კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

ესიამოვნა, შემომღიმა. მეც შემხვედრი ღიმილი არ დავიშურე, წამოვდექი და წასვლა მოვიმიზეზე, რადგან იქ ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა. შეზარხოშებულ კუდიან-რქიან-ეშვებიან საზოგადოებაში გზა ძლივს გავიკვლიე და გასასვლელთან თვალებგაბრწყინებულ ვარვარას გადავეყარე.

– რამე კარგი ამბავია, ვარა?

– მამა ვლადი 2 დღით მოსკოვში არ იქნება! – მომახარა და კვლავ დარბაზში შესვლა დააპირა.

„ოჰო, კარგია! ესე იგი, ეგორი ხელს ვეღარ შემიშლის“, – გავიფიქრე და ვარვარას მკლავზე ხელი წავავლე.

– ვარა, აქედან წავიდეთ, ძალიან უსიამოვნო საღამოა.

– კარგი, ოღონდ ვერას დავემშვიდობები.

– საჭირო არ არის, გაგიგებს! – ვარა, როგორც იქნა, ბარიდან გამოვიყვანე და, როცა მანქანაში ჩავჯექით, მკითხა:

– ახლა საით?

– ცოტა ხანს ვისეირნოთ, – ვუთხარი უფრო იმისთვის, რომ ჩემს ბინასთან ახლოს მიმეყვანა და ჩემთან ასვლა შემეთავაზებინა. გუმანით ვხვდებოდი, რომ ისიც სწორედ ამისთვის ემზადებოდა. ასეც მოხდა. ცოტა ხანში შევაპარე, აქეთ ვცხოვრობ, ჩემთან ხომ არ ავსულიყავით-მეთქი. გაეღიმა – როგორც გინდაო.

დიდ სუპერმარკეტთან შევაჩერე.

– არ გადმოხვალ? – ვკითხე.

– რატომ?

– კერძების არჩევაში მომეხმარე, მე ხომ არ ვიცი, რა გიყვარს.

დამთანხმდა და სუპერმარკეტში შემომყვა. გამყიდველს ვარვარას არჩეული ორნაირი სალათა და ბოსტნეულის ბულიონში მოხარშული ორაგული შევაფუთინე, მე კი ავსტრიულ ძეხვეულს მივანიჭე უპირატესობა; გამზადებულ პიცა-პაპირონეს მუყაოს ყუთსაც წამოვავლე ხელი. ვარვარამ ტკბილეულისკენ არც კი გამახედა, ისე გამომიყვანა მაღაზიიდან.

40 წუთში უკვე მაგიდას ვუსხედით, რომელზეც, არყის გარდა, ჩაცივებული „ქინძმარაულის“ დაორთქლილი ბოთლიც მედო.

– ქართული ღვინო?! – გაუკვირდა. – დიდი ხანია, აღარ დამილევია.

ცოტა შევიშმუშნე და ინგლისური აქცენტის მომარჯვებით ფრანგული ღვინოების ქება დავიწყე. თუმცა, სახელგანთქმულ ბურგუნდიულ ღვინოსაც კი ჩვენებური „ციცქა“ მერჩივნა... მაინც გააგრძელა.

– ქართული ღვინო საიდან გაქვს? დიდი ხანია, დახლებზე აღარ შემიმჩნევია.

– „ღვინის სახლში“ შემთხვევით მომხვდა თვალში და შევიძინე, – სხვათა შორის ჩავილაპარაკე და ცოტა ხანში, გულუბრყვილო გამომეტყველებით ვიკითხე:

– რატომ აღარ შემოაქვთ რუსეთში ქართული სასმელი?

