კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახერხებს ანა კოვაჩი ყაზახი მეუღლის ნათესავების გაოცებას და რატომ გადაწყვიტა მან ფსიქოლოგის კარიერის გაკეთება

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული მოდელი ანა კოვაჩი, რომელიც წლების წინ ისეთ სამოდელო სახლებთან მუშაობდა, როგორებიცაა „ელი სააბი“, „გოტიე“, „ლანვინი“, „შანელი“, აქტიურ სამოდელი საქმიანობას აღარ ეწევა, ყაზახეთში მას ძალიან საინტერესო და აქტიური ცხოვრება აქვს. გარდა იმისა, რომ სასიამოვნოდ ატარებს თავისუფალ დროს მეუღლესთან ერთად, ფსიქოლოგის სპეციალობასაც ეუფლება; მან უკვე ისწავლა ყაზახური ენა, ყაზახეთის ისტორია და, რაც მთავარია, მეუღლის ოჯახის წევრები არა მხოლოდ გარეგნობითა და ხასიათით, ქართული კერძების მომზადებითაც მოხიბლა. 

 

ანა კოვაჩი: ყაზახეთში ჩასვლამდე ხუთი წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, ამიტომ, არ გამჭირვებია ყაზახეთში ცხოვრება. თან, წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, ზოგჯერ – ორჯერ. მშობლებს, მეგობრებს ინტერნეტით სულ ვეკონტაქტები და, ერთი, რაც ყველაზე მეტად მენატრება, არის ქართული საჭმელი. აქ კი არის ყველაფერი, ქართული რესტორნებიც, მაგრამ, ქართული სულგუნი არ აქვთ, არადა, ძალიან მიყვარს. ამის გამო ნორმალური ხაჭაპური ვერ გამოვაცხვე, თან, მეგრული ხაჭაპური მიყვარს და აქაური ყველით  არ გამოდის ისეთი, როგორიც მინდა. ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს და, ზოგადად, უყვარს ქართული კერძები. ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრები იყვნენ ჩვენთან სტუმრად, მათ შორის – 87 წლის ბაბუა. ქართული სუფრა გავაწყვე, ხინკლები გავაკეთე და ძალიან მოეწონათ. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ჩემმა მეუღლემ ბაბუას უთხრა, კუჭების ჭამა არ არის საჭიროო. არადა, ბაბუას უფიქრია, რომ არ შევჭამო, ანას ეწყინებაო და შეჭამა. ყაზახური ნაციონალური კერძის – ბიშფარმაკის მომზადებაც ვისწავლე, რომელსაც აკეთებენ ცხვრის ან ცხენის ხორცისგან – ცომს ცალკე ხარშავენ, ხორცს – ცალკე და მერე ერთად მიირთმევენ. „ბიშფარმაკი“ ხუთ თითს ნიშნავს – წინათ ხელით ჭამდნენ ამ კერძს. ყაზახებს საკმაოდ საინტერესო კულტურა აქვთ; ისეთი არა, როგორიც ჩვენ, მაგრამ, მაინც საინტერესოა.

– მახსოვს, უნივერსიტეტში აპირებდი სწავლის გაგრძელებას.

– უკვე მეორე კურსზე გადავედი. ყაზახური ენაც ვისწავლე და გამოცდაც ჩავაბარე – 100-დან 85 ქულა ავიღე. ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო  უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ, სახელმწიფო უნივერსიტეტია. ეს პროფესია ყოველთვის მაინტერესებდა. რუსულ სექტორზე ჩავაბარე და, რადგან უცხოეთის მოქალაქე ვარ, ამიტომ, პირდაპირ მივედი და ნახევარი წლის საფასური გადამახდევინეს. ნახევარი წლის შემდეგ კი ყველა გამოცდა ჩავაბარე, 100-100 ქულა ავიღე და გრანტზე გადამიყვანეს, ანუ, ყაზახეთის სახელმწიფო აფინანსებს ჩემს სწავლას, რაც, როგორც შევიტყვე, პირველი შემთხვევა ყოფილა – აქამდე უცხოეთის მოქალაქისთვის ყაზახეთის სახელმწიფოს არასდროს გადაუხდია სწავლის საფასური. თავიდან, როცა ყაზახური ენის სწავლა დავიწყე, ცოტა გამიჭირდა და სხვა სტუდენტებს ჩამოვრჩებოდი – ადგილობრივები იყვნენ და მათ კარგად იცოდნენ ყაზახური, მაგრამ, ბოლოს გამოცდა მათ დონეზე ჩავაბარე. კიდევ, ვისწავლე ყაზახეთის ისტორია. 

