კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აღმოაჩინა ზუკა ხუციშვილმა, რომ ჭურჭელი თავისით არ ირეცხებოდა, რა მოუტანა მას ამერიკაში ცხოვრებამ და თქვა თუ არა უარი სიმღერაზე

ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მომღერალი ზუკა ხუციშვილი დაახლოებით ნახევარი წელია, რაც ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც სასწავლებლად იყო წასული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო თავისი სპეციალობით. ამჯერად ის უფრო კარიერაზეა ორიენტირებული და, მიაჩნია, რომ გამოცდილებისა და წინსვლისთვის, მუსიკის გარდა, სხვა გზის გავლაც საჭიროა. მაგრამ, მუსიკას მის ცხოვრებაში მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და, გადაწყვეტილი აქვს, ამ სფეროში რამე ახალი და ხარისხიანი გააკეთოს, თუმცა, როდის – ეს კონკრეტულად ჯერ არ გადაუწყვეტია.

 

– ახლახან დაბრუნდი საქართველოში. დასასვენებლად იყავი?

– დიახ, ერთი კვირა ვიყავი საბერძნეთში, მეგობრები ვაპირებდით წასვლას, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმემ ვერ მოახერხა წამოსვლა და ბოლოს მე და ჩემი ერთი მეგობარი გავემგზავრეთ როდოსზე. მანამდე ორივე ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, რომ იტყვიან, „გადამწვრები“ ვიყავით და იქ ძალიან კარგად დავისვენეთ. 

– საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობ. რამდენი ხანია, რაც სახელმწიფო სამსახურში ხარ?

– ზამთარში ჩამოვედი საქართველოში. დაახლოებით ნახევარი წელია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროტოკოლის დეპარტამენტში ვმუშაობ, დელეგაციების დახვედრა და გაცილება მევალება. როცა დელეგაცია საქართველოში ჩამოდის, ჩვენი მოვალეობაა, ყველაფერი კარგად დაგეგმილი დავახვედროთ. ამ პროცესში ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი.

– ეს ნიშნავს, რომ მუსიკაზე უარი თქვი?

– მუსიკაზე უარის თქმა უკვე დიდი ხანია, გამომივიდა. ჯერ გარდატეხის პერიოდი მქონდა, შემდეგ სწავლა დავიწყე და ცოტა ხნით აქედან წავედი. სურვილი, რომ მუსიკას ჩამოვშორებოდი, ნამდვილად არ მქონია, უბრალოდ, ფიზიკურად ასე გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ ბევრი საქმე მაქვს, ძალიან მინდა, ამ მხრივ რაღაც გავაკეთო. მუსიკისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ, თუმცა, შეიძლება, ისე აქტიურად აღარ ვიმუშაო ამ სფეროში, როგორც ეს ადრე, ბავშვობაში იყო. ისე, ისეთი აქტივობით დღეს აღარც არაფერი ხდება შოუ-ბიზნესში, მაგრამ, პატარა რაღაცის გაკეთება მაინც მინდა. შეიძლება, ბენდი შევქმნა და კლუბებში საღამოები მოვაწყო, ოღონდ, მინდა, რომ ყველაფერი ხარისხიანად გავაკეთო.

– ქართულ შოუ-ბიზნესში რომ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ამიტომაც ხომ არ გადაწყვიტე, კარიერა სხვა მიმართულებით გაგეგრძელებინა?

– მაგის ბრალი, ფაქტობრივად, არ ყოფილა. გარდატეხის ასაკში, განსაკუთრებით – ბიჭებში, პაუზა აუცილებელია. მე ეს პერიოდი 14-დან 20 წლამდე მქონდა.

– ამბობდნენ, რომ ხმა დაკარგე.

– ჰო, ეს ჭორები იყო ხმის დაკარგვასთან დაკავშირებით. უბრალოდ, გარდატეხის ასაკში არ შეიძლება სიმღერა, შესაძლოა, ხმა ჩაგიწყდეს. შემდეგ ის პერიოდი დაემთხვა, როცა შოუ-ბიზნესი უკან წავიდა – ეს ყველასთვის ცნობილია. ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილებით არ მოვშორებივარ ამ სფეროს.

– ახალი სამსახური თუ  მოგწონს?

