კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ჰყავდეს ქალს ქმარი მუდმივად „ტონუსში” და რას აიცილებს ამით თავიდან

იდეალური ადამიანები არ არსებობენ და პარტნიორისთვის იდეალურობის ჩარჩოს მორგება ან მორგების მცდელობა თავიდანვე შეცდომაა. თუ იფიქრებთ იმაზე, რომ ბედნიერი მხოლოდ იდეალური ადამიანის გვერდით იქნებით და მასთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა სრული იდილია იქნება, იმედგაცრუება გელით. ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი, რომელიც, უამრავ ღირსებასთან ერთად, აუცილებლად იჩენს თავს. ზოგჯერ კი ეს ნაკლი ღირსებებს გადაწონის კიდეც...

თეონა (31 წლის): რომელი ქალი არ ოცნებობს ისეთ ქმარზე, რომელიც მისი პატივისმცემელი და თაყვანისმცემელი იქნება; გაანებივრებს ყვავილებით, საჩუქრებით; მოუწყობს საოცარ სიურპრიზებს... ბუნებრივია, რომ ასეთი კაცის გვერდით ყოლის სურვილი მეც მქონდა. არც რომანტიკოსი ვარ და არც მეოცნებე. საკმაოდ ვარ რეალობას მორგებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მჯეროდა იდეალური მამაკაცების არსებობის. ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება, ასეთი ქმარი მყავდეს, ვიღაცეებს ხომ ჰყავთ-მეთქი. არ ვიცოდი, რომ ის „ვიღაც” უამრავ სხვა პრობლემას ებრძოდა.
– რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს ნაკლი, სხვანაირად შეუძლებელია... თქვენ ასე არ მიგაჩნიათ?
– ვერ ვიტყვი, რომ ასე არ მიმაჩნდა, მაგრამ, უმნიშვნელო ნაკლს ნაკლად არ მივიჩნევ. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? მთავარი განმსაზღვრელი იყო ის ფაქტორები, რომლებიც საუბრის დასაწყისში ჩამოვთვალე.
– მამაკაცი იდეალურია, თუ ცოლს პატივს სცემს და მისთვის ყვავილები მიაქვს? სხვა ღირსებები არ სჭირდება?
– თუ კაცმა იცის, როგორ სცეს პატივი ქალს, შეუძლებელია, სხვა რაღაცეებში ჩაიჭრას-მეთქი,  ვფიქრობდი. ქალები, ეტყობა, ცოტათი მაინც სულელები ვართ, თორემ, ასეთი დარწმუნებული როგორ ვიქნებოდი ამაში. „მოთამაშე“ მამაკაცს შეუძლია, თავი უნაკლოდაც მოგაჩვენოს და იდეალურადაც. შენ უნდა იყო სათანადო სიმაღლეზე, რომ ბოლოს იმედგაცრუებული და გაწბილებული არ დარჩე. მე ახლა უკვე არ ვიცი, რა ამოძრავებდა ჩემს ქმარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ცოლად გაყოლაზე დავთანხმდებოდი.
– ანუ, არ გიყვარდათ?
– სიყვარული ხომ მთლიანად შიშველი ემოცია და გრძნობაა. როცა ამ ყველაფრით ხარ შეპყრობილი, მაშინ ბევრ რამეს ვერ ამჩნევ – კაცის ბევრ ნაკლზე ხუჭავ თვალს და მას იმ ღირსებებს მიაწერ, რომლებიც რეალურად არ აქვს. მე ასე არ ვყოფილვარ. ვხედავდი, რას აკეთებდა ჩემთვის – შეუძლებელი იყო, არ დამენახა, როგორ „ძვრებოდა კანიდან“, ჩემთვის რომ ეამებინა. ან, საიდან აფიქრდებოდა ასეთი რაღაცეები! სიურპრიზების ნამდვილი ფოიერვერკები არ მაკლდა კვირაში რამდენჯერმე. რომ მოვყვე, როგორ და რა ფორმით ცდილობდა ჩემთვის სიყვარული და ერთგულება დაემტკიცებინა, ეს ერთი შეხვედრა არ გვეყოფა ამ ყველაფრის მოსათხრობად. არ არის გასაოცარი, რომ მის იდეალურობაში დავრწმუნდი და საკუთარ თავს ვუთხარი, იშვიათი მამაკაცი მარგუნა ბედმა-მეთქი. იმ წუთში ეს არ ნიშნავდა თავის მოტყუებას, რადგან, იდეალურ მამაკაცზე ჩემს შეხედულებებს ემთხვეოდა.
– ანუ, სტერეოტიპებმა მოგატყუათ.
– ასე გამოვიდა. ახლა რომ მკითხოთ, იდეალური მამაკაცი როგორი უნდა იყოსო, სულ სხვა რამეს გიპასუხებთ, ჩემი ქმრის ხასიათიდან გამომდინარე. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ მისი არც ყვავილები მინდა, არც სიურპრიზები და საერთოდ აღარაფერი. ჩემი ნერვული სისტემა განადგურებულია, მოთმინებისგან აღარაფერია დარჩენილი. იდეალური კი არა, ჩვეულებრივი კაცის ატანაც კი აღარ შემიძლია, გარეთ მტერს რომ უბრმავებენ თვალებს, შიგნით კი – მოყვარეს. ჩემს შემთხვევაში, ორმხრივად სიბრმავე გამოვიდა.
– ანუ, ვერც გარეთ ხიბლავს საზოგადოებას?
