კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაწუწურაქებულები

მზესუმზირის ფულად

 

მაშინ, როდესაც საკუთრივ ჩვენ გული სიამით გვევსებოდა, ან კი როგორ არ აგვევსება, როდესაც აქეთ – გაძლიერებულ პაკეტში ვართ, იქით – „ოქროს“ ხუთეულში, შევიტყვეთ, რომ „ნატო“ უკრაინას ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისთვის 15 მილიონი ევროთი დაეხმარება.

ამის შესახებ თვით „ნატოს“ გენმდივანმა უელსში უკრაინა-„ნატოს“ კომისიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტიც, გვაუწყა, რომ განა მხოლოდ ამას დასჯერდებიან?! უკრაინას დაეხმარებიან, რათა: გაამყაროს უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ლოჯისტიკა, კონტროლი და კომუნიკაცია, ასევე, ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების რეაბილიტაცია.

თუმცა, თუ დასახმარებელი თანხის ოდენობას – 15 მილიონ ევროს გავიხსენებთ და ზედ, დანგრეულ-დაჩეხილ უკრაინას დავამატებთ, სავარაუდოდ, ეს თანხა მზესუმზირის შესაძენადაა გამიზნული – მოტივით, ნერვებს აწყნარებსო. – 

скачать dle 11.3