კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (159)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

რატომ სცემა მიშა ქორქიამ გულშემატკივარი და რა საჩუქარი მიართვეს ზურა დოიჯაშვილს კონცერტზე ბებიებმა

იგონებს ნიკოლოზ დერიუგინი

ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულსა და პატივისცემას გულშემატკივრებისგან და ჩვენს მოგებაში ხშირად სწორედ მათ შეუტანიათ დიდი წვლილი, თუმცა, ზოგჯერ სხვაგვარადაც ყოფილა საქმე. მაგალითად, მიშა ქორქიას ნაამბობიდან ვიცი, ერთხელ როგორ გამოიყვანა წყობიდან გულშემატკივარმა. თამაშის დროს ვიღაცას ცოლი შეუგინებია მისთვის. მიშას თამაში მიუტოვებია, აჭრილა ტრიბუნაზე, ასი კაციდან ის ტიპი ამოუცნია და კარგად მიუთეთქვავს. ჩვენს დროს ქალებიც ესწრებოდნენ ხოლმე თამაშებს. ერთხელ, ვხედავ, ერთი ქალი წამოხტა სტვენით, ქურქი გადაიხსნა და მკერდი მოიშიშვლა. ისე გავოგნდი, ბურთი სად ვისროლე, არ მახსოვს.  ერთ სახალისო ისტორიასაც გავიხსენებ: თამაშისთვის თავი მქონდა დანებებული და ბიჭებს ვავარჯიშებდი. ერთი მშობელი მოვიდა (სვანი)  და მეკითხება:  ბიჭი სოფელში მიმყავს, არ მინდა, ვარჯიშს მოსცდეს და, მითხარი, ფარი რა სიმაღლეზე დავუმაგრო, რომ ივარჯიშოსო. ვუთხარი, რაც საჭირო იყო. გადის ნახევარი წელი და მოდის ეს მშობელი  გაკვირვებული: ბიჭი ფარს ვეღარ სწვდება, რა მოხდა, ვერ ვხვდებიო. უკაცრავად და, ფარი სად დაამაგრეთ-მეთქი. ხეზეო. მერე, ამ ხნის განმავლობაში ხე არ გაიზრდებოდა-მეთქი?.. 

 

ზურა დოიჯაშვილის საჩუქარი

ფრუნზეში ვართ გასტროლებზე. კონცერტებზე აუარება ხალხი მოდიოდა. სრული „ანშლაგია“.

მოკუსკუსდა კულისების მხრიდან ერთი „ძერჟინსკის დროის“ ბებერი ქალი და „სინოკ-სინოკის“ ძახილით გადამკონცა.

– რაშია საქმე, „ბაბუშკაჯან“-მეთქი.

– ძალიან მინდა, ერთი რაცხა, – უარი არ მითხრაო, – ჩამირუსულა.

დამასხა სიმწრის ოფლმა, თან ახალცოლმოყვანილ მდგომარეობაში ვარ.

– რაა? – გავაღე პირი.

– მე და ჩემს დაქალს, დუსია კარპოვნას ფული არ გვაქვს, თქვენი კონცერტის ნახვა გვინდა და გვიშველე რამე.

იმწუთსვე შემაშრა ოფლი. მოვძებნე ორი სკამი და კულისებიდან ვაყურებინე ორ „ხლიჩს“ ჩვენი კონცერტი. რაც იმათმა მკოცნეს, არ ვიცი, როგორ გადავრჩი. ჯერ სადაა?

ახლა, მეორე დღესაც მომაკითხეს ამ „პანია ბებრებმა“ (კიდევ გვინდაო). სხვათა შორის, იმ კონცერტს მაშინდელი იქაური რაიკომის მდივანი ესწრებოდა თავისი აპარატით.

ყოველ ნომერზე მოდის თაიგულ-ყვავილების „წვიმა“.

ეს ორი ბებერი კი ზის თავისთვის.

რომ დამთავრდა კონცერტი, ეს ჩემი გულის „მურაზი“ სცენაზე გამოვარდა და „კომსომოლსკაია პრავდაში“ გახვეული რაღაც მომაწოდა.

– ჩტო ეტო, ბაბუშკა, მაია დარაგაია-მეთქი? – შევჩქვიფდი.

– პადაროკ, სინოკ... პადაროკო...  

და ახლა სცენაზე ხომ არ გავხსნიდი? კულისებში რომ გავედი და კონცერტი დამთავრდა, გავხსენი...

ჯერ ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი წავიკითხე:

„მოი დარაგოი პევეც... დარიუ ვამ კარტოშკუ... ცვეტოვ ნე დასტალა... პენსიონერკა...“

დამეწვა გული...

ყურადღების ამბავია, თორემ რაა კარტოფილი?

რაა ბატონო და, მოშიებული ბიჭები, მარილის გამოყენებით ძალიან გემრიელად დავაძეხით იმ კარტოფილს.

 

 

скачать dle 11.3