– ალბათ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, – მხრები აიჩეჩა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. მოკლედ, ცოტა ხანში ვარვარა ანტონოვნას თმაში ხელი შევუცურე და მის გამობურცულ სქელ ტუჩებს „გემო გავუსინჯე“. მთლიანად მომენდო, დამყვა და მეც „არ ვაწყენინე“... მხურვალე მიჯნურივით ვეალერსებოდი, თუმცა – ოდნავი ძალდატანებითაც... მწერლისთვისაც ძნელია შეკვეთილი რომანის დაწერა. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ სასაყვედურო არაფერი ჰქონდა. შევეცადე, დამევიწყებინა, რომ იმ ქალს ვკოცნიდი, რომელიც სრულებითაც არ მიზიდავდა... ალბათ, ასეთი ღამეები კიდევ ბევრი მექნებოდა და ამიტომ, თავს პირობა მივეცი, რომ ამ ავანტიურული თავგადასავლის პერიოდში, ცხოვრებას რაც შეიძლება, მეტ სასიამოვნო წამს გამოვრჩენოდი. ასე გადავიქეცი ერთგვარ ჟიგოლოდ. ეჰ, ვარვარა ანტონოვნას მაგივრად, ნასტია კოვალენკო რომ ყოფილიყო...

გვიან ღამემდე არ გვიძინია და დილით რულმოკიდებულს შუადღემდე ფეხი არ გამინძრევია. როცა თვალი გავახილე, ჩემ წინ კედელზე ჩამოკიდებული საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა. სამზარეულოდან კოლუმბიური ყავის არომატი გამოდიოდა.

დილის ცივმა შხაპმა ფორმაში ჩამაყენა და ვარვარას ვთხოვე, ჩემთან ეგორის ჩამოსვლამდე დარჩენილიყო. ეს ჩემს საქმეს უფრო წაადგებოდა და შევეცადე, უფრო მეტი გამეგო იმ საიდუმლოს შესახებ, რომელსაც ვარვარა ასეთი თავგამოდებით მალავდა. საიდან არ ვუარე, საიდან არ მივუდექი, მაგრამ სიტყვა ვერ დავაცდენინე. ასე გადავაგორე ორი მოსაწყენი დღე. ვარას კაბანის დაბრუნებისთვის არ დაუცდია, მეორე საღამოს მხურვალე კოცნით გამომემშვიდობა და საგანგებოდ გამოძახებული ტაქსით წავიდა.

***

პარასკევს, დათქმულ დროს, ყოფილი სინაგოგის შენობას მივადექი და ალექსეი ვიკითხე. ვარვარას სახელი ვახსენე თუ არა, შუახნის მამაკაცმა მაშინვე თვალით მანიშნა, შევსულიყავი.

დარბაზი, აქეთ-იქით ჩამწკრივებული მერხებით, ორად იყო გაყოფილი, შუა გამყოფ ზოლზე განიერი, გრძელი ხალიჩა დაეფინათ, რომელიც ამაღლებულ ადგილთან მთავრდებოდა, სადაც მიკროფონი და მის უკან ჩამწკრივებული სკამები იდგა. დარბაზი თითქმის შევსებული იყო. მე, რა თქმა უნდა, უკანა რიგში დავიკავე ადგილი და სიტუაციის შესწავლას შევუდექი. ამაღლებულ ადგილზე მდგომი სკამები ნაწილობრივ შევსებული იყო. მივხვდი, ეს ადგილები რიმსკის ელიტ-ჯგუფს, ანუ წითელკარველებს, ეკუთვნოდა. იქვე, დარბაზში თეთრთმიანი მამაკაცი მიმოდიოდა და რაღაც გრძელ ჩხირებს ასანთის ღერით უკიდებდა. ჯერ სანთლები მეგონა, მაგრამ, როცა დავაკვირდი, ტაილანდურ, არომატულ ჯოხებს ჰგავდა, რომელთაც ბოლი ასდიოდა და დარბაზში რაღაც უცნაური, ეგზოტიკური სურნელი დატრიალდა. ალბათ, ესეც რაიმე რიტუალის ნაწილი, ერთგვარი არომაგიაა-მეთქი, – გავიფიქრე და, როცა დარბაზისკენ შემობრუნდა, თეთრთავაში რომა აკოინიკოვი ამოვიცანი.

