კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგეგმება თუ არა თბილისში ნატაძრალი შენობების აღდგენა და რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს

ამჟამად თბილისის ტერიტორიაზე დგას რამდენიმე შენობა, რომლებიც ადრე ეკლესიები იყო და მათში, ჩვეულებრივ, წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. დღეს კი სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენება. ძირითადად, საცხოვრებელ სახლებად არის გადაკეთებული (თუმცა, არა მხოლოდ...)

ამ ტაძრების ძირითადი ნაწილი აგებულია ან განახლებულია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. ყველასთვის კარგად ცნობილ კომუნისტების დროს კი, ისინი გადააკეთეს და სხვადასხვა საჭიროებისამებრ გამოიყენეს.

 

ნებისმიერი ქრისტიანი ერისთვის ეს დიდი შეურაცხყოფა და მიუტევებელი ცოდვაა უფლის წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტს ვერ გავექცევით. ჩვენს ისტორიაში იყო, ძალით თუ ნებით ეგრეთ წოდებული „უღმერთობის ხანა“, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით. მაგრამ უფრო სამწუხაროა, ის რომ დღეს, იმ დროიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, ვერ ხერხდება ამ ტაძრებისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება, რადგან ეს ბევრ პრობლემასა და დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. თუმცა, სურვილი – საპატრიარქოს, სახელმწიფოს და ბუნებრივია, ეკლესიის შენობაში მცხოვრებთა მხრიდან დიდია.

როგორც შევიტყვე ამ საკითხის გადაჭრა მხოლოდ ერთი მხარის მიერ, შეუძლებელია. აქ საჭიროა საზოგადოების აქტიური ჩართულობაც. ამიტომ გადავწყვიტე, მკითხველისთვის აქტიურად მიმეწოდებინა ამგვარ, ნატაძრალ შენობებზე ინფორმაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი ეკლესია არაერთია. ამჯერად მე თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე – ავლაბრის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის ნატაძრალზე შევაჩერებ, რომელიც მთავარანგელოზის ¹ 23-ში დგას. პირველ ცნობას ავლაბრის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის თხზულების ერთ-ერთ გვიანდელ ხელნაწერში, რომელიც 1815-1816 წლებში მღვდელ დავით ინანიშვილის მიერ არის გადაწერილი და ჩამატებულია ცნობები. იქ ნათქვამია, რომ ისანში ორი უგუმბათო ეკლესიაა – ერთი წმიდა მარიანასი და „მეორე  მთავარანგელოსთა, რომელი აწ აღაშენა და განაახლა,  მეტეხის დეკანოზმა იესემ, და ჰყო სასაფლავოდ წელს 1808“ (ქართლის ცხოვრება ტ. IV).

ტაძრის აგების თარიღისა და მაშენებლის შესახებ, ინფორმაციას გვაწვდის ეგნატე იოსელიანიც. ის ტაძრის მაშენებლად მხოლოდ ზემონახსენები დეკანოზის იესეს შვილებს – ზაქარიას და იოსებ სულხანიშვილებს მოიხსენიებს.  მამა და შვილები ხშირ შემთხვევაში ერთად მოღვაწეობდნენ და არ არის გამორიცხული, ამ შემთხვევაშიც ასე ყოფილიყო და ერთად აეგოთ ეს ეკლესია. ორივე წყარო ხაზს უსვამს, რომ წმიდა მთავარანგელოზი სასაფლაოს ეკლესიაა და რომ მისი აშენება თუ აღდგენა, პირდაპირ უკავშირდება სასაფლაოს მოწყობას. 

დავით ინანიშვილის ცნობებიდან ასევე ჩანს, რომ აქ უფრო ადრეც ყოფილა ეკლესია, მაგრამ როდის და ვინ ააშენა ის, ან რა ბედი ეწია, უცნობია.

