კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართველი თვითნასწავლი ხელოვანი, რომლის „ქვილინგი“ ათონის მთაზე ინახება და რატომ ანდობენ მას მნიშვნელოვანი დღეების გაფორმებას

მირანდა სეიდიშვილი ბათუმში ცხოვრობს და საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობს. თუმცა ის სულით და გულით ხელოვანია და ეს მის ნამუშევრებშიც კარგად ჩანს. დაახლოებით სამი წელია, რაც ქალბატონი მირანდა ქაღალდისგან არაჩვეულებრივ ნივთებს ამზადებს – ეს არის უძველესი ხელოვნება „ქვილინგი“, ანუ, ქაღალდის დახვევის ხელოვნება, რომელიც ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. ქალბატონი მირანდას ნამუშევრები ფერთა ლამაზი შეხამებით გამოირჩევა და, მათი ნახვისას, თუნდაც მხოლოდ ინტერნეტში, ადამიანი რომანტიკულ განწყობაზე დგება. 

 

მირანდა სეიდიშვილი: ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. თვითნასწავლი ვარ, არსად არასდროს მისწავლია, არც არასდროს დამიხატავს. მუდმივად ვცდილობ, ჩემი ნამუშევარი ჩემებური იყოს, ჩემი ხელწერა ჰქონდეს და ყველასგან განსხვავებული გამოვიდეს. ზუსტად სამი წლის წინ, მამის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ დავიწყე ამ საქმის კეთება – ვცდილობდი, ნერვიულობიდან ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ქაღალდზე ჯერ კბილის ჩხირით ვმუშაობდი და ძალიან პატარა, პრიმიტიული ხე გავაკეთე. იმდენად დამამშვიდა მუშაობის პროცესმა, რომ მერე პატარა ჭიამაია გავაკეთე, ისიც რომ გამომივიდა მივხვდი, ეს საქმე ძალიან მომწონდა და გადავწყვიტე, უფრო ხარისხიანი ქაღალდი შემეძინა და ისე გამეგრძელებინა საქმიანობა. კბილის ჩხირით მუშაობა საკმაოდ რთულია. ჩემი რძალი, რომ იტყვიან, ძალიან პრაქტიკული ქალია – მან მახათი გადამიჭრა, თვალის ფანქარში ჩამიმაგრა და ახლა ეს არის ჩემი ინსტრუმენტი. ერთხელ დამეკარგა და ძალიან ვინერვიულე, რადგან, ხელი უკვე მიჩვეულია. ზოგადად, მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და ლამაზია. თვითონ კულტურა საკმაოდ ძველია და რა თქმა უნდა, ჩემი გამოგონებული არ არის. „ქვილინგი“, ანუ ქაღალდის დახვევის ხელოვნება, მეცამეტე საუკუნიდან იაპონიაში იღებს საფუძველს. ადრე, თურმე, ოქროს ძაფებით მუშაობდნენ. მოგვიანებით, როდესაც ამის შესახებ ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ, ჩემსავით გადაჭრილი მახათით კი არ მუშობენ, ყველაფერი აქვთ: სახაზავები, ფორმები, ყველანაირი ტექნიკა, რაც ამ საქმისთვის არის საჭირო.  მე კი ამ ყველაფერს ჩემი ხელით, გადაჭრილი მახათითა და ფანტაზიით ვაკეთებ და არასდროს არავისგან არაფერი არ გადამიღია. 

– როგორი შეფასებები მიიღო თქვენმა პირველმა ნამუშევრებმა?

– პირველმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა, თუმცა, მეხუმრებოდნენ, სიბერეში რა ნიჭი აღმოგაჩნდა, სად იყავი აქამდეო. ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა და უფრო გავთამამადი. ჩემი მეგობრის მეუღლეს სასტუმრო აქვს და, როდესაც მისი გახსნისთვის ემზადებოდნენ, წამიყვანეს; აბსოლუტურად ყველა ნომერი ვნახე, ჩავიწერე ფერები და, მერე, სურათებითა და ჩარჩოებით თითოეული ოთახის დიზაინი შევქმენი. დაახლოებით 25 ნამუშევარი იყიდა სასტუმრომ. ძალიან ლამაზი გამოვიდა, ორიგინალური, თემა ისევ და ისევ ყვავილები იყო. 

– როგორ ქაღალდს იყენებთ სამუშაოდ?