– ალბათ, მეუღლესაც მოსწონს შენი არჩევანი.

– ძალიან მოსწონს და აინტერესებს. საინტერესო რაღაცეებს ვუყვები, თან, ტესტებს ვატარებ მასზე, მის მეგობრებზე, ნათესავებზე. დავალებებს რომ მაძლევენ, ხომ უნდა ჩავატარო ვინმეზე და, ყველა თანახმაა, ეხალისებათ. თავიდან ჩემი ჯგუფელი გოგონებიც ძალიან მეხმარებოდნენ, ძალიან კარგად მიმიღეს, მიხსნიდნენ რაღაცეებს. ლექტორებმაც იციან, რომ არ ვარ იქაური, ამიტომ, ცდილობენ დამეხმარონ, რთული კითხვები არ დამისვან. ისინი, ვინც ჩემთან ერთად არ სწავლობენ, მაგრამ ზოგჯერ ერთად გვიწევს ლექციებზე დასწრება, გაოცებულები მიყურებენ ხოლმე, უცნაურ კითხვებს მისვამენ. მე და ჩემი მეუღლე ყოველ საღამოს ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებსა და გეგმებს. მეც მაქვს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებული გეგმები: მინდა, ფსიქოლოგიური ცენტრი გავხსნა, ოღონდ, ბავშვებისთვის – ბავშვთა ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს. მაგრამ ჯერჯერობით შეუძლებელია, ხუთი წელი კიდევ უნდა ვისწავლო: ბაკალავრია და, შემდეგ – მაგისტრატურა. 

– თავისუფალ დროს სად გიყვართ ყოფნა? 

– კინოში გვიყვარს სიარული, ყოველ შაბათს მივდივართ. ძირითადად ფანტასტიკა გვაინტერესებს. ორივე დავდივართ სპორტდარბაზში, ოღონდ, ერთდროულად ვერ ვახერხებთ. კიდევ, ბუნებაში გავდივართ, ფოტოებს ვიღებ – ეს ჩემი კიდევ ერთი გატაცებაა. აქ არ არის ისეთი ლამაზი არქიტექტურა, როგორც თბილისში, მაგრამ, ლამაზი ბუნება აქვთ და კარგი ფოტოები გამოდის. ვცდილობთ, ხანდახან ერთად ვითამაშოთ ჩოგბურთი, მაგრამ, ზოგჯერ ცალ-ცალკე გვიწევს. საქართველოში ერთად ჩამოსვლა ვერ მოვახერხეთ – ვერ დავამთხვიეთ ერთმანეთს დრო. თუმცა, ჩემი ქმარი  ადრე  ორი წელი ცხოვრობდა საქართველოში და კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. ქართული სიტყვებიც იცის, რაღაცეებს ამბობს ხოლმე. რომ ვუთხრა, „მე შენ მიყვარხარ“ – გაიგებს.

– ცოტა ხნის წინ ერთად იყავით ევროპაში. როგორი დრო გაატარეთ? 

– იტალიაში წავედით ორი კვირით. ჯერ ვენეციაში ვიყავით, მერე – ფლორენციაში, შემდეგ კი – ზღვაზე. კარგად დავისვენეთ, გონდოლათიც ვისეირნეთ. 

– მახსოვს, ქორწილის გადახდას გეგმავდით. რა ხდება ამ მხრივ? 