ზუსტად 7-ის 10 წუთზე დარბაზის გვერდითა კარი გაიღო და თეთრ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი „სახალხო მკურნალი“ შემოვიდა, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოდგომითა და ტაშით შეეგება. მას უკან კაბანი, ანუ ეგორ კაზაკოვი მოჰყვებოდა. როცა ორატორი მიკროფონს გაუსწორდა, ეგორი მის გვერდით, ოდნავ უკან დადგა და დარბაზის თვალიერებას მოჰყვა.

ბოლოს, ვლად რიმსკიმ მიკროფონი მოიმარჯვა და ქადაგება დაიწყო:

– „მოგესალმებით, შვილებო, თანამოაზრენო!.. ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი დიდება და სიხარული“, – ასე მიმართავდა პავლე მოციქული თავის მოწაფეებს და ასე მოგმართავთ მე თქვენ. თქვენ უკვე იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, ჩემი რჩეულნი... და ამიტომ თქვენზე ვამყარებ და ვაგებ „სახალხო ტაძარს“. უქადაგეთ ხალხს, გაუნათეთ გონება, მოიყვანეთ ჩვენს „სახალხო ტაძარში“; მომყევით მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, მოთმინებაში!.. იქადაგეთ ჩემი სიტყვა ყველგან, ყოველთვის, დროულად, უდროოდ, გულითადად და დაუღლელად! ამხილეთ, შერისხეთ და შეაგონეთ!

პირდაღებული მივჩერებოდი სახეაღგზნებულ ადამიანებს, რომლებიც დიდი გულისყურით უსმენდნენ თავიანთ „სულიერ მოძღვარს“ და ყოველი მისი ფრაზის მერე იმეორებდნენ – „ამინ!“ სურვილი მქონდა, ფუი, ეშმაკს-მეთქი, ჩამელაპარაკებინა და პირჯვარი გამომესახა, მაგრამ თავს ვიკავებდი. გულში შფოთი მიტრიალებდა, თავში – სახარებისეული სიტყვები: „ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს“.

ცრუმეტყველი კვლავ განაგრძობდა:

– მე თქვენი მორჩილების საძირკველზე ვაშენებ „სახალხო ტაძარს“ და ჩემ მიერ დაშენებული ტაძარი არასდროს დაიქცევა... თუ ვინმე დააზიანებს მას, ღმერთი იმასვე მიუზღავს ურწმუნოს! გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსს და მისი სახელი ამოიშლება ჩვენი სიცოცხლის წიგნიდან!“

ბრაზს კბილებით ვიკავებდი: აი, თურმე რატომ აცვია თეთრი ტანსაცმელი! ვუსმენდი, როგორ მოხერხებულად აგებდა ეს ცრუმოძღვარი თავის სიტყვას სახარებაზე და როგორ „ამყნობდა“ ამ სულელურ, რელიგიურ-სოციალისტურ მოძღვრებას წმიდა წერილებზე. ერთ საათს მაინც მოძღვრა იქ შეკრებილი ბრიყვები. მოუწოდა, რომ გამოერჩიათ ყველაზე აქტიური და ერთგული წევრები, შეედგინათ სიები, რათა ისინი სამუდამოდ ჩაესახლებინათ აღთქმულ ქალაქში, რომელსაც უკვე ერქვა „რიმგოროდი“... და ეს ქალაქი უნდა გამხდარიყო რჩეულთა სანეტარო სამყოფელი და დედამიწაზე სიმშვიდის ოაზისი. საბოლოოდ, ორატორმა დარბაზს მოუწოდა, გაემეორებინათ მის მიერ ნათქვამი ფრაზები და დარბაზი რიტმულად სკანდირებდა „სულიერი მოძღვრის“ სიტყვებს. ამასთან, ყოველ მის მოძრაობას, რომელიც ამ ფრაზებს მოჰყვებოდა და რომელიც სრულ უაზრობად მეჩვენებოდა, ბომბებივით იმეორებდნენ. არც მიფიქრია, ჩამეტარებინა ეს ჩემთვის შლეგური რიტუალური როკვა – ხელების მაღლა აპყრობა, ტანის რხევა, თავის მაღლა აწევა, თითქოს ცას უყურებდი... გახევებული ვიდექი და გაოგნებული მივჩერებოდი ტრანსში ჩავარდნილ ადამიანებს. თუმცა, საბედისწერო შეცდომა დავუშვი, რადგან ამით რომა აკოინიკოვს საშუალება მივეცი, შევემჩნიე. როცა ეს გიჟური ექსტაზი ჩაცხრა და ვლად რიმსკიმ გამოსვლა-ქადაგება დაასრულა, თეთრთავა რომა აკოინიკოვი მიუახლოვდა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ჩემკენ გამოიხედა. წამით გადავწყვიტე, დარბაზი სწრაფად დამეტოვებინა, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ ამით ეჭვებს უფრო გავაძლიერებდი და ამიტომ მოთმინებით ვუცდიდი, რიმსკის თანხმობის გამომხატველი თავის დაქნევის შემდეგ, როდის მომიახლოვდებოდა მისი ძაღლივით ერთგული წითელკარველი.