1800-იან წლებში მისი არქიტექტურის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. თბილისის გეგმების თანახმად, ის სწორკუთხა გეგმის პატარა შენობა ჩანს, ალბათ, დარბაზული. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ტაძარი უკვე ვეღარ იტევდა გაზრდილ მრევლს და თანაც, როგორც ჩანს, ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც გადაწყდა მის გვერდით ახალი ეკლესიის აგება. პროექტის გეგმაზე, ასაშენებელი ეკლესიის გვერდით, მის სამხრეთ-დასავლეთით, დატანილია ძველი ეკლესიაც, რომელიც იმ დროს, მართალია, დაზიანებული, მაგრამ ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად მისი კვალი პირწმინდად არის გამქრალი. აგურის ახალი ეკლესია განსაზღვრული იყო 200 კაცისთვის და ზომით დაახლოებით ორჯერ სჭარბობდა ძველს. ტაძრის მშენებლობა, სავარაუდოდ, 1903 წელს დასრულდა.

1915 წელს შედგენილ საბუთში ეკლესია შეტანილია რუსულ ეკლესიათა ჩამონათვალში, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აქ წირვა რუსულად ტარდებოდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მთავარანგელოზის ეკლესიაში ქართველი მღვდელი განაწესეს. ამ პროცესებს ასახავს 1918 წლის ჟურნალი „ახალი სიტყვა“. „თბილისის ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც შარშან „იერიშით“ აიღეს და მიისაკუთრეს რუსებმა, პატრიარქ კათოლიკოზის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა ლეონიდემ უკვე დაიბრუნა და ჩააბარა კანონიერ წინამძღვარს, დეკანოზ დ. იაშვილს. ექს. წინამძღვარი ხიტროვი უადგილოდ დარჩა“ („ახალი სიტვა“ ¹ 13, 1918, გვ. 8).

საბჭოთა ხელისუფლების წლებში შენობა ჩამოერთვა ეკლესიას და მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია. ერთხანს მასში განთავსებული იყო ქალაქის სასამართლო, შემდეგ პოლიკლინიკა, ბოლოს საცხოვრებელი ბინები. შენობა გადაქცეულია სარდაფიან სამსართულიან სახლად, რომელიც მეტწილად შეიცავს 1903 წლის ეკლესიის გარე კედლებს. გადაკეთებების მიუხედავად, ფასადებს მეტ-ნაკლებად შემორჩა ეკლესიის თავდაპირველი დეკორი. მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოსა და ქუჩაზეც დღემდეა შემორჩენილი ძველი საფლავის ქვები (ეს მასალა მომზადებულია ჟურნალ ACADEMIA-ის 2011 წ. ¹2. გვ. 92-96, მანონ ლილუაშვილის წერილზე დაყრდნობით).

საკითხში უკეთ გასარკვევად ამ ეკლესიის ბინადრებს გავესაუბრეთ: 

დავით ჩუბინიძე (ერთ-ერთი მცხოვრები): „აქვე იყო პურის საცხობი, რომელიც უკავშირდებოდა სატრანსპორტო კომპანიას.  ეკლესიის შენობა სწორედ ამ სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა საცხოვრებლად. მე 1988 წელს შემომიყვანეს აქ. ეს შენობა, სადაც მე ვცხოვრობ, კომუნისტებმა ააშენეს. თავიდან არ იყო, მაგრამ ახლა, ფაქტია, ეკლესიის ტერიტორიაზეა, მის გალავანშია მოქცეული. 90-იან წლებში მეზობლები შევიკრიბეთ და მივწერეთ პირველ პრეზიდენტს არსებული მდგომარეობის შესახებ. გვინდოდა, აქედან გასვლა. უზენაესი საბჭოს წევრი ვალტერ შურღაია თვითონ აქ, ეკლესიის მესამე სართულზე ცხოვრობდა. დადგინდა, რომ გაგვიყვანდნენ, თუმცა მერე რა პერიოდიც დაიწყო საქართველოს ისტორიაში, იცით და ჩვენი საკითხი ვერ გადაიჭრა. შევარდნაძის მთავრობის დროსაც, ვითხოვდით ყურადღებას, მაგრამ არავინ მოგვაქცია. ასევე, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც. მე პირადად, შევიტანე ეკლესიის შენობაში მცხოვრები 22 ოჯახის სახელზე კოლექტიური განცხადება და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოვითხოვეთ. დაკანონებით ამას არ გვიკანონებენ, ჩაწერით გვწერენ. არჩევნების დროს უნდა ნახოთ, რამდენი კაცია აქ ჩაწერილი. ნაციონალების დროს 1 500 კაცი იყო. მერე ნელ-ნელა გავაცხრილინეთ და ახლა რამდენია, ზუსტად არ ვიცი. ჩემ მიერ შეტანილ განცხადებაზე ნორმალური პასუხი არ მიმიღია. ერთმანეთში ვერ გაარკვიეს, ვის ეკუთვნოდა ეს ტერიტორია – საპატრიარქოს თუ სახელმწიფოს. დახმარებას გვპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ხედავთ, რომ შედეგი არსად ჩანს.