– დიახ, რა თქმა უნდა. მე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. ხალხთან ურთიერთობაა ჩემი სამსახური, რომელიც მიადვილდება და მეხერხება. ყოველთვის ვამბობდი, რომ სიმღერა არის ჩემი ცხოვრება. სამსახური – სამსახურია, მაგრამ, როცა ოჯახში ან მეგობრებთან ერთად ვარ, სიმღერა ყოველთვის გამორჩეული ნაწილია. სამსახური სულ სხვა რამეა. ვფიქრობ, კარგია, მარტო სიმღერას რომ არ გავყევი. 

– ამ სამსახურს თავისი მკაცრი ჩარჩოები აქვს. ხელოვანი ადამიანისთვის რთული არ არის მათზე მორგება?

– დიახ, იქ ნამდვილად ყველაფერი ჩარჩოებშია, სიმღერა და სცენა კი უფრო კრეატიულია, შემოქმედებითია. ჩემი სამსახური ასეთი არ არის, მაგრამ, ცხოვრებაში ესეც აუცილებელია გამოცდილებისა და წინსვლისთვის.

– ორი წელი ამერიკაში სწავლობდი, არ გაგიჭირდა აქაურობასთან განშორება?

– თავიდან, პირველი-ორი სამესტრი გავძელი, მერე კი უკვე ძალიან გამიჭირდა. ვინც ამერიკაში ცხოვრობდა, როცა ერთკვირიანი არდადეგები გვქონდა, ოჯახებში მიდიოდა. მე ორი დღე გზაში მჭირდებოდა და, ამიტომ, აზრი არ ჰქონდა ჩამოსვლას. მხოლოდ ახალ წელს და ზაფხულში ჩამოვდიოდი. ამერიკასთან შეგუება მართლა რთული იყო, მაგრამ, იმდენად კარგი დრო გავატარე, იმდენი რამ ვისწავლე, ნამდვილად ღირდა, მით უმეტეს – მარტო ცხოვრება. რომ მეგონა, ჭურჭელი თავისით ირეცხებოდა, ასე არ ყოფილა (იცინის). სასაცილო მომენტებიც იყო, მაგალითად, პროფესორებისთვის ჩემი სახელის და, მით უმეტეს, გვარის წარმოთქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამიტომ ყოველ სემესტრში ახალ პროფესორთან შეხვედრა და გაცნობა სასაცილო იყო. წაკითხვისას ცოტა ხანს ჩერდებოდნენ და, უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემს გვარს მიადგნენ (იცინის). იქ ბევრი რამ ვისწავლე და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. ყოველთვის კარგია სხვა ქვეყნის გაცნობა. ბევრ სიახლეს იგებ, ზოგს – ცუდს, ზოგს – კარგს და მერე შენ უნდა მოახერხო მათი გაფილტვრა. ეს არის გამოცდილება, მეტი არაფერი.

– ამერიკა ჩვენგან ძალიან განსხვავებული ქვეყანაა კულტურით, მენტალიტეტით. ამხელა სხვაობასთან შეგუება არ გაგიჭირდა?

– იმდენად მეგობრული ხალხია, გიადვილდება ეს პროცესი. ჩვენ, ქართველები, სახლში ძალიან მეგობრულები ვართ, მაგრამ, ამ ბოლო დროს, ქუჩაში რომ გადიხარ, იქ ცოტა სხვანაირად არის. ამერიკაში – პირიქით, ქუჩაში ვინც არ უნდა შეგხვდეს, რომ არ გაგიღიმოს და არ მოგესალმოს, არ შეიძლება. იმათთან სახლშია პირიქით – მათ პირადს არ უნდა შეეხო. ეს დიდი განსხვავებაა და, რომ გავერკვიე, მერე აღარ მიჭირდა.

– ყველაზე მეტად ვინ ან რა გენატრებოდა?

 – ოჯახი, მეგობრები და... საკვები. ძალიან გამხდარი არც ახლა ვარ, მაგრამ, იქ ძალიან მოვიმატე წონაში. ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჯანსაღი საკვები არ მიმიღია, სულ პიცას და ჰამბურგერებს ვჭამდი, რაც დამეტყო კიდეც. 

– ცნობილი მამის შვილი ხარ, რაც ზოგს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. შენ თუ გქონია კომპლექსი ამის გამო?

