კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაანაცვლეს გალელებმა აფხაზეთის სომხები, რატომ გადანაწილდნენ აფხაზეთის სიღრმეში და როგორ გაანეიტრალეს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ქართველების ხმები

აფხაზეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და რაულ ხაჯიმბა მეოთხე ვადამდელ ცდაზე „პრეზიდენტიც“ გახდა (ორჯერ სერგეი ბაღაფშს შეეჭიდა, მესამედ –  ალექსანდრ ანქვაბს). გამარჯვების სიხარული ხეირიანად არც ჰქონდა განცდილი, რომ რფ-ის პრეზიდენტმა კიდეც მიულოცა და კრემლშიც მიიხმო აუდიენციაზე. ამ ფაქტმა აფხაზ საზოგადოებაში დიდი აღტაცება გამოიწვია; მეტიც, ასეთი შინაარსის მოწოდებებიც გაჩნდა: რუბლი –  აფსნის ვალუტა, რუსული ენა – აფსნის სახელმწიფო ენა! რაც, წესით, ძირშივე ეწინააღმდეგება აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას. ასეა თუ ისე, აფხაზი საზოგადოება ზეპოზიტიური ცვლილებების მოლოდინებითაა სავსე. აქვს თუ არა ამ მოლოდინს საფუძველი და რამდენად შორსაა აფხაზეთის რუსულ წიაღში დანთქმა? –  საკითხს თსუ-ს ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა კვლევითი ცენტრის დირექტორ ზურაბ შენგელიასთან ერთად განვიხილავთ.

 

– რამ შეაყვარა აფხაზ ამომრჩეველს მეოთხე ცდაზე რაულ ხაჯიმბა?

– პრეისტორიას გავიხსენებ: ანქვაბის დროს აფხაზეთში სოციალური ფონი ძალიან დამძიმდა. მოგახსენებთ თავად აფხაზების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებს: აფხაზ ეთნოსში სიკვდილიანობა არის 3 300 ადამიანი წელიწადში, შობადობა –  800 ახალშობილი, ანუ აფხაზი ეთნოსის კლება წელიწადში შეადგენს 2 500 ადამიანს.  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში არა უმეტეს 50 წელია, ქალებში –  არა უმეტეს 70 წელი; აფხაზეთში ნარკომანია არანაკლებ 5 000 ადამიანი. თუ ჩავთვლით, რომ აფხაზი ეთნოსის რაოდენობა აფხაზეთში, დაახლოებით, 50 000-ა, გამოდის, რომ მათი 10 პროცენტი ნარკომანია. შიდსით დაავადებულთა რაოდენობა 2 500-ა, ანუ აფხაზი ეთნოსის 5 პროცენტზე მეტი. არაფერს ვამბობ სხვა დაავადებებზე, კრიმინოგენულ სიტუაციაზე, უბედური შემთხვევების რაოდენობაზე, რომ ჯანდაცვის სფერო, ფაქტობრივად, არ არსებობს. სხვა საკითხია, რატომ შეიქმნა ეს პრობლემები, მაგრამ ფაქტია, რომ ანქვაბის „პრეზიდენტობის“ დროს ასეთი მძიმე სოციალური ფონი არსებობდა. ის არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა აფხაზეთის რეალობაში, მაგრამ მის მმართველობას ჰქონდა რამდენიმე ხარვეზი: ის ვერ ასცდა კლანურ მმართველობას, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთი კლანი შეიცვალა მეორით; არანაირი დემოკრატიული რეფორმები არ ჩაუტარებია და მისი მმართველობა გაართულა რუსეთის დამოკიდებულებამაც: 2010-2011 წლებში რუსეთი აფხაზეთს ყოველწლიურად 6 მილიარდ რუბლს აძლევდა, იცით, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი, დაახლოებით, 70 პროცენტამდე დოტაციურია. 2012 წელს შეუმცირა დახმარება მილიარდ ორასი ათას რუბლამდე, 2014 წლისთვის კი ერთი მილიარდის მიცემას დაჰპირდა სესხად. მართალია, მცირე პროცენტად, მაგრამ მაინც კრედიტი გამოდიოდა.

