კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მყავს პუდელი, რომელიც ძილში ხვრინავს. როგორც ვიცი, ამ ჯიშს ხვრინვა არ ახასიათებს და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: მართალია, ხვრინვა არ ახასიათებს პუდელის ჯიშის ძაღლებს. ამიტომ, თუ თქვენი ძაღლი ხვრინავს, მაშინ ეს პრობლემაა, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს სასუნთქი გზების გამტარობის დაზიანებით. ამიტომ, თქვენი ძაღლი აუცილებლად უნდა ანახვოთ ვეტერინარს, რომელიც დაადგენს ხვრინვის გამომწვევ მიზეზს და გადაგიჭრით აღნიშნულ პრობლემას. 

კითხვა: ლეიშმანიოზისთვის ყველაზე საშიში რა პერიოდია და რა გამოვლინებები აქვს ამ დაავადებას?

პასუხი: ლეიშმანიოზის გადამტანია კოღო, ამიტომ ლეიშმანიოზით დაავადების ყველაზე საშიში ზაფხულის პერიოდია, როცა კოღო აქტიურია. რაც შეეხება დაავადების გამოვლინებას, ეს ხდება უმეტესად ზამთრის პერიოდში, რაც განპირობებულია დაავადებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით.  ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 6 თვემდე. ლეიშმანიოზისთვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია კანზე გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურე, ბეწვის ცვენა, ქერტლი, სპეციფიკური სუნი, თვალიდან და ცხვირიდან გამონადენი.

კითხვა: რამდენად შესაძლებელია ოსტეოართროზის განკურნება ძაღლებში?

პასუხი: სამწუხაროდ, ოსტეოართროზის განკურნება ბოლომდე შეუძლებელია. რადიკალური მკურნალობის ერთადერთი მეთოდია სახსრის შეცვლა ხელოვნური იმპლანტანტით, ენდოპროთეზირებით, რომელიც ძაღლებში კეთდება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დროს, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არაა ხელმისაწვდომი. კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენება სხვადასხვა სახის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და მსუბუქი ქონდროპროტექტორული მოქმედება (რაც სუსტად ამუხრუჭებს ოსტეოართროზის განვითარებას). ამ პრეპარატების თვითნებურად დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებები. თუ თქვენი ცხოველი კოჭლობს, ამის გამოწვევი მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ, აუცილებლად უნდა მიმართოდ ვეტერინარ ექიმს, რომელიც გამოიკვლევს თქვენს ცხოველს და შეიძლება, გამოიყენოს გამოკვლევის სპეციალური მეთოდები, ისეთი როგორიცაა, მაგალითად: რენტგენოგრაფირება, რის საფუძველზეც დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაუნიშნავს შესაბამის პრეპარატს საჭირო დოზით.

კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება, რომ მაცივარში მოთავსებული საჭმელი ძაღლს ვაჭამოთ? საუბარია ოჯახის საერთო საკვებზე.

პასუხი: უპირველესად, გააჩნია, რა საკვებზეა საუბარი, რადგან ყველა კერძის ჭამა, რასაც ოჯახის წევრები მიირთმევთ, ძაღლისთვის არ შეიძლება. საერთოდ, ოჯახის პირობებში დამზადებული წვნიანი თუ ის მაცივარში დევს, როგორც ადამიანისთვის, ასევე ძაღლისთვის ჯერ უნდა წამოადუღოთ, მერე გააგრილოთ და ისე აჭამოთ. საერთოდ, არც არის რეკომენდებული საერთო კერძის ჭამა ძაღლისთვის. როგორც წესი, თითქმის ყველა ოჯახში კერძს სანელებლებით აზავებენ. სანელებელი კი ძაღლისთვის არ ვარგა. გაითვალისწინეთ, რომ სანელებელი ძაღლებში ნაღვლის ბუშტის ანთებას და ღვიძლის გადაგვარებას იწვევს.

 

 

скачать dle 11.3