კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ცდილობს ქალი მამაკაცთა მოდგმაზე შურისძიებას და რატომ აკეთებს ამას სექსუალური მეთოდებით

თუ ქალმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ქმარს ომი გამოუცხადა, მამაკაცი მასთან აუცილებლად დამარცხდება – ეს გარდაუვალია. მხოლოდ ქალს აქვს უნარი, კაცს „წერტილოვანი“ დარტყმებით მიაყენოს ისეთი ზიანი, რომელიც მას წელში გატეხს და გაანადგურებს, დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენას, დაუქვეითებს თვითშეფასების უნარს და პიროვნულად დააკნინებს. კაცმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებამიღებული ქალი ძალიან საშიშია, რადგან, მან უკვე ზუსტად იცის, სად ატკენს მას ყველაზე მეტად. ამიტომ, კაცს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ, თუ ქალთან, მით უფრო – საყვარელ ქალთან ბრძოლას დაიწყებს, აუცილებლად წააგებს, თანაც, წააგებს ძალიან მტკივნეულად...

 

თინა (41 წლის): კაცები სულელები არიან. ჭკვიანები რომ იყვნენ, ეცოდინებოდათ, რომ საყვარელ ქალთან ბრძოლა არ უნდა დაიწყონ, რადგან, აუცილებლად წააგებენ, და, თანაც ძალიან მტკივნეულად. ქალები ძალიან საშიშები ვხდებით, როცა ომში გვითრევენ, თანაც, ქალურ თავმოყვარეობაზე დაბიჯებით. მამაკაცი ვერც კი ხვდება, რა შარში იგდებს თავს, როცა, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოწვევას გვიგზავნის.

– კი მაგრამ, ყველა ქალი ხომ არ არის მებრძოლი?

– არ დაიჯეროთ. კაცები სწორედ მანდ უშვებენ შეცდომას. ყველა ქალი მებრძოლია, თანაც, შეუპოვარი, თავგანწირული მებრძოლი. ეს კი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ, თვითონაც არ იცის, რა შეუძლია...

– კაცები არ არიან საშიშები, თუკი მათ ბრძოლას გამოუცხადებ?

– არც ისე. კაცები ბოთეები არიან და მათი შესაძლებლობები მათივე ფიზიკური ძალის იქით არ მიდის, უფრო სწორად – ვერ მიდის. მათი მოქმედების არეალი ძალიან შეზღუდულია და, ისევ მათთვის აჯობებს, ფრთხილად იყვნენ. ჭკვიანი თუა კაცი, ცოლს იმ კრიტიკულ წერტილამდე არ მიიყვანს, როცა ის უკვე ყველაფერზეა წამსვლელი.

– მაინც, რაზეა ქალი წამსვლელი?

– უჰ, არ მკითხოთ. გააჩნია, რა მიმართულებას აირჩევს შურისძიებისთვის. იმას არ ვამბობ, რომ ყველა ქალი აუცილებლად ღალატობს ქმარს, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ, ზოგი უფრო საშიშ მეთოდს ირჩევს და კაცს, პრაქტიკულად, ანადგურებს. მაგალითად, ართმევს ბიზნესს, აკოტრებს ფინანსურად, ანადგურებს მას მორალურად... ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. გეუბნებით, მთავარია, ქალი ბრძოლაში არ ჩაებას ქმრის წინააღმდეგ, თორემ, კაცი ყველა ვარიანტში მწარედ წააგებს, ისეთ საშინელ მარცხს იწვნევს, ცხოვრება აღარ მოუნდება. კაცების პრობლემა ის არის, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ ქალების შესაძლებლობებზე. აგდებით უყურებენ თავიანთ ცოლებს და ფიქრობენ, მე რასაც მინდა, იმას გავაკეთებ; როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ, ეს ხმასაც ვერ ამოიღებსო. ზოგიერთი ცოლი მართლაც მთელი ცხოვრება არ იღებს ხმას, მაგრამ, ყველა ადამიანი არაპროგნოზირებადია, ვინ როდის ამოიფრქვევა ვულკანივით, არავინ იცის, მით უმეტეს, როცა ქალზეა საუბარი. 

