კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამთა კავშირი

„მძლეველნი“

 

რადგან ამ ჩვენს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპანტ რფ-ს შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმება შემუშავების პროცესშია, ამ ჩვენმა ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმაც დაასკვნა, რომ არც თავადაა ნაკლები თხა და აპირებს, ამ ორთა კავშირს მესამე ხმად მიუერთდეს (პათოსით: ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო?!).

იმის გამო, რომ მხოლოდაღიარებულებს არ შეუძლიათ, მიუერთდნენ „ოდეკაბეს“, ვინაიდან, არავინ არ აღიარებს დედამიწის ზურგზე რფ-ის, ნიკარაგუასა და ვენესუელას გარდა, სამთა ბლოკის შეკვრა აქვთ გუმანში „ნატოსთან“ დასაპირისპირებლად (ძრწოდე, მსოფლიოვ!).

თუკი ეს საქმე პროცესშია, უკვე გადაწყვეტილია, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ „პრ.“ ლეონიდ თიბილოვი თვით პრ. ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიიწვია.

„პრ.“-ს პრესსამსახური იუწყება: „აღინიშნება რა ეს ეპოქალური თარიღი ჩვენს საერთო ისტორიაში, ჩვენ ვიხსენებთ იმ დიდ ფასს, რადაც დაგვიჯდა გამარჯვების მოპოვება და რაოდენ დიდი იყო „იუჟნაია ოსეტიას“ ხალხის წვლილი ფაშიზმის განადგურებაში (ეტყობა, ზუსტად იმავე სქემითა და შემართებით აპირებენ „ნატოს“ ძლევასაც).“

ჩვენ არ ვიცით, რამეთუ არ ვსხედვართ რფ-ის პრ.-ის ტვინში, რა საჭირო იყო მოკავშირე „პრ.“-სთვის 9 თვით ადრე მოსაწვევის გაგზავნა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ რუსი კლასიკოსის სიტყვებს, რომ აგური შემთხვევით არავის ეცემა თავში, რა თქმა უნდა, დაესწრება ღონისძიებას, ოღონდ, იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ 9 მაისამდე მიაწევს. – 

 

скачать dle 11.3