– თქვენ აქ როგორ შემოხვედით?! – ბრაზით მომაჩერდა, – როგორც მახსოვს, მე თქვენთვის საშვი არ მომიცია.

– დიახ, მაგრამ, ხომ იცით, როცა სურვილი ძლიერია, თაგვის სოროში გაძვრები, რათა მოძღვრის სიტყვა მოისმინო, – მივუგე თავაზიანი ღიმილით, მაგრამ ამ ფრაზამ მასზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა და კვლავ რისხვით გამოსცრა:

– თუ მოძღვრის სიტყვა გინდათ მოისმინოთ, მაშინ შაბათობით სპორტდარბაზში უნდა მობრძანდეთ! აქ შემოსვლა ყველასთვის ნებადართული არ არის!

– დიახ, რა თქმა უნდა. იქაც ვიყავი... მაგრამ განა მოძღვარი თავისი სიტყვის მოსმენას ვინმეს სადმე დაამადლის?!

აკოინიკოვმა ჩემთან დიალოგის გაგრძელება უაზრობად ჩათვალა და მიბრძანა:

– თუ შეიძლება, მიბრძანდით!

დარბაზი ნაწილობრივ დაიცალა, მაგრამ ერთი მოზრდილი ჯგუფი გასასვლელის მაგივრად, რიმსკისთან ახლოს შექუჩდა. როგორც მივხვდი, ესენი „განკურნების სეანსის“ ჩატარებას მოითხოვდნენ. რიგრიგობით! რიგრიგობით! – ეშვებს აჩენდა კაბანი და „მოძღვართან“ მიკარების საშუალებას არავის აძლევდა.

რომა თვალს არ მაშორებდა, თუმცა გასვლას არ ვჩქარობდი და უკან-უკან ვიყურებოდი. გადაწყვიტა, დარბაზიდან პირადად „გავეცილებინე“ და კვლავ მომიახლოვდა. ვიცოდი, მისი სათაყვანებელი წინამძღოლისკენ რომ გამეწია, მაშინვე წინ აღმიდგებოდა, ამიტომ ეშმაკობას მივმართე, რისხვა გადავყლაპე და დიდი ხნის ნაცნობივით სახელი დავუძახე:

– რომა, რა უნდა ამ ხალხს? – მივანიშნე რიგში ჩამდგარ ადამიანებზე.

არ ვიცი, რამ მოალბო აკოინიკოვი – იმან, რომ სახელით მივმართე თუ იმან, რომ ძალიან გულუბრყვილო გამომეტყველება ავიწებე სახეზე, რადგან პასუხი გამცა:

– მამა ვლადს განკურნებას სთხოვენ.

– როგორ, მოძღვარს ესეც შეუძლია?! თუ ასეა, იქნებ მეც მიშველოს რამე... გული მაწუხებს, ერთი წლის წინ ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ უშედეგოდ.

– ჰოო?! – იჭვნეულად შემომხედა.