– ეს, ადრე თუ გვიან, ხომ მოსალოდნელი იყო, აბა, მუდმივად დოტაციაზე ხომ არ ეყოლება რუსეთს აფხაზეთი?

– ეს არავინ იცის… ასეა თუ ისე, ამ მიზეზებმა ხელი შეუწყო აფხაზ საზოგადოებაში ანქვაბის საწინააღმდეგო განწყობის შექმნასა და გაძლიერებას. რატომ მოხდა ეს? ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ანქვაბს არ ჰქონდა კარგი დამოკიდებლება რუსეთთან.

– მაგრამ ის აშკარად არ მიდიოდა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ?

– არსებობდა 5 საკითხი, რომლებზეც ანქვაბი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლებას. ანქვაბი რუსეთისთვის არ იყო ხელსაყრელი ფიგურა და ეს, განსაკუთრებით, გამოჩნდა ყირიმთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის გამოვლენის შემდეგ. პირველი იყო მიწის საკუთრების საკითხი –  თუმცა ამ საკითხის გატანას ვერც ვერავინ შეძლებს აფხაზეთში, იმიტომ რომ აფხაზები წინააღმდეგნი არიან; მეორე საკითხი იყო რკინიგზა –  აფხაზები არ იყვნენ მისი გახნის მომხრენი, რადგან, აფხაზი საზოგადოების აზრით, თუ აფხაზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მისი ეკონომიკის განვითარების ძირითადი საფუძველი უნდა იყოს ტურიზმი, რასაც ვერ განავითარებ, თუ რკინიგზის ლიანდაგი გადის სანაპიროსთან; აი, ამიტომ მთელ აფხაზურ საზოგადოებას მიაჩნია, რომ რკინიგზის გახსნა აფხაზეთს რუსეთზე უფრო დამოკიდებულს გახდის და ტურიზმი ვერ გახდება მათი დამოუკიდებელი ეკონომიკის საფუძველი.

– მათ ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ მხოლოდ ტურიზმითაა შესაძლებელი ეკონომიკის განვითარება.

– ჩვენ ბორჯომითა და მანდარინით გვეგონა?!

– იმიტომაც ვამბობ, რომ ეს გულუბრყვილობაა.

– მეც ამიტომ ვამბობ, რომ ეს მეორე წინააღმდეგობაა, რომელიც ანქვაბს ჰქონდა რუსეთთან; მესამე –  სამხრეთ რუსეთის განვითარების გენერალურ გეგმაში იგულისხმებოდა სოხუმში, ქვემო ეშერასა და გუდაუთის ზოლში დიდი სამრეწველო პორტის გაკეთება, საიდანაც მთელი რუსეთი მომარაგდებოდა, ამასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ანქვაბი. გარდა ამისა, ქვემო ეშერაში უნდა აშენებულიყო დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, ანუ საწყობების მთელი სისტემა, სადაც პორტიდან შემოსული პროდუქცია და მასალა დასაწყობდებოდა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადანაწილდებოდა და მეხუთე  – კოდორზე საავტომობილო გზის გაყვანა. ამ ხუთ საკითხს ანქვაბი არ თმობდა და ამით ინარჩუნებდა რუსეთისგან დამოუკიდებლობას. აი, ეს იყო წინააღმდეგობა ანქვაბსა და რუსეთს შორის.

– თუ ეს ქმნიდა წინააღმდეგობას ანქვაბსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, ამ საკითხებს ხომ ახლაც ეწინააღმდეგება აფხაზი საზოგადოება? ხაჯიმბა ამას როგორ გაუკეთებს რუსეთს?

