კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა „ნატახტარი 2012-ისა“ და „ბარამბო 2010-ის“ დამფუძნებელი შავი ქამრის მფლობელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე 1980 წლის  12 აპრილსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება, თავდაპირველად, 1996-2000 წლებში საქართველოში, კერძოდ, თსუ-ს საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე მიიღო (ბაკალავრიატის საფეხური), შემდგომ კი, 2009-2011 წლებში, უკრაინაში,  კიევის  ადამიანური  რესურსების  მართვის  საერთაშორისო აკადემიაში (ადამიანური  რესურსების  მართვა – მაგისტრის საფეხური). მისი სამუშაო გამოცდილება 2000  წელს იწყება საქართველოში „ფილიპ მორისის“  ოფიციალურ წარმომადგენლობაში; 2002 წლამდე იყო „ომეგას“ გაყიდვების მენეჯერი; 2002 წელს ტურისტული კომპანია „პიკნიკი“ დააფუძნა და 2003 წლამდე მის მენეჯერადაც იმუშავა; 2003 წელს საქართველოში „მარსის“ ოფიციალურ წარმომადგენლობაში გადაინაცვლა, ასევე, გაყიდვების მენეჯერად. შემდეგ წლებში მის საქმიანობაში წყვეტაა, თუმცა 2009 წელს შპს „იკა “ დააფუძნა, რომლის დამფუძნებელი დღემდე არის. 2011 წლიდან დღემდე „ბარამბო 2010-ის“ დამფუძნებელიცაა, ხოლო 2012 წელს გადამზიდი კომპანია შპს „ტრანსპორტერი“ და „ნატახტარი 2012“ დაააფუძნა და დღემდეც არის მათი დამფუძნებელი. ამის პარალელურად, 2005 წლიდან 2013-მდე „ნატახტარი 2005-ის“ აღმასრულებელ დირექტორადაც იმუშავა, ვიდრე 2014 წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ არ დაინიშნა.

მისი ოფიციალური ბიოგრაფია გვამცნობს, რომ ბ-ნი კოპაძე გახლავთ შავი ქამრის მფლობელი, რომელიც მას ევროპის ტაეკვანდოს ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა მიანიჭა. აქედან გამომდინარე, 1996-2001 წლებში იყო ტაეკვანდოში საქართველოს ნაკრების წევრი და კაპიტანი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონიც. 2009-2012 წლებში – საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2012-2013 წლებში, საერთოდაც, საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

ზურაბ კოპაძემ თავისი პირველი და ჯერჯერობით ბოლო დეკლარაცია 2014 წელს შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1981 წელს დაბადებული ნინო ასათიანი და, ორი შვილი: 2010 წელს დაბადებული ნოდიკო და 2011 წელს დაბადებული საბა.

ოჯახში უძრავ ქონებას მხოლოდ მინისტრის მოადგილე ფლობს. ზურაბ კოპაძის საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის ფართობიც, დეკლარაციის თანახმად, 156 000 კვ. მეტრია, რაც, სავარაუდოდ, შეცდომაა; ასევე, იმავე მისამართზე მდებარე მეორე ბინა, რომლის ფართობადაც მითითებულია 98 000 კვ. მეტრი და სამი 15-15 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას: ზურაბ კოპაძეს ორი ავტომანქანა ჰყავს: 2009 წლის MERSEDES-BENC და 2005 წლის HAMERI H3, ნინო ასათიანის საკუთრება კი გახლავთ 2004 წლის MERSEDES-BENC CEELKA.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ზურაბ კოპაძეს ჰქონდა – 13 000 ლარი. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას და აქედან მიღებულ შემოსავალს: 2013 წლის განმავლობაში ზურაბ კოპაძემ, როგორც შპს „ნატახტარი 2009-ისა“ და შპს „ნატახტარი 2012-ის“ პარტნიორმა, ვერანაირი შემოსავალი ვერ მიიღო; სამაგიეროდ, როგორც  შპს „ბარამბო 2011-ის“ პარტნიორმა, აიღო 81 000 ლარი, როგორც შპს „იკა 2009-ისა“ და  შპს „ტრანსპორტერის“ პარტნიორმა – 25 000-25 000 ლარი.

ამას გარდა, 2013 წლის განმავლობაში ზურაბ კოპაძემ, როგორც შპს „ნატახტარი 2005-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ხელფასის სახით 142 500 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც „რედისონ ბლუ ივერიას“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა – 45 000 აშშ დოლარი.

ზურაბ კოპაძეს 2013 წელს 50 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხიც აუღია.

 

скачать dle 11.3