მეც პერანგის ღილი შევიხსენი და მის დასარწმუნებლად საყელოს კიდე ბოლომდე გადავიწიე, თანაც, გულში გავიფიქრე, სად გამომადგა ჩემი ძმის ქორწილში, ჩხუბის დროს მოყენებული ჭრილობა-მეთქი.

თუმცა, ეს ქცევა სარისკოც იყო, რადგან რომა აკოინიკოვი ოდნავ მაინც რომ გარკვეული ყოფილიყო მედიცინაში, მაშინვე მიხვდებოდა, რომ გულის ოპერირების დროს ქირურგი სხვაგან, უფრო გვერდით გაუსვამდა სკალპელს... მაგრამ გადავრჩი. რომამ, თუმცა ირწმუნა ჩემი ოპერაციისა, მაგრამ ეს „პესეცისფერი” ეშმაკი შეუვალი აღმოჩნდა.

– კარგი, ვნახოთ! – უფრო იმიტომ შემპირდა, რომ იქაურობას მალე გავეშორებინე, თანაც, თავხედურად, თითით მანიშნა გასასვლელისკენ. სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, რომას იმ საჩვენებელ თითს მოვამტვრევდი, რომელიც წამის წინ გაბზიკა კარისკენ, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ნამდვილი სისულელე იქნებოდა. ამიტომაც, ცხვარივით დავმორჩილდი და მითითებული ადგილისკენ გავემართე, თუმცა ბრაზისგან ფრჩხილები ხელისგულებში მთელი ძალით ჩავიჭირე.

***

ძველი სინაგოგის შენობიდან გაწბილებული გამოვედი. განსაკუთრებით, რომა აკოინიკოვთან საუბარმა მომიწამლა გუნება. ამიტომ, როცა მანქანაში ჩავჯექი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ნასტია კოვალენკოს ნომერი ავკრიფე. მალე მისი ბავშვივით წკრიალა ხმა შემომესმა:

– გისმენ, ალექსანდრ!

– უნდა გნახო, ნასტენკა!

– სამსახურიდან ახლა გამოვდივარ. 20 წუთში სასტუმრო „უკრაინასთან“ ვიქნები...

– სანაპიროს მხრიდან უნდა მოვიდე? – დავაკონკრეტე მისამართი და ეჭვმა კიდევ ერთხელ გამისერა გონება, მაინც რატომ სამსახურთან არ დამითქვა ნასტიამ შეხვედრა-მეთქი.

– კუტუზოვის ქუჩაზე ვიდგები და იქ დაგელოდები, – იყო პასუხი.

ბედად, საცობს ავცდი... 10 წუთში უკვე პიროგოვსკაიას ქუჩაზე ვიყავი და კიდევ 10 წუთი დამჭირდა ხიდამდე. ნასტია, მართლაც, სასტუმროსგან მოშორებით იდგა და დიდი პოლიეთილენის პაკეტით ხელში, მე მელოდა. ჩაჯდა თუ არა, პაკეტი უკანა სავარძელზე დადო და მკითხა:

– აბა, როგორ არის საქმე?

– ცუდად! – მივუგე და ვკითხე: – საით?

– რა თქმა უნდა, სახლისკენ – დოსტოევსკის ქუჩაზე.

– საიდან ჯობია.

– სადოვაიადან ტვერსკაიაზე უნდა გავიდეთ... დანარჩენს მერე გეტყვი.

მანქანა ადგილიდან დავძარი და მითითებული ქუჩებისკენ დაახლოებით 60 კილომეტრი სიჩქარით გავემართე, რადგან არ მინდოდა, ნასტიასთან მალე დაშორება.

– იცი, ნასტია, ასე მგონია, რომ ადრე მე და შენ სადღაც შევხვედრივართ... პირველად რომ დაგინახე, მაშინვე ვიფიქრე, ეს სახე სადღაც მინახავს-მეთქი.

ნასტიამ დაკვირვებით შემომხედა.

– შეუძლებელია. ოდესმე რომ მენახე, აუცილებლად დაგიმახსოვრებდი.

– მართლა?

– ჰო.

