კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იძულება მამობისთვის

ანუ „ვეღარ მოიტაცეს თამარ-ქალი“

 

შესაძლოა, ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით, ან, სულაც, ამ გავეშებული ძალადობის, თუ მთლად აღმოსაფხვრელად არა, შესანელებლად მაინც, საქართველოს პარლამენტის კედლებმა უკვე იხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს. – 

ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსშია“ მოსალოდნელი, რომელსაც ემატება მუხლი – ქორწინების იძულება (დაახლოებით, იმ სტილში – ყველაფერი გამიგია, მაგრამ, ეს მოტობურთი რაღააო?!). სახელდობრ, ახალი მუხლით, ქორწინების, მათ შორის არარეგისტრირებულის, იძულება დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – ასე, 200-დან 400 საათამდე ან, სულაც, თავისუფლების აღკვეთით – 2-დან 4 წლამდე.

ცვლილებები საშურია, მეტიც, შესაძლოა, დაგვიანებულიც, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი მონარქი ქალბატონი უვარგის, თან, ჯვარდაწერილ ქმარს, თვით მეთორმეტე საუკუნეში განეშორა!

თუმცა, ამის პარალელურად, თუ გავიხსენებთ სავალალო სტატისტიკას, რომ ყოველი მესამე უარს ამბობს შვილებისთვის ალიმენტის გადახდაზე, ვფიქრობ, საკანონმდებლო ცვლილებებით მამის ფუნქციის შესრულების იძულებაც არ გვაწყენდა. – 

скачать dle 11.3