კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უგონოდ შეყვარებული

ანუ ფარავს – არ ფარავს?!

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ცოდვილ სამყაროში ისეთი ამბები ტრიალებს, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, არათუ მსხვილი მოკავშირე – სუსტს და, რაც მთავარია, ვუყურებთ უკრაინის აწმყოს და ვხედავთ საქართველოს პერსპექტივას (თუ შეშფოთებების საბედისწერო წრეს თავი ვერ დააღწიეს ჩვენმა პარტნიორებმა), იმას გარდა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის  20 პროცენტი საფუძვლიანადაა ოკუპირებული, „ევრაზიული კავშირის“ თავმჯდომარე კვლავ თავდაპირველი ერთმორწმუნეობის ვერსიაზეა.

სახელდობრ, არჩილ ჭყოიძე დარწმუნებულია, რომ, ჯერ ერთი, რუსეთი ოკუპანტი არ არის და, მეორე და მთავარი – არავითარ შემთხვევაში არ აპირებს იარაღის ხელში აღებას ერთმორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ.

მომყავს ციტატა: „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევაჩეროთ ეს ომი. მე არ ავიღებ ავტომატს ხელში და მეორე ქრისტიანს არ ვესვრი.“

ერთი შეხედვით, თითქოს ბ-ნი ჭყოიძე პაციფისტი უნდა იყოს, მაგრამ, ნურას უკაცრავად (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „თუ დაიწყება ომი თურქეთთან ან აზერბაიჯანთან, მე აუცილებლად მოვკიდებ ხელს ავტომატს და ვიომებ, მაგრამ მე ჩემს გენეტიკურ მოძმე რუს მართლმადიდებელ ხალხს იარაღს ვერ ვესვრი.“

კაცია და გუნება, თუმცა, ოკუპაციის თავისებურ გაგებასაც გვთავაზობს: „ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს, სწორედ ეს ხალხია მოღალატე.“ თუმცა ისაა, რომ გვერდს ვერ უვლის რუსის ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტს: „რა თქმა უნდა, დღეს რუსეთის ჯარი დგას სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ჯარს ლეგიტიმაცია თავად საქართველომ მისცა სამშვიდობო ჯარების სახით (ვავა!!!!), აქედან გამომდინარე, რუსებს აქვთ უფლება, რომ იქ იყონ (ორგზის ვავა).“

მეტიც, ოკუპანტის რაობის საკუთარ, ორიგინალურ ვარიანტსაც გვთავაზობს: „ჩემთვის რუსეთი ოკუპანტად ჩაითვლება, თუ მიითვისებს ამ ტერიტორიებს. თუ ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არ შევიდა, ჩემთვის რუსეთი არ იქნება ოკუპანტი. ამჟამად რუსეთი ჩემთვის ოკუპანტი არაა.“

რასაკვირველია, როგორც წესი, სიყვარული ბრმაა, მით უფრო, რომ, ამ შემთხვევაში, აშკარაა გონების დაბინდვამდე სიყვარულის ფორმა, თუმცა ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას  კითხვას: ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ნეტავ, ფსიქიატრიას ფარავს?! – 

скачать dle 11.3