგინეთ, როგორი მდიდარი იქნებით.

скачать dle 11.3