– ესე იგი, ფოტოგრაფიული მეხსიერება გქონია.

– არც მთლად ასეა საქმე... მაგრამ შენ განსაკუთრებული გარეგნობა გაქვს.

– როგორ?

– არ ვიცი, არასტანდარტული.

– ასე რომ ამბობ, მგონია, რომ საერთოდ არ მოგწონვარ, – თავი მაინც ვერ შევიკავე მსუბუქი ფლირტისგან... მაგრამ ამჯერად ცივი „არ შეიძლებას“ ნაცვლად, ნასტიამ სულ სხვა რამ მითხრა:

– ძალიან სიმპათიური ხარ!

– კარგია, ასე თუ ფიქრობ.

– აჯობებს, საქმეზე გადავიდეთ, – მაინც გაურია ოდნავი სიმკაცრე ხმაში.

იმდღევანდელი შეკრების დეტალები მოვუყევი. ნასტია ჩუმად იჯდა და ფიქრობდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ სხვათა შორის ჩაილაპარაკა:

– ჯობდა, ვარვარასგან შორს დაგეჭირა თავი... და სხვა მხრიდან მივდგომოდით...

– გვიანია, ნასტია. თანაც, თუ რიმსკი-კაზაკოვის ურთიერთობის საიდუმლო გვინდა ამოვხსნათ, ეს ერთადერთი გზაა, თანაც – უმოკლესი.

– გვიანია?! – ოდნავ შეცბა, – ნუთუ ვარვარასთან...

– ვარვარა ანტონოვნას შევპირდი, რომ ეგორ კაზაკოვს ჩამოვაშორებ, –  შევაწყვეტინე სიტყვა, რადგან არ მინდოდა, თემა გაევრცო.

– ამას როგორ მოახერხებ?

– ჯერ არ ვიცი.

– მგონი, ძალიან რისკავ! – ნასტიას შეწუხებული სახე გაუხდა, – კაბანი არ დაგინდობს!

– ნუ ღელავ, ფრთხილად ვიქნები. სხვა გზა არ არის, თუ ვარვარა კვლავ „წითელი კარვის“ წევრი გახდება, რიმსკისთან მისასვლელი გზა გამეხსნება.

– მიხაილი ხვალ საღამოს მიემგზავრება. უნდა მოვილაპარაკოთ, სად შეგხვდები ხოლმე... შენთან სახლში რომ ამოვიდე, იქნებ ვარვარას გადავეყარო, – ირონიით და ორაზროვნად ასწია ცალი წარბი ნასტიამ და სწრაფად დაამატა: – შენ კი ეს არ გაწყობს!

– მე – არა... საქმეს არ აწყობს.

– ეს ამჯერად ერთი და იგივეა.

ლესნაიას ქუჩისკენ გადავუხვიე და უკმაყოფილოდ გადავულაპარაკე:

– მოკლედ, ნასტია, თუ რამე მოხდა, დაგირეკავ და სასტუმრო „უკრაინასთან“ შევხვდებით... რადგან რატომღაც, არ გინდა, რომ სამსახურში მოგაკითხო.

– როგორც გინდა, – დამთანხმდა უხალისოდ. მე მისი უგუნებობის მიზეზს ჩავწვდი და შევაპარე:

– ნასტია, შინ გელოდება ვინმე?

– მშობლები.

– ესე იგი, გათხოვილი არ ხარ...

– ვიყავი... ერთხელ!

– წარუმატებელი არჩევანი გაგიკეთებია.

– შეიძლება, ასეც ითქვას, – ნასტიამ ამოიოხრა და თემა დახურა: – ახლა ამაზე საუბარი არ მსურს!

– ჰო, რა თქმა უნდა... მე ხომ, უბრალოდ, საქმიანი პარტნიორი ვარ და მეტი არაფერი.

ნასტიას გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. საკუთარ თავს ვამჩნევდი, რომ ეს ქალი ძალიან მიზიდავდა, მომწონდა და მასთან მშრალი საუბარიც კი, რომელსაც ვერც ერთხელ ვერ ავცდი – მსიამოვნებდა.

