კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუხლუხოების გამპრიალებელი

„მისტრალები“ მაკვირვებსო

 

მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს დეცენტრალიზაცია (ანუ შელამაზებელი ფედერალიზაცია) ურჩია და გზაც კი დაულოცა საბაჟო კავშირისკენ, რასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, უკრაინის არმიის წინააღმდეგ სეპარატისტების გააქტიურება მოჰყვა (რფ-ის მხარდაჭერით), საფრანგეთის პრეზიდენტსაც აღმოხდა აღშფოთება: „თუ ცნობა რუსეთის სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურდება, ეს დაუშვებელია!“

ფრანსუა ოლანდი უფრო შორსაც წავიდა: „რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და დაარწმუნოს ისინი, რომ ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის პირობა მიიღონ.“

ბუნებრივია, რფ კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას თავისი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის, ანუ სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. 

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ თანამგზავრების მეშვეობით იმის დადგენაც კი შეიძლება, რა აწერია ასანთის კოლოფს, რომელიც, თუ ღმერთი გამიწყრა, საკუთარი სახლის ფანჯრიდან მოვისროლე, წესითა და რიგით, ჩვენი და უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა სულ თვალის ფერით იციან, რამდენი რუსი სამხედროა უკრაინის ტერიტორიაზე. – 

ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ საფრანგეთს კვლავაც არ უთქვამს უარი რუსეთისთვის „მისტრალების“ (თანაც – ორის) მიყიდვაზე, რთული სათქმელია, რა არის ბ-ნი ოლანდისთვის „დაუშვებელი“, როდესაც, იმავდროულად, თავად მუხლუხოებს უპრიალებს?! ანუ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ: ფიცი მწამს, ბოლო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „მისტრალები“) მაკვირვებსო.

скачать dle 11.3