კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძირს ნაგავი!

ანუ გაღორდი საკუთარი ხარჯით

 

თავის დროზე ნაგვის დაყრის გამო დაწესებული ჯარიმები საზოგადოების ნაწილმა ფრიად მკაცრად გააკრიტიკა – ერთი ფურცლის გადაგდება 200 ლარად რად უნდა დაგვიჯდესო, თუმცა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნაგავში დახრჩობის მსურველები იმაზე მეტნიც კი ყოფილან ჩვენ გვერდით, ვიდრე ნაგვისმყრელებისთვის 200-ლარიანი ჯარიმის დაწესების მოკრიტიკეებს გვეგონა თუ ეგონათ.

უფრო ზუსტად, ნაგვის ყრისადმი მავნე მიდრეკილებამ განსაკუთრებით 2012 წლის ოქტომბრიდან იჩინა თავი (სავარაუდოდ, იმ იმედით, ქართველი პოლიციელი, აბა, როგორღა გამიმეტებს რაღაც ნარჩენების გამოო), ხოლო, რაკი ასე მოხდა (ანუ სისუფთავისადმი ლტოლვის მაჩვენებელი ჯეროვანი არ აღმოგვაჩნდა და, ვაი რომ, ოდენ დასჯის შიშით ყოფილა დათრგუნვილი), გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ პრემიერ-მინისტრს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება დაუვალებია – რათა ნარჩენები ხარისხიანად ვმართოთ!

ჯერჯერობით, პროექტის თანახმად, უშუალოდ ნაგვისმყრელებს ჯარიმები 20 ლარიდან 5-ნიშნა ციფრამდე ელით, იმის მიუხედავად, ფეხით მოსიარულეები იქნებიან, იურიდიული პირები თუ ავტოთი მოსრიალენი.

მე რომ მკითხოთ, ჯარიმების ხუთრიცხვა ნიშნული სწორედ რომ მისწრებაა, ვინაიდან: ღორობა გინდა? გადაიხადე, ანუ, გაღორდი, გეთაყვა, ოღონდ საკუთარ ხარჯზე! – 

скачать dle 11.3