ნასტიამ რვასართულიან კორპუსთან გამაჩერებინა მანქანა და გადასვლისას მითხრა:

– მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინე, ალექსანდრ, იცოდე, საშიში თამაში წამოიწყე.

– ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ არის. ზრუნვისთვის გმადლობ!

ცოტა ხანს კიდევ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მსუბუქად მიაბიჯებდა ნასტია კოვალენკო. ის-ის იყო, გასაღებს მოვკიდე ხელი, რომ ის პაკეტი გამახსენდა, ნასტიამ რომ უკანა სავარძელზე დადო. მანქანიდან გადავედი, პოლიეთილენის პარკი ავიღე და ნასტიას ჩქარი ნაბიჯით უკან გავყევი. წამოვეწიე, ხმადაბლა დავუძახე. შეჩერდა, მოტრიალდა და, როცა თავისი პარკით ხელში დამინახა, გაეღიმა. ეს სულ გადამავიწყდაო, მითხრა და სადარბაზოში გაუჩინარდა. უკან გამოვბრუნდი. ტრასაზე, ჩემი „ნისანის“ უკან, დაახლოებით 20 მეტრში „მერსედესის“ მარკის „ჯიპი” იდგა. რატომღაც მძღოლს დავაკვირდი, მაგრამ განათების ბოძისგან მოშორებით მდგომ მანქანაში მძღოლის სახე ვერ გავარჩიე. თუმცა, როცა მანქანა ადგილიდან დავძარი, „მერსედესმაც“ მე „მომბაძა“. ეჭვი გამიძლიერდა და სიჩქარეს მოვუმატე... ისიც არ ჩამომრჩა. კვლავ ლესნაიაზე გავედი და ბუტირსკაიაზე შევუხვიე. აშკარა იყო, „მერსედესის“ „ჯიპი“ მე მომყვებოდა. გავიფიქრე, რომ საჭირო იყო შემეტყო, რა უნდოდა ჩემგან უცხო მდევარს; ამიტომ მანქანა მარჯვენა მხარეს, ტროტუართან მივაყენე და დაველოდე, რას მოიმოქმედებდა „მერსედესის“ მძღოლი. მიხვდა, რომ შევამჩნიე, არ შეჩერებულა, ისე ჩამიარა გვერდით... და მომეჩვენა... არა, მომეჩვენა კი არა, აშკარად გავარჩიე კაბანის წინ წამოწეული შუბლი და სახესთან მიჭყლეტილი ცხვირი... დაველოდე, სანამ თვალს მიეფარებოდა და მიხაილს დავურეკე – სად ხარ, აუცილებლად უნდა გნახო-მეთქი. მან კამენსკის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში დამითქვა შეხვედრა. საღამოს 9 საათი იქნებოდა. მოსკოვის გადატვირთულ ქუჩებში სიარული ჭირდა, ამიტომ 1 საათი დამჭირდა იქ მისასვლელად. მიხაილი მარტო იყო. რა მოხდაო, – კარი გააღო თუ არა, მკითხა... ალბათ, ჩემს სახეზე ამოიკითხა, რომ სერიოზულად იყო საქმე.

– მიხაილ, იარაღი მჭირდება.

– შემოდი! – შემიძღვა საკმაოდ მყუდრო და გემოვნებით მორთულ მისაღებ ოთახში. სავარძელზე მიმითითა, მეც ჩამოვჯექი. თვითონ გავიდა და ცოტა ხანში რამდენიმე თეფშითა და კონიაკის ბოთლით ხელში დაბრუნდა.

– ასე სერიოზულად არის საქმე? – მკითხა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მუცელგაბერილი ჭიქები ოქროსფერი სასმლით ლამის სანახევროდ შეავსო.

– ვფიქრობ, რომ ასეა.

– რატომ?

– ახლახან ნასტია მივიყვანე სახლში და შევამჩნიე, კაბანი მითვალთვალებს.

მიხაილს შუბლი შეეჭმუხნა.

