კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეზღუდვათა თავსხმა

სად დავიჭიროთ ჭიქა?

გასულ კვირას შემზღუდავი სახელისუფლო ინიციატივების ისეთ თავსხმაში მოვყევით (ამთავითვე უნდა გამოვტყდე, რომ ყველა მათგანს ვეთანხმები), ლამის მორევმა წაგვიღო: აქეთ – ალკოჰოლური სასმელების ქუჩაში სმისთვის დაჯარიმების ინტენსიური პროცესი დაიწყო, იქით – ღამის 11-დან დილის 7 საათამდე გნიასი აიკრძალებაო, თვით ფოიერვერკების გაშვებაცო, შიგადაშიგ კი მათაც დააჯარიმებენ, სოციალურ ქსელებში რომ მამაცობენ, ილანძღებიან და ბილწსიტყვაობენ და იარაღის ტარების პირობებიც გამკაცრდებაო.
თუმცა, ამთავითვე უნდა გითხრათ, რომ ქუჩაში, ანუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება ბარე სამი წელია, აიკრძალა (2011 წლის შემოდგომიდან), ისევე, როგორც ქუჩა-ქუჩა ხვევნა-კოცნა (ჯერჯერობით კანონის ამ მოთხოვნის დაცვას სამართალდამცველები არ მისძალებიან). შესაბამისად, დედაქალაქის სკვერებიც თითქოს უფრო დასუფთავდა – ბუნებრივია, ნასუფრალისგან (რაც ჰბადებს იმედს, რომ, თუკი ჩვენი თანამემამულენი დროსტარების შემდეგ ნასუფრალის ალაგებასაც ისწავლიან და ალკოჰოლით გონებადაბინდულები ერთმანეთის დაჭრასაც გადაეჩვევიან, იქნებ ჭიქა ქუჩაში ისევ დააჭერინონ).
ღამის საათებში ხმაურის აკრძალვას მოსახლეობა დადებითად, ხმაურიანი ობიექტების პატრონები კი უარყოფითად გამოეხმაურნენ – დავიღუპებითო. თუმცა ყველაზე მწვავედ ჩვენმა თანამემამულეებმა თვით სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენების გამო დაჯარიმების პერსპექტივა განიცადეს (ისეთი შთაბეჭდილება რჩება – „ტყ“ კომბინაციის გარეშე თითქოს ცხოვრება გაუფასურდა).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ნაგვის დაყრის მავნე ჩვევას მხოლოდ ჯარიმებით გადავეჩვიეთ (სამშობლოს სიყვარულისთვის დაცლილი სასმისის სიდიდის მიუხედავად), გამოდის, რომ ცივილიზებული ანტურაჟის შესაქმნელად ჯარიმები, უბრალოდ, ჰაერივით აუცილებელია. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგი ცხენი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქალაქე) მათრახს (ანუ ჯარიმის აუცილებლობას) არ დაირტყამს, იმას გარდა, რომ დედამიწელები მარსზე სეირნობენ, ჩვენ კი იმაზე ვდავობთ, სად დავიჭიროთ ჭიქა. –

скачать dle 11.3