კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის სიმთვრალის კრიტერიუმი ჩვენს ქვეყანაში და რისი უფლება აქვს მთვრალ მძღოლს

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევებში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მძღოლი ავტომანქანის მართვისას, იმყოფება ალკოჰოლური ზემოქმედების მდგომარეობაში და როგორ უნდა გადაამოწმოს მძღოლმა პატრულის მიერ ჩატარებული ალკოჰოლური შემოწმების სისწორე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში, მიმართოს შესაბამის სამედიცინო-საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების, ანდა სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. 

კითხვა:   ვიმყოფებოდი რაიონში, სადაც გამაჩერა პატრულმა და შემამოწმა სიმთვრალეზე. დამიდგინდა ალკოჰოლის მიღების ფაქტი და ჩამომერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. არ ვეთნხმებოდი შემოწმების შედეგებს, მაგრამ ადგილზე არ იყო ექსპერტიზის ჩატარების საშუალება და ვერ შევძელი გადამოწმება. გთხოვთ, მაცნობოთ, ჩამეთვლება თუ არა მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩაუტარებლობა საპატიოდ ან როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მსგავს სიტუაციაში? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ ადგილზე არ არის შესაბამისი საექსპერტო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში, სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო-საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების, ანდა სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე, იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. 

კითხვა:  მნიშვნელოვან საქმეზე გადავადგილდებოდი ავტომანქანით, რა დროსაც გამაჩერა პატრულმა და შემამოწმა სიმთვრალეზე, დამიდგინდა მცირე ოდენობით ალკოჰოლის მიღება, მაგრამ რეალურად არ ვიყავი მთვრალ მდგომარეობაში. ჩავიტარე კანონის დაცვით საექსპერტო შემოწმება, რომელმაც დაადგინა, რომ მართლაც არ მქონდა მიღებული ალკოჰოლის ჭარბი ოდენობა. მიუხედავად გამართლებისა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გამო, ვერ მივედი დანიშნულ დროს საქმეზე, რამაც  ძალიან დამაზარალა. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

скачать dle 11.3