კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაკეტე სახლი!

დაკეტე სახლი!

საუბარი კარზე გვექნება. დიახ, ჩვეულებრივ კარზე, რომელიც ყველა სახლს აქვს და ოდესღაც არაჩვეულებრივი იყო. ოდესღაც მის მოვალეობას ლოდის ნატეხი ასრულებდა, ან – ჭილოფი. ყველაზე ძველმა კარმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

დასავლეთ ევროპაში ყველაზე ძველ კარად მიჩნეულია მილანის სენტამბროჯიოს ბაზილიკის კარი, რომელიც მეოთხე საუკუნით თარიღდება. დაახლოებით 1750 წელს მისი რესტავრაცია მოხდა.

მსოფლიოს ყველა კარი ერთმანეთს ჰგავდა: ზღურბლი, ჩარჩო დიდი, ხის ფიცარი და მექანიზმი, რომელსაც ის მოძრაობაში მოჰყავდა. სამაგიეროდ, ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ზომებით. ყველაზე ლამაზ კარს იტალიაში, მეთვრამეტე საუკუნეში ამზადებდნენ ბაროკოს სტილში და მასზე ოსტატები რამდენიმე თვის განმავლობაში, ზოგჯერ კი მთელი წელიც კი მუშაობდნენ. ნაპოლეონის დროინდელ საფრანგეთში უპირატესობა ეგვიპტურ სტილს მიანიჭეს. თითქმის ყველა კარი, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუში იყო. ნელ-ნელა მოდაში შემოვიდა და დამკვიდრდა „როკოკოს“ სტილი. კარს გობელენებით, ორიგინალური ნახატებითა და დახვეწილი ფიგურებით რთავდნენ. ძალიან საინტერესოა ინდოეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი. 

მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა კარი შედარებით სადა. თუმცა, მდიდარი ადამიანები დღესაც ცდილობენ, მათ სახლის კარს ეტყობოდეს, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება მის მიღმა მცხოვრები... 

 

სისუფთავის სახელით

პირველი საპონი იმიტომ გაჩნდა, რომ სამოსი გაერეცხათ. შუა საუკუნეების ევროპაში ტანის დაბანა ცოდვად ითვლებოდა. ამბობდნენ, წყალი ორგანიზმს ასუსტებს და ჯანმრთელობას ვნებსო. მხოლოდ აღმოსავლეთმოვლილმა ჯვაროსნებმა დაამკვიდრეს ევროპაში საჭირო აბანოების ტრადიცია, რომლებიც ხალხში ჩვეულებრივ ბორდელებად აღიქმებოდა. ეკლესიამ კი 1545 წელს საერთოდ აკრძალა ისინი.

ძველი შუმერისა და ბაბილონის გათხრებისას აღმოჩენილ იქნა საპნის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2800 წლით თარიღდება. მოგვიანებით იპოვეს თიხის ფირფიტა, რომელზეც საპნის დამზადების რეცეპტი იყო ამოტვიფრული. დადგინდა, რომ მესოპოტამიაში მას ცხოველის ცხიმისგან და ნაცრისგან ამზადებდნენ. კიდევ 700 წლის შემდეგ საპნის საკუთარი რეცეპტი პაპირუსზე დაწერეს ძველმა ეგვიპტელებმა. ისინი ცხოველის ცხიმს, ზეითუნის ზეთსა და მინერალურ მარილებს ურევდნენ ერთმანეთში. მაგრამ ეგვიპტეში საპონი ქსოვილების გასარეცხად სჭირდებოდათ, ხელების გასასუფთავებლად კი ეგვიპტელები თიხას იყენებდნენ – ჯერ ხელებზე იგლესდნენ, მერე ჩამოიბანდნენ.

რომაელებს საპნის საკუთარი რეცეპტი ჰქონდათ. სწორედ მათ შემოიღეს ტანის დაბანის წესი და გახსნეს აბანოები საფოს მთასთან. სწორედ აქედან მოდის სახელწოდება „საპონი” (იტალიურად – „საპონე”) რომაელები მას, უბრალოდ, „საპოს” ეძახდნენ. არსებობს ვერსია, რომ რომაელებმა საპნის რეცეპტი ფინიკიელებს მოჰპარეს. აბანოები კი გახსნეს, მაგრამ ამ მოვლენიდან მხოლოდ 90 წლის შემდეგ აღწერა რომაელმა ექიმმა გალენმა საპნის დადებითი თვისებები და ამის შემდეგ საპონი საკმაოდ გაძვირდა. 

პომპეის – ყველაზე სუფთა ქალაქის დაღუპვის შემდეგ დაიღუპა რომის იმპერიაც და ამის შემდეგ ევროპამ დაივიწყა, რა იყო საპონი. თუმცა ბიზანტიაში საპნის დამზადების ტექნოლოგია ხელოვნების დონეზე აიყვანეს, მაგრამ, ევროპას და სამყაროს დანარჩენ მოსახლეობას კიდევ დიდი დრო დასჭირდა, სანამ ჰიგიენასა და საპონს ხელახლა შეეჩვეოდა.

გვერდი მოამზადა

ელენე წულუკიძემ

скачать dle 11.3