– უკვე აღარ ვიცი, რადგან, ჩემმა ყველა მეგობარმა დაინახა, რა იმალება მისი ფარისევლური „იდეალურობის“ მიღმა. ყველაზე საშინელება ის არის, რომ თვითონ საერთოდ ვერ ხვდება, რას აშავებს.
– და, რას აშავებს?
– ტირანია – ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით; ერთპიროვნული მმართველი და ლიდერი. ჩემი აზრი საერთოდ არ აინტერესებს. ფეხებზე ჰკიდია, რა მინდა, რა მომწონს, რა მახარებს და რა მწყინს. წავა, მიყიდის ტანსაცმელს, მაგალითად, კაბას და, მე ვალდებული ვარ, მომწონს თუ არ მომწონს, ჩავიცვა, თანაც, უნდა აღვფრთოვანდე და მადლიერიც ვიყო. ის უნდა შევჭამო, რაც მას უყვარს და უნდა, თანაც იმ დროს, როცა თვითონაც შია. თუ მარტო ყავის დალევა მომინდება, ამის უფლება არ მაქვს. ძნელი წარმოსადგენია, ხომ? მე კი ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. საშინლად არ მიყვარს ვარდები, მაგრამ „იდეალურ“ ქმარს მაინცდამაინც ვარდები მიაჩნია პრესტიჟულად, ამიტომ, მოაქვს და მოაქვს. აბა, გავბედო და უკმაყოფილება გამოვხატო ან წარბი შევიკრა... ისეთ ამბავს ატეხს, თავბედს მაწყევლინებს. არადა, თითქოს უმადური გამოვდივარ. ქმარი ყვავილებს მჩუქნის, ნაირ-ნაირ ტანსაცმელს ყიდულობს ჩემთვის, მე კი უკმაყოფილო ვარ – ესე იგი, უმადური ვარ.
– გეუბნებათ, უმადური ხარო?
– რა თქმა უნდა! პირზე სულ ეგ აკერია. სხვა ქალი ინატრებდა ჩემნაირ ქმარს, განძი გყავარ და შენ კი ვერ მაფასებო. ნეტავი, სულ წავიდეს და თავი დამანებოს – უკვე ვნატრობ ამას. მართლა გეუბნებით, მის გარეშე თავისუფლად ვისუნთქებ და ვიცხოვრებ ჩემს ნებაზე. როგორია, 31 წლის ქალს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მაქვს არაფერში, არ ვგულისხმობ ოჯახში საჭირბოროტო საკითხებს. წარმოიდგინეთ, ძალიან მიყვარს კეფირი და ორცხობილა, მაგრამ, სახლში ვერ შევჭამ – გამლანძღავს, რადგან, მდაბიურ საჭმლად მიაჩნია... კიდევ, პრობლემაა ისიც, რომ საკუთარი იდეალურობით ამაყობს, თავი მოაქვს და ესეც საშინელად დამანგრეველია და ნერვების მომშლელი.
– ხომ არ გღალატობთ კიდეც?
– არა. მაგას როგორ იზამს! – იდეალური ქმარია და ამ ჩარჩოებში მყარად ზის, თორემ, მე კი ვარ ღირსი, ერთდროულად ორი ან სამი საყვარელი ჰყავდეს – ეს მისი სიტყვებია და, გული რომ მტკივა, ამაშიც, თურმე, მე ვყოფილვარ დამნაშავე. ნეტავ ჩვეულებრივ კაცს გავყოლოდი ცოლად, იქნებ ჩემი ცხოვრება უფრო მარტივი ყოფილიყო. ჩვეულებრივი კაცებიც რთულები არიან?!
– გააჩნია, „ჩვეულებრივში” რას გულისხმობთ.
– დამიჯერებთ, რომ უკვე ვერაფერს ვეღარ ვგულისხმობ? ისე ვარ დათრგუნული და განადგურებული, ამის თავიც აღარ მაქვს. მაგრამ, მშურს ჩემი დაქალების – ისინი თავისუფლები არიან არჩევანში. ტელევიზორისთვის ვერ მიყურებია ჩემს გემოზე. სექსიც კი ისეთი უნდა მქონდეს, ჩემს ქმარს რომ უნდა, მე კი კმაყოფილი უნდა ვიყო. თქვენთვის, ალბათ, რთულია ამ ყველაფრის გაგება. არავის ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას. შვილებს ვერ ვაცმევ ჩემს ნებაზე და ვერ ვზრდი ისე, როგორც მე მინდა და საჭიროდ მიმაჩნია. „იდეალურ” ქმარს „იდეალური” კრიტერიუმები აქვს და იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ ოჯახში ყველამ. თავიდან, სანამ ახალგათხოვილი ვიყავი და ეიფორიულ მდგომარეობაში გახლდით, კიდევ ვერ ვგრძნობდი, რა შარში ამოვყავი თავი.
– ფიქრობთ, რომ გაშორდეთ?
– ფიქრით ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ, საქმე ის არის, რეალურად რისი გაკეთება შემიძლია – არც არაფრის. ჩემი იდეალური ქმარი იდეალურად საშიში კაცია. იდეალურ გეგმას მოიფიქრებს ჩემს გასამწარებლად –  გასანადგურებლად – ამაში დარწმუნებული ვარ. ბედს უნდა შევეგუო. თუმცა, რამდენ ხანს გავუძლებ, არ ვიცი. ჩემი შინაგანი ბუნება უკვე აპროტესტებს ამ ყველაფერს და საკუთარ თავთანაც მიწევს ბრძოლა, რაც კიდევ უფრო მიმძიმებს მდგომარეობას. არადა, უცხო თვალით იდეალურად ჩანს ჩემი ცხოვრება – მზრუნველი, ყურადღებიანი, იდეალური ქმარი, რომელიც, სინამდვილეში, ჩვეულებრივი მონსტრია.

скачать dle 11.3