კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი „ანტროპოსი” – გულ-სისხლძარღვთა სისტემის ექსპერტული უნიკალური მეთოდი

ანტროპოსი – ანუ  ადამიანი!   დიაგნოსტიკურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი  „ანტროპოსი” არის სამედიცინო კლინიკა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე, როგორც არა მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმზე, არამედ მის სიცოცხლისუნარიანობასა და ქცევაზე.  ის, რომ ამ სამედიცინო ცენტრში ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე უპირატესია, იმ მადლიერი პაციენტების  შთაბეჭდილებებიდანაც ჩანს, ვინც  წლების განმავლობაში ამ  კლინიკის პაციენტები იყვნენ.  კლინიკა, დაკომპლექტებულია ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო გუნდით,  რომელსაც თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ექიმი, ბატონი იგორ ღვინჯილია ხელმძღვანელობს. რით არის გამორჩეული კლინიკა „ანტროპოსი” და რაში მდგომარეობს   დიაგნოსტიკისა და მკურნალობის იმ მეთოდის უნიკალურობა, რაც ამ კლინიკაშია დანერგილი ამის შესახებ   სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის დამფუძნებელს, ბატონ იგორ ღვინჯილიას გავესაუბრეთ.

– ბატონო იგორ,  თქვენი კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც  დანერგილია დიაგნოსიკისა და მკურნალობის უნიკალური მეთოდი „ანტროპოსი”. რას წარმოადგენს ანტროფიზიოლოგიური მიდგომის არსი?
– ეს მეთოდიკა ფართოდაა დანერგილი ევროპულ ქვეყნებში.  ჩვენი კლინიკაც  რამდენიმე წელია ამ მეთოდით მუშაობს. კომპიუტერული დიაგნოსტიკური სისტემა „ანტროპოსით” გამოკვლევა  საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ჯანმრთელობის ექსპერტიზა, განვახორციელოთ გულის და სისხლძარღვების  სრული დიაგნოსტიკური გამოკვლევა, ობიექტური შეფასება და ანალიზი.  ამ მეთოდით გამოკვლევისას შესაძლებელია, გამოვავლინოთ ,,დაფარული” მდგომარეობა, რომელიც მიუწვდომელია სხვა სტანდარტული გამოკვლევის მეთოდებისთვის; განვსაზღვროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ,,სუსტი წერტილები” მათ გამოვლენამდე; გამოვიყენოთ რეკომენდაციები, რომლებიც აამაღლებს სპეციალური მკურნალობის ეფექტს; განვახორციელოთ პერიოდული კონტროლი ადამიანის ჯანმრთელობაზე; შევიტანოთ კორექტირება კომპლექსურ მკურნალობაში, ცხოვრების პირობებში.     
დიაგნოსტიკური სისტემა: „ანტროპოსი,”  სხვა თანამედროვე გამოკვლევის მეთოდებისგან განსხავავებით, გვაძლევს საშუალებას, „დავინახოთ” ორგანიზმის  დაძაბული მდგომარეობა დაავადების განვითარებამდე. შესაბამისად, შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ დაავადების პროგრესირების საფრთხე და საშუალება არ  მივცეთ შემდგომი პათოლოგიების განვითარებას. თუ მეთოდმა უკვე გამოავლინა ჩამოყალიბებული დაავადება, „ანტროპოსი”  გვაძლევს საშუალებას, უფრო ზუსტად შევარჩიოთ მედიკამენტური მკურნალობა და ავამაღლოთ მკურნალობის  ეფექტი.
ახლა რაც შეეხება თავად მეთოდის უნიკალურობას, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ.  ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ  ადამიანს გააჩნია სიცოცხლის უნარიანობის ორი პოზა: ვერტიკალური (დამდგარი, დამჯდარი) და ჰორიზონტალური (მწოლიარე). თანამედროვე მედიცინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას აწარმოებს მხოლოდ ერთ, მწოლიარე მდგომარეობაში და არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ადამიანი ვერტიკალური არსებაა და ცხოვრების მეტ ნაწილს ატარებს სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ყველა იმ დაავადებების დაახლოებით 90 %, რომლებიც ჩვენ ასე გვაშინებს (ინფარქტი, ინსულტი) ძირითადად განვითარდება ვერტიკალურ მდგომარეობაში. „ანტროპოსის” ანტროპო-ფიზიოლოგიური მიდგომის არსი ორიენტირებულია ადამიანზე,  ვერტიკალურ მდგომარეობაში, შესაბამისად, კლინიკაში გამოკვლევა ხდება ორ პოზიციაში – ვერტიკალურ და ჰორიზონტალურში. ასეთი მიდგომა აფართოებს ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გვეხმარება, სწორად მივუდგეთ და შევარჩიოთ მკურნალობის ტაქტიკა. 
– ასე მნიშვნელოვანია დიაგნოსტირება ორ სხვადასხვა პოზიციაში? ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩატარებული დიაგნოსტიკა  უფრო ზუსტ და სრულფასოვან ინფორმაციას იძლევა?
– მწოლიარე და ვერტიკალურ პოზიციაში ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ, გამოკვლევა და დიაგნოსტიკა მარტო ერთ ტრადიციულ პოზაში (მწოლიარე) იქნება არასწორი.  ასეთი გამოკვლევის შემდეგ დანიშნული მკურნალობა კი – არაეფექტური.  ადამიანები დღე-ღამის განმავლობაში უმეტეს დროს ვატარებთ ვერტიკალურ მდგომარეობაში – ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვთამაშობთ.  ჩვენი სასიცოცხლო ფუნქციების შესრულება ამ პოზაში, ვერტიკალურ მდგომარეობაში ხდება. სამწუხაროდ, ბევრი მკურნალობას იტარებს არა საწოლში – მწოლიარე მდგომარეობაში, არამედ ფეხზე დგომისას. ვიღებთ მედიკამენტებს და არ ვითვალისწინებთ, რომ პრეპარატები მნიშვნელოვან ცვლილებებს გულსა და სისხლძარღვებზე ახდენს; რომ გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა მწოლიარე და ვერტიკალურ მდგომარეობაში ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს შეკითხვა – ჩვენ ჩაგვიტარეს  გამოკვლევა მწოლიარე მდგომარეობაში, მედიკამენტებს კი ვიღებთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ეს რაიმე გავლენას ახდენს ორგანიზმზე? ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის, მიხვდეთ რამდენად აუცილებელია სრულად მივიღოთ დიაგნოსტიკური ინფორმაცია  ავადმყოფობის შესახებ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამასთან, ერთი და იგივე მედიკამენტური და არამედიკამენტური მოქმედება იწვევს სრულიად განსხვავებულ ეფექტს ორ სხვადასხვა მდგომარეობაში.  ადამიანის ორგანიზმზე  სწორედ ასეთ მიდგომას საფუძვლად  დაედო  კომბინირებული დიაგნოსტიკური სისტემა „ანტროპოსის” დანერგვა. ამ მეთოდით ხდება ყველა მაგისტრალური სისხლძარღვის გამოკვლევა ორ ძირითად პოზაში, რაც საშუალებას გვაძლევს, სრული შეფასება მიეცეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას. 
– რა პროფილის პაციენტები მკურნალობენ თქვენთან?
– ჩვენი პაციენტები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ჩივილები, მაგრამ ობიექტურად არ არის გამოვლენილი. ადამიანები, ერთი შეხედვით პრაქტიკულად ჯანმრთელნი, რომელთაც უწევთ აქტიური მუშაობა, აქვთ ფიზიკური დატვირთვა და გადაღლა. ჩვენი პაციენტები არიან ისინი, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, იშემიური დაავადებები, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის  დაქვეითება. ასევე, ძალიან დიდია ეფექტურობა გულ-სისხლძარღვთა  სისტემის გამოკვლევისას ორსულ პაციენტეებთან. მეთოდი გვაძლევს საშუალებას  მათ  მივცეთ ზედმიწევნით  კომპეტენტური და დეტალური კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს პათოლოგიურ ორსულობასთან.

скачать dle 11.3