კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ იმართება საქართველოში დოღი და რატომ ვერ გაემგზავრა ქართველი გამარჯვებული თასის ფინალზე

ცხენი, ეს არის ცხოველი, რომელიც ყველა ადამიანს უყვარს და იზიდავს. მხატვრულ ლიტერატურას თუ გადავხედავთ, იქ ვნახავთ უამრავ შემოქმედს, რომლებიც აღფრთოვანებით გვიხატავენ ამ დიდებულ ცხოველს. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, გაგვახსენდება კონკრეტული ეპოქები, მმართველები, დიდებული მხედრები თავიანთი ღვთაებრივი და სასწაულმოქმედი ცხენებით.
ლიტერატურიდანაც და ისტორიიდანაც შთაბეჭდილება იმდენად დიდია, რომ თითქმის არ მეგულება ადამიანი, რომელმაც დაუფიქრებლად არ გითხრას, რომელიმე პერსონაჟის თუ ისტორიული პირის ლეგენდარული, ზღაპრული ცხენის სახელი.
სულაც რომ არ გვქონდეს ცხენთან პირადად შეხება, მას მაინც ყველა ვეტრფით. თუმცა, რამდენად გვაქვს მასთან ურთიერთობის ბედნიერება, ეს სხვა საკითხია.
მე ვერ გეტყვით, ჩვენს წინაპრებს, სახელოვან მხედრებს თუ უბრალო მფლობელებს, ცხენის მოვლა-პატრონობა რა უჯდებოდათ, მაგრამ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ახლა ჩვენს ქვეყანაში, რა თანხებს და პირობებს საჭიროებს ეს ზღაპრული ცხოველი, ამასთან დაკავშირებით ნამდვილად მოგაწვდით ინფორმაციას, შპს „თბილისი იპოდრომსერვისის დირექტორის“ გიორგი კვერნაძის დახმარებით.


– ბატონო გიორგი, რა ჯიშის ცხენები გვყავს საქართველოში და რომელია ზოგადად საუკეთესო ჯიშის ცხენი?
– რომელია საუკეთესო ჯიშის ცხენი, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა არ შეიძლება. ცხენს აქვს თავისი ფუნქციური დანიშნულება, ზოგი გამოიყენება სპორტში და ესენია, ძირითადად, გერმანული ჯიშის ცხენები; ზოგიც – დოღისთვის. დოღი არ არის სპორტის სახეობა. ეს არის ცხენის გამოცდა, რომელიც უფრო საჩვენებელ ხასიათს ატარებს. მსოფლიო მასშტაბით რა დოღებიც ტარდება, 90 პროცენტში ინგლისური ჯიშის ცხენები მონაწილეობენ, შედარებით მცირე რაოდენობითაა არაბული.
ჩვენთან, საქართველოში თითქმის ყველა ჯიშის ცხენია წარმოდგენილი: წმინდა სისხლის ინგლისური, არაბული, გერმანული, ლეკური. გარდა ამისა, მათი ნაჯვარი ჯიშებიც, რომლებიც უკვე აღარ ითვლება წმინდა ჯიშის სახეობად.
– ანუ, კონკრეტულად საუკეთესო ჯიშის გამოკვეთა რთულია, გააჩნია, რა ფუნქცია აქვს მას?
– დიახ. გააჩნია, რისთვის არის და ვის რომელი მოსწონს. ვისაც ცხენი უყვარს, იმისთვის საკამათოა, რომელია უკეთესი.
– ძირითადად, უცხოური ჯიშები ჩამოთვალეთ. ქართულზე რას იტყვით?
– ისტორიულად ცნობილი იყო თუშური ცხენი. მაგრამ, ახლა ამ სფეროს დიდი ყურადღება აღარ ექცევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღარ ხდება სელექცია, ამიტომ ჯიშის სიწმინდეზე ძალიან რთულია საუბარი.
ზოგადად, არსებობს საჯიშე წიგნები, რომელშიც რეგისტრირებულია ყველა ცხენი. ასეთი წიგნები აქვთ: ინგლისურს, ახალთექურს და არაბულს. ძირითადად, სწორედ ესენია წმინდა სისხლის ჯიშები.
ყველაზე ძლიერი ინგლისური ჯიშია. მსოფლიოში რაც კი ცხენია ცნობილი, ყველაში, სადღაც, მაინც ინგლისური ჯიშის სისხლი ურევია.
– რა პირობებია საჭირო ცხენის შენახვისთვის?
