კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაყრა

შენ რომ ჩემთვის მოგების 120 ოდენობა არ გადაგიხდია?!

 

მართალია, ისე დაგვებედა, რომ, ყველა ხელშეკრულება და ლამის ყველა ოფიციალური დოკუმენტი გრიფდადებული იყო, მაგრამ გასულ კვირას თბილისის მერიამ, რაკი ძველი შემადგენლობა ახლით შეიცვალა, „სი თი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა.

გაასაჯაროვა და გაირკვა, რომ უწინარეს სიცოცხლეს გავეყრებით, ვიდრე „სი თი პარკს“. იმას გარდა, რომ ხელშეკრულება სრულადაა მორგებული კომპანიის კომერციულ ინტერესებს (არადა, სავსებით ბუნებრივია, კომპანიას კომერციული ინტერესი ჰქონდეს, საკითხავიც ის არის, დედაქალაქის მთავრობა რატომ იქცა მათი სურვილების ამსრულებლად), აღმოჩნდა, რომ არც გრიფი „საიდუმლოდ“ ედო (ანუ „ისევ გაგვაცუცურაკეს“ – ).

ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი განმარტავს, რომ „ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არც რიგითი თბილისელებისა და არც მერიის ინტერესებს, დაწყებული თანხების ამოღებითა და განაწილებით, დამთავრებული იმით, თუ როგორ შეიძლება ხელშეკრულების მოშლა. ყველა ასპექტი გათვლილია იმაზე, რომ „სი თი პარკმა“ დაუმსახურებლად დააგენერიროს უზარმაზარი შემოსავლები, მოგება და თბილისის ხელმძღვანელობას არ ჰქონდეს საშუალება, შეაჩეროს ან შეზღუდოს ხელშეკრულება.“

შეზღუდვა და შეჩერება კი იმიტომ არ შეუძლია (არადა, 2024 წლამდე აქვს მოქმედების ვადა), რომ მაშინ „სი თი პარკის“ წინა წლის შემოსავალი უნდა გამრავლდეს 120-ზე და მიღებული თანხა თეთრ-თეთრ უნდა ჩავუთვალოთ.

იმის გათვალისწინებით, რომ მოწადინებული ადამიანი ჯვარდაწერილ მეუღლესაც კი ეყრება, სავარაუდოდ, ამ მუქთამჭამელთან ვადაზე ადრე დამშვიდობების სამართლებრივი გზებიც გამოიძებნება, ხოლო, თუკი საქმე საჯარიმო სანქციებზე მიდგა, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ მას დედაქალქის „სი თი პარკის“ საქმიანობით აღფრთოვანებული წინა მთავრობა გადაიხდის. – 

скачать dle 11.3