– ნუ გავუსწრებთ მოვლენებს… ანქვაბი არ მოსწონდა როგორც აფხაზ საზოგადოებას, ისე რუსეთს. ამის პარალელურად, რუსეთმა დაიწყო ახალი პოლიტიკა, იგულისხმება ის, რაც გააკეთა უკრაინაში: ყირიმში შევიდა, ჩაატარებინა რეფერენდუმი და მიიერთა; დონეცკსა და ლუგანსკშიც შევიდა, ჩაატარებინა რეფერენდუმი და არ მიიერთა, მაგრამ ხელში უჭირავს ლეგიტიმური საფუძველი და, თუ დასჭირდა, მიიერთებს. ჯერ კიდევ ყირიმის კრიზისის პერიოდში მოსკოვის „დუმაში“ შედგა შეხვედრა რუსეთის „დუმის“ დეპუტატებისგან შემდგარ აფხაზ პარლამენტარებთან მეგობრობის ჯგუფისა ანალოგიურ აფხაზურ ჯგუფს შორის, სადაც პირდაპირ განუცხადეს აფხაზებს, თქვენი საკითხი გადაწყვეტილია და ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს უფრო მჭიდრო რაღაც ფორმითო. პასუხიც კი არ გასცეს აფხაზებს კითხვაზე, ვინ გადაწყვიტა ეს და რატომ არ იცოდნენ მათ ამის შესახებ. ზუსტად იმ პერიოდში ტარას შამბამ, აფხაზეთის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, მოსკოვში გააკეთა განცხადება, რომ აფხაზეთის განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტია რუსეთთან ასოცირება. მან არ ახსნა, რას ნიშნავდა ეს ასოცირება და ამან ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია აფხაზეთში. სურკოვი იძულებული გახდა, ჩასულიყო და დაეწყნარებინა აფხაზები. ამის შემდეგ ტარას შამბამაც განმარტა, ვიგულისხმე უფრო მეტი სიახლოვე რუსეთსა და აფხაზეთს შორისო. ამან მისცა პოლიტიკური ბიძგი გაერთიანებული ოპოზიციის შექმნას და ანქვაბის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას. ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი შედიოდა, მათ შორის, ხაჯიმბაც, მაგრამ ის არ იყო ამ გაერთიანების ლიდერი. ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომ კვლავ გააგზავნეს სურკოვი აფხაზეთში, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს შორის მხოლოდ ხაჯიმბას იცნობდა და ამიტომ დაასახელა ხაჯიმბა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად. ამ გაერთიანებაში იყო სტანისლავ ლაკობაც, რომელიც ხაჯიმბასთან შედარებით ფიგურაა. უცებ სურკოვმა ხელი დაადო ხაჯიმბას, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს და მოხდა საინტერესო რამ: ძალოვანებმა მხარი დაუჭირეს ანქვაბს. მეორე ტალღა რომ წამოვიდა არეულობის, სურკოვი კიდევ ერთხელ ჩავიდა აფხაზეთში ამჯერად ნურგალიევთან, რუსეთის ყოფილ შს მინისტრთან ერთად და მაშინ უკვე ძალოვნები გადაუდგნენ ანქვაბს. მაგრამ ანქვაბი მოიქცა ძალიან საინტერესოდ: მან 28 მაისს გენერლობა მიანიჭა ბჟანიას, შემდგომში „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთ კანდიდატს, და გადადგა. აი, მისი ეს გადადგომა იყო ძალიან მოულოდნელი რუსეთისთვისაც, აფხაზი საზოგადოებისთვისაც და ოპოზციისთვისაც.

– შევარდნაძის სვლა გაუმეორებია ანქვაბს.

– და უცებ აღმოჩნდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ჩასატარებელი. არ არის გამორიცხული, ამ ნაბიჯით ანქვაბმა სისხლისღვრა შეაჩერა აფხაზეთში, რადგან რუსეთს შეეძლო, ძალით ჩაეტარებინა რეფერენდუმი აფხაზეთში. რუსეთი ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: არ არის ლიდერი და არ იციან, ვისზე დადონ ფსონი. ამასობაში ანქვაბის ხალხი ასახელებს ბჟანიას, რომელიც არასდროს ყოფილა პოლიტიკური ფიგურა.

