კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ლადო ხინჩეგაშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზე და რა თემაზე არ უსაუბრია მას დედასთან

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია FILA-მ, მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის 2014 წლის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კილოგრამ წონით  კატეგორიაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველი სპორტსმენისთვის ეს წარმატება პირველი არაა. მან არაერთხელ ასახელა საქართველო და ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა.

– როგორია ლადო ხინჩეგაშვილი ტატამს მიღმა? რას მოგვიყვები შენ შესახებ?
– ისეთივე ჩვეულებრივი ვარ, როგორც ყველა ადამიანი. დავიბადე ქალაქ გორში, 1991 წლის 28 იანვარს. ვცხოვრობ დასთან და დედასთან ერთად. მამა რომ გარდაიცვალა, 8 წლის ვიყავი. ვარჯიში 1999 წელს დავიწყე. თავიდანვე პერსპექტიული სპორტსმენი ვიყავი. მწვრთნელები დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე და, ვფიქრობ, რომ გავამათლე მათი შეხედულებები. 2006 წლიდან უკვე სერიოზული შედეგები მქონდა და გარკვეულ წარმატებას მივაღწიე. მანამდე, შეიძლება ითქვას, რომ  თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. ვჭიდაობდი ქვეყნის შიგნით, მსოფლიო ასპარეზზე 2007 წლიდან გამოვჩნდი.
– საკმაოდ პატარა იყავი, როდესაც დამწყებ მოჭიდავეთა რიცხვს შეუერთდი. ეს ოჯახის წევრების სურვილი იყო თუ შენი?
– ჩემი არა, თავდაპირველად მამას მეგობრებმა მიმიყვანეს მწვრთნელთან, მერე მეც დამაინტერესა, თან, შევეჩვიე კიდეც. მთელი ცხოვრება რომ ვარჯიშობ, მერე გიჭირს თავის დანებება, თუმცა, მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია. სულ ვვარჯიშობდი და, მინდოდა, მიზნისთვის მიმეღწია. მამაც მოჭიდავე იყო, ამიტომ, ოჯახის წევრებსაც უნდოდათ, მის გზას გავყოლოდი.
– მამაც ისეთივე წარმატებული სპორტსმენი იყო როგორიც შენ?
– მამა, გიორგი ხინჩეგაშვილი,  იყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის; ასევე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო დიდებში. მაგალითად მქონდა ხოლმე მამას წარმატებები, მეც მინდოდა, მას დავმსგავსებოდი.
– რომელ გამარჯვებას გამოყოფ, რომელიც შენს მიზანს მიუახლოვდა და რომლის მისაღწევადაც არ იშურებდი ძალას?
– ეს იყო ოლიმპიური თამაშები, როდესაც მეორე ადგილი დავიკავე – ჯერჯერობით ეს ითვლება ჩემს მიზანთან მიახლოებულად. ოლიმპიურ პრიზიორობამდე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი, მაგრამ, ოლიმპიური თამაშები მაინც სულ სხვაა, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და მეც მაგის შემდეგ უფრო გამიცნეს. ვიდრე ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გავხდებოდი, მანამდე რა შედეგებიც მქონდა, ყველა სასიხარულო იყო, მაგრამ, ცხოვრების საუკეთესო მომენტად, ამ ეტაპზე, მხოლოდ მას გამოვყოფ. სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება.
– ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ გამოაქვეყნა რეიტინგი და შენს წონაში პირველ ადგილზე ხარ, რაც შენთვის სიახლე არ არის – შარშანაც იმავე ადგილს ფლობდი. რა განცდაა, როდესაც საკუთარ სახელსა და გვარს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე ხედავ?
– შარშანაც ვიყავი რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე, უბრალოდ, სხვა წონაში. ახლა 57 კილოგრამი ვარ, მაშინ კი 60 კილოგრამი ვიყავი. ძალიან მაგარი განცდაა, ამან უფრო მეტი სტიმული მომცა. ერთია, საკუთარ ქვეყანაში იყო წარმატებული სპორტსმენი და, მეორე – მსოფლიოს მასშტაბით იკავებდე პირველ ადგილს. ეს არაა მხოლოდ ჩემი წარმატება, ეს ქვეყნის გამარჯვებაც არის და, მიხარია, რომ საქართველოს სახელით დავდე შედეგი მსოფლიო ასპარეზზე.
