კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აქ ხდება თავისუფლება“

კანონშემოქმედის სევდა

 

თუმცა პარლამენტის სხდომებს არ სწყალობს, რადგან ოკეანის გაღმა ეუფლება ცოდნა-განათლებას (ზედაც, ისე, რომ პარლამენტარის ხელფასს, დანამატიან სამგზავრო ხარჯებიანად ბოლო თეთრამდე იჯიბავს), აღმოჩნდა, რომ გულმა არ მოუთმინა და „კაზანტიპს“ მაინც ეწვია.

თუ მარიამ საჯაიას ასაკს გავითვალისწინებთ, მისი ეს სტუმრობა სავსებით ბუნებრივია (მოტივებით: „მეგობრებთან ერთად სიმღერა და ცეკვა…“). ამიტომ, შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა, ერთი ისაა, სოციალური ქსელით.

სახელდობრ, ყველაზე ნორჩი ხალხის რჩეული უბნობს შემდეგს: „მართლა კარგი იყო „კაზანტიპი“, ხოლო, რაკი კარგი ყოფილა, „კაზანტიპის რესპუბლიკის“ ორგანიზატორებს მადლობაც გადაუხადა.

ამის პარალელურად, თანატოლებსაც აკრიტიკებს: „ზოგი ამბობს, გართობა არ არისო… და ქობულეთში უკეთ ერთობა (?). მუსიკა, აპარატურა, განათება, შოუ, სიტუაცია, ყველაფერი უმაგრესია! ქართველი გოგოებისთვის უფასო…“

უფასო, როგორც ჩანს, არსებითი მომენტია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ფასიანი რომ ყოფილიყო, ქ-ნი საჯაია იქ, აბა, როგორ მოხვდებოდა?! ცოტა მორალურ მხარესაც შეეხო და დაგვმოძღვრა, როგორც ოკეანედალეულმა: „აქ ხდება თავისუფლება (იმ თუთიყუშის არ იყოს, თავისუფლება როგორ ხდება, ერთი ის მანახვა!), არავინ გაძალებს არაფერს და გარყვნილებას ვინ დაგაძალებს… უსმენ მუსიკას, ცეკვავ, იღებ ენერგიას და გამოსცემ პოზიტივს!“

იქვე კი, რაკი „კარტული სულ დაგავიწკდა, რაც მამამ პარიზში წაგიღო“, ერთი-ორი ინგლისურადაც შემოგვიძახა: „არ დამიწყონ ვიღაცებმა რატომ წახვედი, რომ გაიგონ, გაგიბაზრონ და ა.შ. Answ: გახსნილობა, გამჭვირვალობა, სიმართლე, პლუს we are young, we love freedom!“

ხოლო, თუ კანონშემოქმედი საჯაიას სევდას გავიხსენებთ, პარლამენტის სხდომებზე მოწყენილობაა და „კაზანტიპი“ ჯობიაო, იქნებ, ვინმე მადლიანმა ისიც დაასაქმოს „კაზანტიპის რესპუბლიკაში“, თავადაც მოდუნდებოდა და ჩვენი ნაწამები კანონმდებლობაც ამოისუნქავდა?! – 

скачать dle 11.3