– ქართველებს რატომ ჩამოართვეს ხმის უფლება? 

–  ამჟამად აფხაზეთის მოსახლეობა, დაახლოებით, 200 000-ა, თუმცა მათი მონაცემებით, თითქოს 240 000-ა. ერთ მაგალითს გეტყვით: სააკაშვილმა, როდესაც გამოაცხადა, რომ ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონოდა თავისი „ბუქი“, გავუგზავნეთ შეკითხვა აფხაზეთში და მოგვწერეს, რომ 28 000 მოსწავლე ჰყავდათ. 

– „ბუქები“ გაუგზავნეთ პირველკლასელებს?

– არ აიღეს, მაგრამ, რადგან ციფრი გვქონდა, დემოგრაფიაში პირდაპირაა მოცემული ფორმულა და მოსახლეობა არ გამოვიდა 200 000-ზე მეტი. მათგან 60 000 არის ქართველი, 50 000-მდე –  აფხაზი, ანუ ქართველები და აფხაზები ერთად უფრო მეტნი არიან, ვიდრე დანარჩენები და პირველად 1992 წლის შემდეგ მათ აღმოაჩნდათ საერთო ინტერესი თემაზე, რომ რუსეთთან ამაზე მეტი სიახლოვე საჭირო არ არის.

– გამოკითხვის შედეგებს გავეცანი, რის მიხედვითაც, რუსეთთან მიერთების ყველაზე მეტი მომხრე არის აფხაზეთის სომეხ და რუს ეთნოსების შორის.

– თუ ქართველები და აფხაზები გაერთიანდებოდნენ, რეფერნდუმზე თავის შედეგს ვერ დასვამდა რუსეთი, ამიტომაც 23 000 ქართველს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა. ახლა დაბალანსდა და მხოლოდ აფხაზები რეფერენდუმის შედეგს, თუ ის ჩატარდა, ვერ შეცვლიან.

– თუმცა ქართველების პასპორტიზაციის თემა აქტუალური იყო ანქვაბის პრეიდენტობისასაც, ამის გამო ლაკობა გადადგა კიდეც პოსტიდან, თუმცა მაშინ მოტივი იყო, რომ ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭება ცვლიდა აფხაზეთში დემოგრაფიულ სურათს. რაკი ხაჯიბმა აირჩიეს, ესე იგი, აფხაზმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მას და, შესაბამისად, ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევასაც.  

– მაგრამ ხაჯიმბას მხარი დაუჭირა ამომრჩევლის 50 პროცენტზე ოდნავ მეტმა და ეს ყველას ხმა იყო.

– აფხაზეთის სომეხი მოსახლეობა არ არის ფაქტორი?

– 33 000-35 000-ა სულ სომეხი, ქართველი გაცილებით მეტია აფხაზეთში. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სომხები გავიდნენ, იქ მოეწყვნენ და მუშაობენ. სომხების ადგილი დაიკავეს ქართველებმა. მაგალითად, სოხუმში არის „ქალაქის ბაზარი“ და მის გვერდზე –  „გალის ბაზარი“. გუდაუთაში მინახავს „გალის ვულკანიზაცია“. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ რუსეთიდან შემოტანილი მასალები უფრო ძვირია, ვიდრე ენგურს აქეთა მხრიდან შეტანილი. გალელებმა შეიძინეს ფუნქცია: ჩამოდიან ლილოში, ყიდულობენ საქონელს და ჰყიდიან აფხაზეთში. ამიტომ ქართველები გააქტიურდნენ და გადანაწილდნენ აფხაზეთის შიგნით, მაგრამ სომხების გადინება მოხდა. ამდენად, სომხების როლი აქტიური აღარ არის.

– მაგრამ ისინი ხომ შეიძლება, დაბრუნდნენ და მაშინ დემოგრაფიული ბალანსი მათ სასარგებლოდ შეიცვლება?