ძალიან უწყინარი და მორჩილი ცოლი ვიყავი საკმაოდ დიდი ხნის – თვრამეტი წლის განმავლობაში. ვზრდიდი შვილებს და ვუვლიდი, რომ იტყვიან, თვალებში შევციცინებდი ქმარს. თურმე არც ერთი მამაკაცი არ ყოფილა იმის ღირსი, რომ ცხოვრება მას მიუძღვნა. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ბედნიერი ვიყავი. მაგრამ, გვერდით დასაყრდენი და ერთგული მეგობარი კი არა, საერთოდ არავინ მყოლია. ვერ ვიტყვი, რომ ქმარი მატერიალურად არ უზრუნველმყოფდა – ყოველთვის იმაზე გაცილებით მეტი მქონდა, ვიდრე ნორმალური არსებობისთვის არის საჭირო, მაგრამ, ეს, თურმე, საერთოდ არაფერს ნიშნავს. კარგად მანამდე ვიყავი, სანამ მეგონა, რომ ქმარს ვუყვარდი და პატივს მცემდა.

– უცებ კი, გაიგეთ, რომ გღალატობდათ?

– არა, არაფერი მსგავსი. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როცა ჩემმა ქმარმა, ვითომ ხუმრობით, გამომიცხადა – მთელი ცხოვრება ჩემს გემოზე ვიცხოვრე და, მეცოდები, შენი ცხვირის იქით რომ ვერასდროს, ვერაფერს ხედავდიო. ეს წელიწად-ნახევრის წინ მოხდა და ლამის ენა ჩამივარდა, ისეთი მოულოდნელი იყო ეს განცხადება. მაგრამ, ამაზეც არ შეჩერდა, განგრძო თავისი იდიოტური მონოლოგი: უკვე ასაკში ხარ, მალე სარკეში ჩახედვის შეგეშინდება, ქალურ მომხიბვლელობას დღითი დღე კარგავ და მალე არც ერთი მამაკაცი ზედ აღარ შემოგხედავს. იყო მომენტები, როცა ეჭვი მაწუხებდა, არ გეღალატა ჩემთვის. ზოგჯერ მართლაც ახერხებდი ხოლმე მაგარ ფორმაში ყოფნას, რომ სექსუალური ქალის იმიჯი გქონოდა და მეც კი მიღვიძებდი ლტოლვას, მაგრამ, ახლა უკვე შემიძლია, მშვიდად ვიყო – შენგან საშიშროება აღარ არსებობს, მე კი ისევ მოვხიბლავ ქალებს, როცა მომინდება – დივიდენდები ხომ უნდა მივიღო, მთელი ცხოვრება რომ ვპახაობდიო... თითქოს ვიღაცამ მაგრად შემანჯღრია, მტკივნეულად და უხეშად. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს ქმარს საშინლად ვანანებდი ამას. ჩხუბი არ დამიწყია და სკანდალი არ ამიტეხავს – ამას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ, იმწუთშივე ომი გამოვუცხადე. როგორი საცოდავები და უსუსურები არიან კაცები ქალური შურისძიების წინაშე... პირადი მაგალითით კიდევ ერთხელ დავამტკიცე ეს ჭეშმარიტება. 

– რატომ არ მოინდომეთ, გაყროდით?

– რას ამბობთ! ამას სერიოზულად მეკითხებით? ორმოცი წლის ასაკში გავყროდი კაცს, რომელმაც ჩემი ცხოვრების თვრამეტი საუკეთესო წელი შეიწირა? რა სისულელეა! ის უნდა დასჯილიყო იმისთვის, რაც თქვა და რისი გაკეთების სურვილიც ჰქონდა. უკვე ვეღარავინ დამარწმუნებდა იმაში, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის არ უღალატია. რა თქმა უნდა, მღალატობდა.

– ამიტომაც გადაწყვიტეთ სამაგიეროს გადახდა?