– არა მგონია, ეს იმის გამო იყოს, რომ შეკრებას დღეს საშვის გარეშე ვესწრებოდი, – გავაგრძელე მე და კონიაკი მოვსვი.

– ეს არც მე მგონია. საქმე ქალს უნდა ეხებოდეს.

– მოკლედ, ამ საქმეში, თავს მოვიჭრი და, იმ თეთრთავა რომა აკოინიკოვის ხელი ურევია.

– ასე რატომ ფიქრობ?

– კაბანის მოცილება უნდათ და ცდილობენ, შარში გააბან. ვფიქრობ, რომა აკოინიკოვმა ვლად რიმსკიც ჩააყენა საქმის კურსში.

 – ჰო... ცხადია, ნარის გლეჯა სხვისი ხელით ურჩევნიათ.

– საქმის ვითარება ასეთი უნდა იყოს: მე და ვარვარა ერთად მივდივართ რომასთან; მერე მე ის კრებაზე აღმომაჩენს საშვის გარეშე... ბუნებრივია, იცის, რომ მეკარე ალექსეი მხოლოდ ვარას ხათრით შემიშვებდა. ის აკეთებს დასკვნას, რომ ჩემსა და ვარვარა ანტონოვნას შორის რაღაც ხდება და კაბანს ყველაფერს უყვება. კაბანი კი ტვინს იჭყლეტს და ფიქრობს, რომელი ნათესავი ჰყავს მის საყვარელს ლონდონში... ვერ იხსენებს და დაასკვნის, რომ მე ვარას ახალგამომტყვრალი კავალერი ვარ... ამიტომ, გაბოროტებული მითვალთვალებს, რომ იქნებ მის საყვარელთან ერთად წამასწროს და... შარიც იქვეა!

– ლოგიკურია, – თავს მიქნევს მიხაილ კირსანოვი და საყვარელ სასმელს ერთი დიდი ყლუპით აქრობს ჭიქიდან – ახლა რას აპირებ?

– ახლა, მიხაილ, მართალია, ძალას, ამასთან – ჭკუასაც არ ვუჩივი და არც მშიშარა ვარ, მაგრამ შეიარაღებულ ეგორ კაზაკოვთან შიშველი ხელებით დაპირისპირება, ნამდვილი სასიკვდილო ტრიუკი იქნებოდა.

– ამაშიც მართალი ხარ, – მიხაილი დგება და თვალით მანიშნებს, გავყვე. ოთახის კარს აღებს და კაბინეტში შედის... თაროზე უამრავი წიგნი აწყვია.

– ოჰო! ეტყობა, კითხვა გიყვარს, მიხაილ, – ვათვალიერებ სხვადასხვა ფერისა და ზომის წიგნებს.

– ცოლი არ მაწუხებს და შვილი... დრო რაღაცით ხომ უნდა მოვკლა? – ჩემი მასპინძელი ერთ-ერთი თაროდან წითელყდიან მოზრდილ წიგნს იღებს, რომელსაც ოქროსფერი რუსული წარწერა აქვს: „საბჭოთა კავშირის ისტორია“.

მიხაილი წიგნს შლის და მე გაკვირვებული დავცქერი ამოჭრილ ფურცლებს შორის მოთავსებულ პისტოლეტს.

– ეს რა არის?! – ალბათ, სახეზე იმედგაცრუება მეხატება, რადგან მიხაილი წიგნს მაშინვე ხურავს და უკან, თაროზე დებს, – ტრავმატულ იარაღს მთავაზობ?! სანამ დამცველს მოვხსნი და ამ მასხარების „მაშინობელას“ სასროლ მზადყოფნაში მოვიყვან, 10-ჯერ მაინც მომაყენებენ დანით სასიკვდილო ჭრილობებს.

– კარგი, დამშვიდდი, – უბრალოდ, წიგნი შემეშალა, – ახლა ყავისფერყდიანი წიგნი გამოიღო და შუაში გადაშალა.

„გლოკი“?! – ეს სწორედ ის არის, რაც მინდა, – სახეზე კმაყოფილება გადამეფინა. 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3