– აქ, იპოდრომზე, არ ვახდენთ შეჯვარებას, იმიტომ რომ, ახალგაზრდა კვიცი 8-10 საათის განმავლობაში მაინც უნდა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე, რისთვისაც შესაფერისი პირობები  არ გვაქვს. ჩვენ, მარნეულის რაიონში, ყულაში ვფლობთ ძველ ცხენსაშენს, სადაც ხდება შეჯვარება. იქ არის საამისო პირობები, სუფთა ჰაერი, ნედლი ბალახი. აქ კი ცხენები ძირითადად, თავლაში გვყავს და დღეში რამდენიმე საათით გამოგვყავს სუფთა ჰაერზე, ვავარჯიშებთ. სპეციალური უნარ-ჩვევებისა და განათლების მქონე პირები წვრთიან მათ.
ეკონომიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კვებისა და შენახვის ნორმები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით. საჭმლის ის რაოდენობა, რაც აუცილებელი არის ცხენის ორგანიზმისთვის, მან უნდა მიიღოს. ჩვენი შესაძლებლობებით და გათვლებით, ეს არის დღეში 6 კილოგრამი თივა და 6 კილოგრამი შვრია. ასევე, საჭიროა მედიკამენტები, მეჯინიბის მიერ მოვლა, დალაგება-დასუფთავება და ასე შემდეგ. რაც მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული. და ეს საიდუმლო ინფორმაცია არ გახლავთ.
– გაქირავების ფასები და პაკეტები როგორია?
– უპირველესად, ვიტყვი, რომ ჩვენ მომსახურებას ვთავაზობთ კერძო მფლობელებს. პიროვნებას, რომელსაც ჰყავს ცხენი და უნდა, რომ ის  კარგ პირობებში იყოს, თუ ამას თავად ვერ უზრუნველყოფს, შეუძლია, მოიყვანოს ჩვენთან. ჩვენ ვაჭმევთ, გავასუფთავებთ და ყველანაირად მოვუვლით. ყოველთვის ფორმაში გვეყოლება.  ეს მომსახურება კლიენტს თვეში 500 ლარი დაუჯდება დღგ-ს ჩათვლით.
გაქირავება კი ჩვენი მოღვაწეობის მეორე სფეროა. ჩვენთან არსებობს სპორტული სკოლა, სადაც მოსვლა და ჯირითის სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ასაკის შეუზღუდავად.
ცხენი მაინც ცხოველია და ბოლომდე დაზღვეულები არ ვართ. ამიტომ, დასაწყისისთვის სწავლება მაქსიმალური ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. ყველას ემსახურება ინდივიდუალური პედაგოგი. ამიტომ, ღირებულება დასაწყისისთვის შედარებით მაღალია. შემდეგ, როცა მოსწავლე თანდათან დამოუკიდებელი ხდება და ნაკლებ დახმარებას საჭიროებს, ფასიც იკლებს.
ცხენის მხედართან ერთად დაქირავება 1 საათით იპოდრომის ტერიტორიაზე, 60 ლარი ღირს; იპოდრომის გარეთ – 80 ლარი; საწვავით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა თბილისის ტერიტორიაზე, ასევე, მხედართან ერთად – 150 ლარი. თუ ფოტოსესია გნებავთ, ეს 45 ლარი დაგიჯდებათ 1 საათის ხანგრძლივობით.
არის კიდევ ერთსაათიანი ტურები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ თითო კაცის ღირებულება 80 ლარს შეადგენს. ტურისთვის დგება 5-7-კაციანი ჯგუფი. მათ მომსახურებას უწევენ იპოდრომის ინსტრუქტორ-მეთოდისტები.
– ყიდვა რა თანხებთან არის დაკავშირებული?
– ცხენის გაყიდვა არ არის ჩვენი სფერო. ამას თავისუფალი ბაზარი არეგულირებს. ძირითადად, კერძო მეწარმეები ერთმანეთისგან ყიდულობენ ან უცხოეთიდან ჩამოჰყავთ. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვყიდით, თუ კონკრეტული ფუნქციისთვის ვეღარ ვიყენებთ.
ყოფილა შემთხვევა, როცა საჭიროების დროს, სხვა სკოლებისთვის საჩუქრად გადაგვიცია, ან მათ ტენდერი გამოუცხადებიათ, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა და ამ გზით გავყიდეთ ცხენი.
ზოგადად, ცხენის ფასი დაახლოებით სათქმელი თანხა არ არის. მაგალითად, ცხენის ფასი, რომელიც ოლიმპიადაზე გამოდის – 500 000 დოლარიდან იწყება; დუბაის შეიხის ცხენების ფასი კი – სადღაც მილიონი დოლარიდან.