– ეს არ იყო მხოლოდ სამაგიეროს გადახდის სურვილი. მე უნდა დამემტკიცებინა მისთვის, რომ უსარგებლო ნივთი არ ვიყავი – სწორედ ეს იყო ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი. ზოგადად, ქალმა კაცს არ უნდა მისცეს უფლება, აბუჩად აიგდოს, ფეხქვეშ არ უნდა გაათელვინოს ღირსება – ეს არის მთავარი პირობა, რომ ქალმა საკუთარ „მეს“ სცეს პატივი. მაშინ მას ყველა დააფასებს – ქმარიც და შვილებიც. ხელის ერთი მოსმით ჩამიყარა ქმარმა წყალში, რაც როდისმე გამიკეთებია. ისეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, მტერს რომ არ უსურვებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელმა, ახლობელმა და ძვირფასმა პიროვნებამ (ყოველ შემთხვევაში, მე ამის მჯეროდა) პირდაპირ მითხრა – შენ ვინ ხარ, ძველი კალოში, რომელიც არავის არაფერში სჭირდება; მე კი ყოველთვის შემიძლია, უკეთესის პოვნაო. ეს იყო შოკური თერაპია, რომელმაც თავისი შედეგი გამოიღო: ზუსტად ერთ თვეში, ჩემს ქმარზე თორმეტი წლით უმცროსი საყვარელი გავიჩინე და, შესაბამისად, ჩემს გარეგნობასაც მივხედე. მზრუნველი ცოლი და მისი ყოველდღიური „ბატალიები“ წარსულს ჩაბარდა. შვილებს იმდენად აღარც ვჭირდებოდი, თან, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩემი იმიჯის შეცვლას.

– შვილებმა იციან, რომ საყვარელი გყავთ?

– არა, ეს შვილებმა არ იციან. იცის ქმარმა და ჯერ ისევ გაოგნებულია – ვერ დაიჯერა, რომ ასეთი რამის გაკეთება შემეძლო. თავს ისე მოვუარე, გადავყევი ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილს და ძალიან შევიცვალე, ისე გამოვიყურები, ნაცნობიც და უცნობიც პირდაღებული მიყურებს.

– ქმარს პირდაპირ უთხარით, რომ უღალატეთ?

– ისე გავაკეთე, რომ გაეგო – ამას განსაკუთრებული მოხერხება არ სჭირდება. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ჩემი მხრიდან წარმოუდგენლად ცუდი საქციელია, შურისძიების მიზნით ლოგინში რომ ჩავუწექი უცხო მამაკაცს. მაგრამ, ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე. მე მომეწონა ეს ურთიერთობა, თანაც – ძალიან. თავი ისევ სასურველ ქალად ვიგრძენი. როცა აღმოაჩენ, რომ ქმარს არათუ საყვარლად არ უნდიხარ, მეგობრობაზეც „ვერ ქაჩავ“, რაღა გრჩება მეტი?! – უნდა დაუმტკიცო, რომ საყვარლადაც ვარგისი ხარ და მეგობრადაც. მე ეს გავაკეთე და სულაც არ ვნანობ. ჩემი ქმარი ჯერ განრისხდა, გადაირია... მერე დამემუქრა – გაგშორდები, საერთოდ ცარიელ-ტარიელს დაგტოვებ და მერე ნახავ, იმ შენ ლაწირაკ საყვარელს კიდევ თუ ენდომებიო. მშვიდად ავუხსენი, რომ 34 წლის მამაკაცი სულაც არაა ლაწირაკი, ის არის ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელსაც თავისი გზა უკვე ნაპოვნი აქვს, შემდგარია, მუშაობს და არავისზე არ არის დამოკიდებული. არც ცოლი ჰყავს და, შესაბამისად, მაქვს პერსპექტივა, უფრო სერიოზული ურთიერთობა მქონდეს მასთან. თანაც, ის ქონება, რომლის წართმევითაც მემუქრება ქმარი, თანაცხოვრების დროს გვაქვს შეძენილი, ანუ, ნახევარი ჩემია. როცა ეს ყველაფერი კარგად გააცნობიერა, ფერი ეცვალა და გაყრაზე სიტყვაც აღარ დაუძრავს... დადის გასუსული, კეთილად მიღიმის და ურთიერთობის გაჯანსაღებას ცდილობს. თან, სულ კუდში დამდევს, სულ რაღაცას იგონებს, რომ ჩემ გვერდით იყოს. მიხარია, როცა ვხედავ, როგორ იტანჯება – მან ეს ნამდვილად დაიმსახურა. ვინ არის ახლა „ძველი კალოში“?... ჩემმა შურისძიებამ „სექსუალური მეთოდით“ ძალიან გაამართლა. წავიდეს და ეძებოს ახლა ჩემზე უკეთესი ქალი, თუ აქვს კიდევ ამის თავი. ცხოვრება ხომ მიქცია ომად და, წააგო კიდეც ეს ომი.

 

скачать dle 11.3