სხვა მცხოვრები:

„ეკლესიაში ცხოვრება არ შეიძლება. აქ რომ შემოდიხართ, საფლავის ქვებია, შენობა ეკლესიისაა. ყველამ იცის, რომ ეს არასწორი საქციელია. საპატრიარქო ამბობს, რომ ჯერჯერობით თანხა არ აქვს ჩვენს დასაკმაყოფილებლად. აქ ბევრი ოჯახი ცხოვრობს და რაღაც უნდა ქნან“. 

ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს მივმართეთ. გვითხრეს, რომ საპატრიარქო ყოველთვის იყო ამ საკითხით დაინტერესებული, მაგრამ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დახმარება ვერ ხერხდებოდა. დაახლოებით ექვსი თვის წინ კი, კიდევ უფრო აქტიური მუშაობა დაიწყო ამ საკითხზე და ახლა უკვე ერთად, საპატრიარქო, სახელმწიფო და საზოგადოება – ყველა მათგანის ჩართულობით იგეგმება მისი მოგვარება. ამ  საკითხს დედა ანასტასია უძღვება.

– დედაო, ვის ეკუთვნის ეს ეკლესია – სახელმწიფოს თუ საპატრიარქოს?

– ამჟამად ყველა ეკლესია ეკუთვნის საპატრიარქოს. მაგრამ, ეს ეკლესია ჯერ არ არის დარეგისტრირებული და ფაქტობრივად, ახლა ვარეგისტრირებთ.

– აქვს თუ არა საპატრიარქოს სურვილი, რომ აქ აღადგინოს ტაძარი?

– რა თქმა უნდა, ეს მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევაა და ყველა მიესალმება.

– რა ბედი ელის მოსახლეობას, ისინი ალტერნატიული საცხოვრებლებით დაკმაყოფილდებიან?

– თავისთავად. ყველანაირად შევეცდებით, გავათავისუფლოთ ამ ცოდვისგან. თვითონ მცხოვრებნი მოგვმართავენ და გვთხოვენ, გათავისუფლებას. ეკლესიაც გათავისუფლდება და დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს.

– ახლა თუ გაქვთ რეალურად მოლაპარაკება მოსახლეობასთან?

– როგორ არა. ისინიც ცოდვაში არიან, ამას გრძნობენ და უნდათ გასვლა.

– თუ შეგიძლიათ თქმა, დაახლოებით რა დრო დასჭირდება ამ საკითხის გადაჭრას?

– ეს მაინც საზოგადოებრივ საწყისებზე იქნება დამოკიდებული. აქ ხალხიც უნდა ჩაერთოს. გაიხსნება ტაძრის ანგარიში და მერე უკვე დავიწყებთ ამის მოგვარებას. კონკრეტული დრო არავინ იცის. ღმერთის ნებით ჩვენი და ხალხის ერთობლივი მონდომებით გამოვა, თავისი წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს ამ საქმეში.

 

скачать dle 11.3