– ეს არის იტალიური ქაღალდი, პალიტრის, 220-გრამიანი, არ უნდა იყოს შეღებილი. უმაღლესი ხარისხის ქაღალდია. სურათის მოცულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დაახლოებით 3-4 დღე მაინც უნდა ერთ ნამუშევრს. როგორც ყაისნაღით მუშაობ ძაფზე, ასევე მუშაობ ქაღალდზეც. ძალიან ჩახლართული ფიგურებია... ჯერ ვიღებ ჩარჩოს და მის მიხედვით ვარჩევ ფერებს, თუმცა, თავიდან არასდროს ვიცი, რა გამოვა, მივყვები და მუშაობის პროცესში ვიღებ შედეგს. ქაღალდებს ბათუმში ვყიდულობ და ფერები სულ გამოვლიე. ჩემი გოგონა თურქეთში სწავლობს და ზოგჯერ მას ჩამოაქვს ან მე ჩამომაქვს. ყველას ვეხვეწები და ყველგან ვეძებ საკანცელარიო მაღაზიას. ჩემი მეუღლე პოლიგრაფისტია, ძალიან მეხმარება და მადლობა მას ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი არ ვარ, არასდროს მისწავლია ხატვა, ფერთა შეხამება ძალიან კარგად გამომდის. 

– ძირითადად რაზე გაქვთ შეკვეთები?

– სურათების გარდა, ვაკეთებ საქორწილო მოსაწვევებს; ასევე, მთხოვენ ნიშნობის სუფრის გაფორმებას – მეუბნებიან, მაგიდა როგორ ფერებშია და მერე მე ვაფორმებ; ლამაზი და ორიგინალური გამოდის. ერთხელ ჩემს გოგონას თმის სამაგრი გავუკეთე, ძალიან ლამაზი, ორიგინალური გამოვიდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. უბრალოდ, რადგან ქაღალდისგან მზადდება, მაინც დროებითია. სურათები კი დიდხანს ძლებს. „აბადოკები” გამოდის ძალიან ლამაზი; ვაკეთებ „სასალფეტკეებს“, აქსესუარებს. ერთ-ერთმა დიზაინერმა მთხოვა, იქნებ, ქსოვილზე იმუშაოო. არ ვიცი, ვფიქრობ და, ზოგადად, ბევრი იდეა მაქვს; უბრალოდ, მარტო ვმუშაობ და ცოტა რთულია. ერთი სურთი მაქვს, სადაც ქალია გამოსახული, რომელსაც საქორწილო კაბა ჩავაცვი – ძალიან ლამაზი გამოვიდა, ისევე, როგორც ბალერინა გოგონა. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, ქსოვილზეც შეიძლება გადატანა. ეიფელიც გავაკეთე და ძალიან ლამაზი გამოვიდა, ისევე, როგორც პეპლები, ყვავილების თაიგულები. სულ ვცდილობ, ახალ-ახალი რაღაცეები მოვიფიქრო. შიდა გულს ყოველთვის ძვირად ღირებული შპალერისგან ვაკეთებდი. ახლა ხავერდი გამოვიყენე და უფრო ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. შეიძლება, უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ, იმდენად ლამაზია, რომ მიღირს... დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი კედელზე. 

– უცხოეთშიც ხომ არ არის თქვენი ნამუშევრები?

– თბილისში ტურისტული სააგენტო ელოდება ერთ ქალბატონს ევროპის ქვეყნიდან და პირდად მისთვის ვამზადებ „მენიუს” – „სასალფეტკეებზე“, მოკლედ, ყველაფერზე იქნება მისი ლოგო დამაგრებული და ეს ლოგოც მე უნდა გავუკეთო, თავისი ინიციალებით. ალბათ, შემდეგ წაიღებს. ახლა სახლში 40 ნამუშევარი მაქვს. თურქეთიდან მივიღე მოწვევა – ქართული ასოციაციის ოფისი იხსნება და ჩემი ნამუშევრებით უნდა გაიხსნას. მინდოდა, ქართული ხაზით გავსულიყავი, ამიტომ, გავაკეთე ვაზი და საქართველოს რუკა, რომელიც ძალიან ორიგინალურია. ჯერჯერობით თბილისში არ ჩამომიტანია ჩემი ნამუშევრები, თუმცა, ბათუმში მაქვს შეკვეთები – ამაზე ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. 

– ალბათ, გაქვთ განსაკუთრებულად საყვარელი ნამუშევარი. 

– თბილისელი მეგობარი მყავს, რომლის მეუღლეც მონასტერში მუშაობს. როდესაც ის ათონის მთაზე მიდიოდა, საჩუქრად ჩემი ერთი ძალიან კარგი ნამუშევარი გავატანე. როგორც გავიგე, ძალიან მოსწონებიათ და დღემდე ათონის მთაზეა. შემდეგ იქიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამომიტანეს, რომელიც ჩემი ფანტაზიით მოვრთე და ძალიან მიყვარს. ბათუმში მეუფის რეზიდენციასთან ახლოს ვცხოვრობ. ჩემს მეგობარს, დედა თეკლას გადავეცი ნამუშევარი, რომელიც მეუფე დიმიტრის აჩუქა, რაც ძალიან მახარებს.

 

скачать dle 11.3