კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის იპოთეკური სესხი აიღო 2013 წელს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 1967 წლის 25 აპრილსაა დაბადებული თბილისში. 1984 წელს თბილისის 56-ე საჯარო სკოლა დაამთავრა, 1991 წელს კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია ნათქვამი, ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი აიღო, თუმცა, რეალურად, ბ-ნ გიორგაძეს მაგისტრანტის დიპლომიც აქვს, რადგან იმხანად ბაკალავრიატი და მაგისტრატურა 5-წლიან ციკლში ერთიანად იგულისხმებოდა, 1991 წელს კი ევროპული მენეჯმენტის პროგრამა გაუვლია ბრიუსელში. მისი შრომითი ბიოგრაფია საზოგადოებრივ საქმიანობასაც მოიცავს (ეს ფაქტიც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია აღნიშნული, თუმცა, რეალურად, საქმიანობა სპორტულია). კერძოდ, 1983-1992 წლებში საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის წევრი იყო, ასევე, თბილისის „დინამოს” წყალბურთის გუნდისა  და საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი მაშინვე ჩინოვნიკურ უღელში ამოუყვია თავი: 1992-1993 წლებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტში მუშაობდა სახელმწიფო მრჩევლად; 1993-1994 წლებში საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტში გადაინაცვლა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსად; 1994-1997 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიაში“ დასაქმდა პროექტების მენეჯერად; 1998 წელს „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი გახდა (ამ პოსტს თვით 2014 წლამდე ინარჩუნებდა); 2001 წელს „ბი-ფი-არ პროდაქშენის“ პროგრამა „ხელოვნების მენეჯმენტის“კონსულტანტი იყო (თვით დიდ ბრიტანეთში); 2003-2005 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერობაც შეითავსა; ამის პარალელურად კი, 2005-დან 2014 წლამდე თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახლდათ; ხოლო, ამა წლის ივლისიდან საქართველოს კულტურის მინისტრის მძიმე პორტფელიც ჩაიბარა.

რაკი ბ-ნი გიორგაძის სამოხელეო კარიერა პირდაპირ მინისტრობიდან დაიწყო (გასული საუკუნის არეულ 90-ან წლებში გამოცვლილი წვრილ-წვრილი ჩინოვნიკობა არ ითვლება), მის მიერ პირველად შევსებული საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია, ბუნებრივია, 2014 წლით თარიღდება. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – ნინო ქომეთიანი, დაბადებული 1971 წელს; შვილი – ილია, დაბადებული 2012 წელს და გერი – ანდრია კურცხალია, დაბადებული 2003 წელს. რაც შეეხება ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას, მიხეილ გიორგაძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე (87 კვ. მ.), ნინო ქომეთიანს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (166 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი ფასანაურის ქუჩაზე. ასევე, მიხეილ გიორგაძე ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 104 021 აქციას – თითოეულის ღირებულებაა 0.01 ლარი. მასვე აქვს სამი ანაბარი, რატომღაც, „თი ბი სი ბანკში’, რომლებზეც, შესაბამისად, ინახავს 26 647 აშშ დოლარს, 2 000 ევროსა და 47 თეთრს. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, მიხეილ გიორგაძე იყო და ნაწილობრივ არის შპს „ისთერნ პრომოუშენის” პარტნიორი და დირექტორიც, 2012 წლიდან – უვადოდ; ააიპ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის განვითარების ფონდის პარტნიორი და დირექტორი – 2006 წლიდან უვადოდ; შპს „ინტერნეიშენალ ივენთის” პარტნიორი 2005 წლიდან და შპს „ისთერნ პრომოუშენის” პარტნიორი და დირექტორი 1998 წლიდან უვადოდ. შემოსავალი, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს მას მხოლოდ „ისთერნ ფრომოუშენის” დირექტორობამ მოუტანა – 40 988 ლარი. ამას გარდა, 2013 წელსვე, მიხეილ გიორგაძემ, როგორც შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის” ტექნიკურმა დირექტორმა, 51 146 ლარი მიიღო, როგორც შპს „ინტერნეიშენალ ივენთის” ტექნიკურმა დირექტორმა – 34 387 ლარი. თუმცა, 2013 წელს მიხეილ გიორგაძემ 2 იპოთკური სესხიც აიღო – 50 000 და 5 000 დოლარის ოდენობით (გამცემი ბანკი მითითებული არ არის); ნინო ქომეთიანმა კი 2013-ში 125 000 აშშ დოლარად გაყიდა ბინა და იმავე წელს 135 000 აშშ დოლარად იყიდა სხვა ბინა. 2014 წელს კი გააჩუქა მიწის ნაკვეთი, ოღონდ, უცნობია, ვის აჩუქა. 

 

скачать dle 11.3