– გვინდოდა, მაგრამ, ვერ მოვახერხეთ. ცოტა ხნის წინ, როგორც იქნა, ოფიციალურად დავინიშნეთ. დედაჩემიც დავპატიჟეთ, მისი ნათესავებიც. ჩემთვის ბევრჯერ უთხოვია ხელი, მაგრამ, ახლა ვენეციაში სიურპრიზი გამიკეთა – სყვარული ამიხსნა და ოფიციალურად მთხოვა ხელი. მე, როგორც პატიოსანმა გოგონამ, ვუთხარი, ჯერ უნდა დავფიქრდე-მეთქი. მან კი მითხრა: ან ახლავე მიპასუხე, ან ბეჭედი დამიბრუნეო. მოკლედ, კარგად ვიხალისეთ, ვიხუმრეთ, მერე კი აღვნიშნეთ. დედაჩემიც ჩემთან ერთად არის, უბრალოდ, ჯერ ვერ გაიცნო, რადგან, ჩემი მეუღლე მივლინებაშია წასული. რომ დაბრუნდება, აღვნიშნავთ. მისი ნათესავებიც აქ არიან და მერე ქორწილსაც გადავიხდით, ოღონდ, ზამთარში არა – აქ ძალიან ცივა. სხვათა შორის, ზამთარში მინდა თხილამურებზე დავდგე და ციგურებზე სრიალიც ვისწავლო. 

– სამოდელო კარიერას აღარ აგრძელებ?

– არ დამინებებია თავი. საქართველოში რომ ჩამოვედი, მამუკა კიკალიშვილის პროექტში მივიღე მონაწილეობა, ბოროტი ქალის როლი მქონდა და ძალიან კარგი გამოვიდა. მიხარია, რომ ქალბატონ იასთან და მამუკასთან ერთად დავგეგმეთ ეს გადაღებები. ყაზახეთში ამისთვის დიდად არ მცალია, თან, აქ ეს ბიზნესი დიდად არ არის განვითარებული. ზოგჯერ ძალიან მენატრება გადაღებები, ექსპერიმენტები, სტილის შეცვლა. 

– მახსოვს, შარშან, დაბადების დღეზე, მეუღლემ დიდი სიურპრიზი მოგიწყო. წელს როგორ ჩაიარა შენმა დაბადების დღემ? 

– მეორე დაბადების დღე მქონდა ყაზახეთში და სიურპრიზი მომიწყო – მითხრა, რომ ერთად უნდა აღგვენიშნა ერთ-ერთ რომანტიკულ რესტორანში, მაგრამ, შემდეგ სხვაგან წავედით, სადაც მეგობრები დაგვხდნენ. სახლი მთლიანად ყვავილებით და ბუშტებით იყო მორთული და ძალიან ლამაზი სანახავი იყო. მეც სიურპრიზი გავუკეთე დაბადების დღეზე – სახლში დავპატიჟე მისი მეგობრები, 50-მდე ბუშტი დაფრინავდა ოთახში, ძალიან ლამაზად მოვრთე. თან, თამადასთან ერთად, სხვადასხვა კონკურსი მოვიფიქრე და მხიარულად გავატარეთ დრო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მივლინებაში იყო და მძღოლი უნდა დახვედროდა, რომელსაც მეც გავყევი. აეროპორტში რომ დამინახა, ჯერ გაუკვირდა. მე მისი მეგობრები გაფრთხილებული მყავდა, რომ გზაში შამპანურითა და ბუშტებით უნდა დახვედროდნენ, მაგრამ, აგვიანდებოდათ და ამის გამო ხან რა მოვიფიქრე, ხან რა. გაოცებული მიყურებდა, ვერ მიხვდა, რა მჭირდა. მძღოლიც ფარებანთებული, ნელა მიდიოდა და ეკითხებოდა: ასე რატომ დადიხარო. მერე მისმა მეგობრებმა გადაგვიღობეს გზა და გადმოვიდნენ ბუშტებით, შამპანურით, ძალიან გაუხარდა. მხიარული და ხალისიანი ადამიანია, ყურადღებიანი და, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მის გვერდით ვარ. პოზიტიურ ადამიანთან ურთიერთობა და ცხოვრება ძალიან ადვილია. ალბათ, ბევრ მამაკაცს შეეშინდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, ანუ, გაუჭირდებოდა გოგონას გადაყვანა უცხო ქვეყანაში, მეგობრების, ოჯახის წევრების, საქმის გარეშე, მან კი ეს გააკეთა. ორივემ გავრისკეთ და ამ რისკმა გაამართლა. თან, ახლა უკვე ჩემი საქმე მაქვს, მეგობრები მყავს და ყველაფერი კიდევ უფრო ადვილია.

 

скачать dle 11.3