– არა, ეგ პრობლემა ცხოვრებაში არ მქონია. მამის გამო დაკომპლექსებული არასდროს ვყოფილვარ, მე ყოველთვის ვსწავლობდი მისგან. დედა ყველაზე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ბიჭი ყოველთვის მამისგან სწავლობს. მიხაროდა, როცა ვხედავდი, რას აკეთებდა; მიხაროდა მისი პოპულარობა. ახლა როგორიც ვარ, ეს მამაჩემის დამსახურებაა. ერთხელ, თვითმფრინავში ძალიან მოუნდა მოწევა და თქვეს: მოაწევინეთ, ზუკას მამააო. ძალიან გაბრაზებული იყო – ამდენი რამის მერე ზუკას მამობით მცნობენო... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით (იცინის).

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება ამ დროისთვის?

– არაფერი. ძებნაში ვარ, ძალიან აქტიურ ძებნაში (იცინის). ამისთვის დრო ფიზიკურადაც არ მქონდა. ამერიკაში ვცხოვრობდი და იქაური გოგო რომ ჩამომეყვანა, ალბათ, თავში ჩამარტყამდნენ რამეს (იცინის). ჯერჯერობით ისეთი სერიოზული ურთიერთობა არ მქონია, რომ საქმე ოჯახის შექმნამდე მისულიყო. მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამისთვის.

– ისე, რამე რომ ხდებოდეს, გვეტყოდი?

– დიახ, რამე რომ იყოს, აუცილებლად გეტყვით.

– ზოგადად, როგორი გოგონები მოგწონს?

– ძალიან ჩვეულებრივი. კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს ჩამოწერილი, თუმცა, უფრო წესიერი გოგონები მომწონს. ახლა რომ წამოვიდა ცოტა აქტიური გოგონების ტენდენცია, მე ეს ცოტა მაშინებს (იცინის) – მაგ საკითხში ცოტა ძველმოდური ვარ. ვფიქრობ, ურთიერთობაში კაცმა უნდა გამოიჩინოს თავი და გოგონასთვის თავის შესაყვარებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

– ფიზიკურად როგორი უნდა იყოს, აქ თუ გაქვს კონკრეტული კრიტერიუმები?

– ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ლამაზი უნდა იყოს. რაღაც საოცრებას არ ვითხოვ, შეიძლება, ულამაზესი არ იყოს, მაგრამ, ადამიანს პირველად რომ ხვდები, თავიდან გარეგნობა მოგწონს. ამაზე წინასწარ საუბარი მაინც რთულია, რადგან, არ იცი, ვინ რით მოგაწონებს და შეგაყვარებს თავს. ახლა კი ვამბობ, დაქორწინებას ჯერ არ ვაპირებ-მეთქი, მაგრამ, შესაძლოა, ისეთი ადამიანი შემხვდეს, ცხოვრება „გადამიტრიალდეს“ და... ამიტომ, წინასწარ მაინც ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხზე.

– შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ? როგორი ხარ ხოლმე ამ დროს?

– სხვათა შორის, კი. „შეყვარება” ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, მოწონებით ძალიან ბევრჯერ მომწონებია. ემოციური ვარ და ხშირად მომწონს, მაგრამ, სერიოზულად – ჯერ არავინ. ხვდებიან ხოლმე, როცა შეყვარებული ვარ – ამ დროს სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. საქმეს, რომელიც იმ მომენტში მაქვს, ვაკეთებ, მაგრამ, მაინც ყველა ხვდება, რომ ცაში, ღრუბლებზე ვარ. „შეყვარებული ხომ არ ხარო“ – რომ მეკითხებიან, ხშირად მართლდება.

– რამე განსაკუთრებული თუ გაგიკეთებია ამ დროს?

– არა, მაგრამ, ყოველთვის მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა. ელემენტარული, რაც წესია – ყვავილები, საჩუქრები – ამის გარეშე არასდროს მივსულვარ საყვარელ ადამიანთან, სადღაც  დაპატიჟებაც ყოფილა, უფრო მეტი კი – არა. მაგრამ, გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებ, როცა ის ადამიანი შემხვდება.

– რადგან გვპირდები, ესე იგი, ამას ყველა გაიგებს?

– ბევრი გაიგებს – ალბათ, გავრცელდება ინფორმაცია.

 

скачать dle 11.3