კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფანტაზია „დუმაში“

დემოგრაფიის მტერი – ნიორი

გასულ კვირას კვლავ გაგვაოცეს „დუმელებმა“, კერძოდ, მათ მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ნივრის ჭამა აეკრძალოთ (ვითომ, დასავლური კაპიტალიზმივით ყარს?!).
ეს იდეა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ელ დე პე ერის“ წევრის, ვინმე ივანოვის თავში მომწიფებულა. სახელდობრ, მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ „ნივრის რეალიზაცია აკრძალულია, თუ შენობა არ არის აღჭურვილი შესაბამისი სავენტილაციო სისტემით. ნივრის მიყიდვა დაუშვებელია ფეხმძიმე ქალებისა და მეძუძური დედებისთვის; კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ურთიერთობენ მოსახლეობასთან; სახელმწიფო მოხელეებისთვის; ასევე, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.“
ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ აიკრძალოს ნივრის პირში გლახაობა, დაღეჭვა და დასუნვა კულტურულ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საავადმყოფოებში, მატარებლებსა და თვითფრინავებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლიფტებში, ვაგზლებსა და საბავშვო მოედნებზე, რა თქმა უნდა, სასტუმროებში და სახელმწიფო შენობებში.
ავტორი მიიჩნევს, რომ სწორედ ნივრის აუტანელი სუნის გამო არ იბადება რფ-ში ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ-ათასი ბავშვი (ანუ, რუსეთის მოსახლეობის დეპოპულაციის პირველი მტერი ნიორიაო!), მეტიც, მათივე თქმით, ნივრისსუნიან ადამიანებთან კონტაქტის გამო, რუსეთის ფედერაციის თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9 წლით მცირდება, რუსეთის ეკონომიკა კი მთლიანი შიგაპროდუქტის 6,3 პროცენტს კარგავს.
როგორც აღმოჩნდა, ამგვარი აკრძალვა მთლად „ნოუ-ჰაუც“ არ არის, რადგან, წლების წინათ, მაგალითად, აშშ-ში, თეატრსა და კინოთეატრს ნიორგასინჯული ვერ ეწვეოდი და, ცოლს შეეძლო, ნივრის  მირთმევის ფაქტი ქმრისთვის საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის მიზეზადაც გამოეყენებინა.
როგორც უნდა იყოს, ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ „დუმა“, თუმცა შეგვიძლია, თადარიგი დავიჭიროთ და საოკუპაციო ზოლთან ნივრის პლანტაციები გავაშენოთ – იქნებ ამით მაინც დავაფრთხოთ?!

скачать dle 11.3