კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩეულთა მოხერხებულობა

ასანთის ღერებით მოთამაშენი

 

რაკი პარლამენტის თბილისური შენობის რეკონსტრუქცია დასრულდა (სერიიდან – ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს), პარლამენტის თავმჯდომარემ იგი ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა და ტექნიკური სიახლეებიც გააცნო.

კერძოდ, პარლამენტის შენობა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, რაც დეპუტატებს, თუ იმ ბედნიერ დღეს მოესწრნენ, როდესაც შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომების თბილისში ჩატარება, კანონპროექტების ელექტრონული ფორმით გაცნობის საშუალებას მისცემს თვით სასესიო დარბაზში.

თუმცა ეს იმ ნოვაციასთან შედარებით, რაც სასესიო დარბაზს შეემატა, ზღვაში წვეთია: სახელდობრ, ამიერიდან დაძლეულია თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზში ხმის მიცემის ღილაკის გაჭედვის პრობლემა!!!

საქმე ის გახლავთ, რომ ქუთაისურ პარლამენტში ჩვენს ჩაუქ კანონმდებლებს აღმოუჩენიათ, რომ ხმის მიცემის ღილაკში ასანთის ღერის ჩარჭობის შემთხვევაში, ავტომატურად იყო შესაძლებელი ხმის მიცემა, ანუ პარლამენტარის მოვალეობის შესრულება, მაშინაც კი, როდესაც ხმის მიცემის ღილაკის პატრონი ხალხის რჩეული დარბაზში არ იმყოფებოდა (ანუ გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო).

ახლა, თუკი ან როცა სესიები დედაქალაქში გაიმართება, ეს მანევრი აღარ გაჭრის და დეპუტატს, თუ ხმის მიცემა უნდა, დარბაზშიც მოუწევს ყოფნა.

ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რატომ უნდა ითაღლითოს ასანთის ღერით კანონშემოქმედმა ან რა კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, შესაძლოა, პარლამენტის ერთი-ორი შენობა კიდევ რომ აგვეშენებინა, საბოლოოდ, რჩეულებისთვის კანონპროექტების წაკითხვაც გვეიძულებინა! – 

скачать dle 11.3