– რატომ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც უარესი პირობებია, სოჭში ხომ უკეთესი პირობებია და, საერთოდაც, ვარაუდებით ხომ არ ვისაუბრებთ?! აფხაზეთის სომხური მოსახლეობა არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ამჟამად აფხაზეთში რუსები სომხებზე მეტნი არიან, სხვა თუ არაფერი, სამი სამხედრო ბაზა აქვთ და სამხედროების ოჯახებიც იქ ცხოვრობენ. თუ საჭირო გახდება, ხმის უფლებასაც მიანიჭებენ. ამდენად, მის მიერ მიღებული 50,7 პროცენტით არ შეიძლება იმის თქმა, რომ აფხაზმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ხაჯიმბას. საინტერესო ის არის, რომ წინასაარჩევნო პროგრამაში ხაჯიმბამ ზემომოყვანილი 5 პრობლემიდან 2 მოხსნა  – რკინიგზის გახსნა და კოდორის გზის გაყვანა.

– ხაჯიმბასთან ასე სწრაფად შეხვედრით რა აჩვენა ან პუტინმა, ან ხაჯიმბამ?

– მეორე დღეს დაურეკა და მიულოცა და მეოთხე დღეს შეხვდა… საინტერესოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტარას შამბა ასოცირების შეთანხმებაზე ალაპარაკდა, აღმოჩნდა, რომ „მგიმოს“ ჟურნალი „საერთაშორისო პროცესები“ ამუშავებდა სპეციალურ პროექტს, რომელიც ეძღვნება რუსეთ-აფხაზების ურთიერთობის პრობლემატიკას: რა არის ასოცირება, როგორ უნდა მიეწოდოს ეს ინფორმაცია აფხაზ საზოგადოებას და ასე შემდეგ. ეს ცნობილი  გახდა მაშინ, როდესაც ანქვაბი გადადგა.

– როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ აფხაზეთში რუსეთთან მიერთების მოთხოვნით რეფერენდუმს?

– არანაირი პრობლემა არ არის არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარება, რომელსაც აღიარებს ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკები“, მაგრამ მე მგონია, რომ ხაჯიმბას მოაწერინებენ ხელს რუსეთთან იმ ახალი ურთიერთობის პაკეტზე, რომელსაც ამუშავებენ.

– ვთქვათ, ხაჯიმბამ მოაწერა კიდეც ხელი ამას, მაგრამ აფხაზი საზოგადოების უმეტესობა ხომ წინააღმდეგია, მათ რას მოუხერხებენ?

– ხაჯიმბას აქვს ერთი პლუსი –  ის არძინბას მემკვიდრეა, ასე მიიჩნევენ აფხაზები. არძინბა მათი გმირია, რომელმაც დამოუკიდებლობა მოუტანა, ბაღაფშიც გმირია მათთვის, რომელმაც აღიარება მოუტანა, ანქვაბი ვერ გახდა გმირი, იმიტომ რომ მთელი ჭუჭყიანი სამუშაო მასზე გადავიდა. ხაჯიმბა არის ნაციონალური იდეის ბოლო დასაყრდენი, რადგან აქვს არძინბას ზურგი. ეს ის ხავსია, რომელსაც ეჭიდებიან. როგორც კი ჯახიმბა წავა, ჩათვალეთ, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილი ხდება.

– მიიჩნევა, რომ ხაჯიმბას არჩევით სრულად წყდება დიალოგი აფხაზეთთან. ეთანხმებით?

– ალბათ, მაგრამ, ჩემი აზრით, რა დონის დაახლოებაც მოხდება ჩვენსა და რუსეთს შორის, იმ დონის დაახლოებაზე წავა ხაჯიმბა ჩვენთან. აფხაზები ბევრჯერ ჩამოსულან აქ და, თუ ადრე გვთხოვდნენ, პროექტები მოვიფიქროთ, რომ რუსეთთანაც არ გაგვიფუჭდეს საქმე და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაც აღვადგინოთო, ბოლო ჩამოსვლისას, ანქვაბის გადადგომის წინ, გვითხრეს, გვიშველეთო.

 

скачать dle 11.3