– სპორტის გარდა, რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ამ ეტაპზე არაფერი. ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ, ყველაზე და ყველაფერზე წინ ჭიდაობას ვაყენებ. კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ამიტომ, ახლა რომ მოვდუნდე და სხვა რამეებზე გადავერთო, არ მინდა. ჯერ მიზანს მივაღწიო და მერე ყველაფერი იქნება (იცინის). ვსწავლობდი, დავამთავრე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. თავიდან ბიზნესსა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ ტურიზმი ავირჩიე.
– შენი პროფესიით არ აპირებ დასაქმებას?
– არა მგონია. იმიტომ ჩავაბარე, რომ საჭიროა განათლება, მხოლოდ სპორტი არაფერია. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ, ამჟამად არ ვფიქრობ. სურვილი მაქვს, ისეთი სპორტსმენი ვიყო, არ მომიწიოს მუშაობა – ვნახოთ, რა და როგორ იქნება. საერთოდ, სწავლა სკოლაშიც არ მიყვარდა, რომელი საგნებიც მაინტერესებდა, იმას ვკითხულობდი ხოლმე. მეექვსე კლასამდე მაძალებდნენ  სახლში, რომ მესწავლა. არაფერი გამოუვიდათ და შემეშვნენ (იცინის).
– მიზნებსა და მისწრაფებებზე საუბრობ, კონკრეტულად რას გულისხმობ?
– მინდა, ის ტიტულები ავიღო, რომლებიც ჯერ არ მომიპოვებია. პირველ ყოვლისა, მინდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი, წელს ცოტა დამაკლდა – მეორე ადგილზე გავედი, სულ ერთი ნაბიჯი იყო მიზნამდე. შედეგი რომ გავაუმჯობესო, ამისთვის ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ. მინდა, ისე მოვიწყო ცხოვრება, როგორც ჩემს ფიქრებშია. ამისთვის ვიბრძვი, ვშრომობ და, იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა.
– თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
– თავისუფალი დრო ჩემთვის ფუფუნებაა (იცინის). თუ ამის შესაძლებლობა მეძლევა, ძირითადად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვარ. წლის განმავლობაში დაახლოებით ცხრა თვე სახლში არ ვარ, შეჯიბრებებსა და შეკრებებზე მიწევს წასვლა, ამიტომ, ყველა მონატრებული მყავს. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ვარ და თავისუფალ დროს გამოვნახავ, მირჩევნია, ოჯახის წევრებთან ვიყო. მართალია, საქართველოში უფრო ხშირად მიწევს გადაადგილება, მაგრამ, სახლში მაინც არ ვარ. შეკრებები   ძირითადად ბორჯომში, ბაკურიანსა და დუშეთიში გვაქვს, რაც, დამეთანხმებით, გორისგან ძალიან შორსაა. ახლაც ორი დღეა, რაც ჩამოვედი – ბაქოში იყო „ოქროს გრანპრის“ ტიტულზე შეჯიბრება. სახლში როდესაც ვარ, ძირითადად ვისვენებ, ვიღვიძებ დაახლოებით 12 საათზე, მიყვარს  ოჯახთან ერთად სადილობა, მსგავს სიტუაციებს მოკლებული ვარ. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტად მიხარია ახალი წელი, რადგან, ერთად ვართ ხოლმე მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები. ეს არის დღე, როდესაც ყველა ბედნიერია და მეც ეს მახარებს. ხანდახან ფეხბურთსაც ვთამაშობ. ვუყურებ ფილმებს, ძალიან მიყვარს ისტორიული ფილმები – ეს არის ჩემი განტვირთვა.
– დედას უნდოდა, რომ მოჭიდავე ყოფილიყავი?
– ალბათ, უნდოდა, არასდროს გვისაუბრია ამ თემაზე. მაგრამ, რომ ხედავდა, ვვარჯიშობდი და სულ სპორტით ვიყავი დაკავებული, წინააღმდეგობას არ მიწევდა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არც არაფერი. სერიოზული ურთიერთობა არ მქონია, ანუ, ისეთი ჯერ არავინ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, თუ იქნება, არავის  დავემალები (იცინის).
– რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდები ხოლმე ტატამზე?
– ჩემს სახეობაში, ანუ, თავისუფალ ჭიდაობაში, ყველაზე ძლიერი გუნდი რუსეთს, ირანსა და აზერბაიჯანს ჰყავთ და ძირითადად მათთან მიწევს ხოლმე შეხვედრა.
– რომელი იყო ბრძოლა, რომელიც, შენი აზრით, უნდა მოგეგო, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო დამარცხდი?
– რამდენიმე შეხვედრა იყო, რომლებიც შემეძლო, რომ მომეგო, მაგრამ, წავაგე. თუნდაც ოლიმპიური, არ უნდა წამეგო.

скачать dle 11.3