საქართველოში მისი ღირებულება ამხელა თანხებთან არ არის დაკავშირებული, თუმცა საკმაოდ ძვირია, 2 000 დოლარიდან – ზევით. 15-20 ათას დოლარს არ სცდება. მაგრამ, ცალკე თემაა სპორტული ცხენები. მათი ღირებულება მეტია. ასეთები ჩვენთან ცოტაა. ფასი კი 20-დან 40 ათას დოლარამდე მერყეობს.
– ხშირად ყიდულობენ ჩვენთან ცხენს?
– ცხენები ძალიან სპეციფიკური საკუთრების ფორმაა. უპირველესად, ის უნდა გიყვარდეს. შემდეგ, უნდა გქონდეს მისი შენახვის შესაძლებლობა და დრო, მოვლისა და მასთან ურთიერთობის სიამოვნებისთვის.
– თუ არიან ცხენების მოყვარულები, რამდენიმე ცხენი რომ ჰყავთ?
– კი. არის რამდენიმე კერძო პირი. არა მგონია, ამაში რაიმე საიდუმლო იყოს, თუმცა მათ ვინაობას მაინც ვერ გაგიმხელთ. მათ ჩემთვის ამის უფლება არ მოუციათ.
– რაც შეეხება დოღს, ხშირად იმართება?
– წეღანაც აღვნიშნე, დოღი სპორტის სახეობა არ არის. ეს არის ცხენის შესაძლებლობების გამოცდის საშუალება მსოფლიოში – სანახაობრივ-კომერციული ნაწილი, კლუბებსა და ცხენების მეპატრონეებს შორის შეჯიბრება. სამწუხაროდ, საქართველოში დოღი ვეღარ იმართება. წელიწადში დოღის ერთი სეზონი რომ ჩატარდეს, მინიმუმ 200-300 სადოღე ცხენი უნდა გყავდეს. ანუ, ამდენ ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, ერთი ცხენის შენახვის, დოღისთვის მომზადების, ჟოკეისთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. ამიტომაც, ჩვენთან პროფესიონალური დოღი აღარ იმართება. თუმცა, იმართება მოყვარულის დონეზე ბახმაროში, კახეთში, ფშავში.
შალვა გაჩეჩილაძე (სპორტსმენი, იპოდრომის ნაკრების კაპიტანი).
 – ბატონო შალვა, გავიგეთ, რომ პროფესიონალური დოღი, სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ იმართება, საინტერესოა, სპორტული შეჯიბრებები თუ ტარდება?
– სამწუხაროდ, სპორტული შეჯიბრებებიც აღარ ტარდება ისეთი ინტენსივობით, რადგან დაფინანსების ნაკლებობას განვიცდით. მაგრამ, ასე თუ ისე, წელიწადში ერთი შეჯიბრების ჩატარებას ვახერხებთ სპონსორების დახმარებით. ესაა მსოფლიო თასის ეტაპი.
– როგორი პოზიციები გვაქვს რეგიონში?
– საკმაოდ ნორმალური ჩვენი ფონდის გათვალისწინებით. ყველაფრის მიუხედავად, ორჯერ ზედიზედ – 2012, 2013 წლებში ავიღე მსოფლიო თასის ფინალის საგზური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის ემზადები მთელი წელი, იგებ შეჯიბრებებს, აგროვებ ქულებს და შესაბამისად, ვისაც ყველაზე მაღალი ქულა აქვს, ის  მიემგზავრება ფინალზე. მე ორჯერ მოვიპოვე საგზური, თუმცა ფინანსების არქონის გამო, ვერცერთხელ ვერ გავემგზავრე.
– რაიმე სახალისო ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელიც ამ სფეროში თქვენს მოღვაწეობას უკავშირდება?
– ერთი ჩვევა მაქვს, ცხენიდან ჩამოვარდნას ვითვლი. 31-ჯერ ვარ უკვე ჩამოვარდნილი, თუმცა არც ერთხელ არაფერი დამშავებია, ღვთის წყალობით. ეს მთლად სახალისოც არაა, თუმცა გეტყვით, როცა შეჯიბრება ტარდება, დალაგებულია ბარიერები, რომელთა გადალახვაც ძალიან მნიშვნელოვანია. იყო შემთხვევა, როცა ვიგებდი ეს მარშრუტი დამვიწყებია და სხვა ბარიერზე გადავმხტარვარ, რის გამოც შეჯიბრებიდან მოვუხსნივარ კიდეც.

скачать dle 11.3