კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

ჯერ არც საადგილმამულო და არც სხვა ბანკებს დაეგოთ მახე სახლებისთვის, რომ ფარსადან ციციშვილმა შემდეგი წინასწარმეტყველური წარწერა გაუკეთა თავის სახლს:

„დღეს ჩემი ხარ, ხვალე სხვისა,

შემდეგ, მგონი, არავისა“.

***

ჩვენში ცნობილი სვიმონ გუგუნავა, „თამარიანის“ გამლექსავი და აკაკი ღამე მიდიოდნენ ერთად. გზაში სვიმონი გამოეთხოვა ამხანაგს და თავის სახლში შევიდა. აკაკიმ  კი გასწია ბალახვანისაკენ მარტოდ-მარტომ და ერთ ყრუ და ბნელ ქუჩაში რომ შეუხვია, წინ კაცი გადაუდგა და მიაძახა: 

– მოიტა, რაც ფული გაქვს!

– რა გაეწყობა, მაგრამ ერთი პირობით კი – ნახევარს დამჯერდი...

– მე პირობის არ ვიცი რა! მოიტა მალე სულ!

– შენი ნებაა, მაგრამ ჩემი ხელით კი არ შემიძლია, რომ მოგცე და შენ თვითონ ამოიღე.

მოძალადე მივარდა მწერალს, ჩაუყო ჯიბეებში ხელი, ვერა იპოვა რა და გულდაწყვეტით ჰკითხა: რომ ვერ მივაგენიო?

 – რა სულწასული ყოფილხარ, – მიუგო აკაკიმ, – მე ჩემს სიცოცხლეში სულ მაგ ჯიბეებში ვყოფ ხელს, ჯერაც არა მიპოვნია, შენ კი ერთ წუთს გინდა იპოვო? 

– რომ არა არის რა, რა ვიპოვოო?

– ეგ მეც ვიცოდი და მიტომაც შემოგაძლიე ნახევარი, რომ გულიც ნახევრად დაგწყვეტოდაო. – მოძალადეს გაეცინა და უთხრა:

– წადი და მეორედ აღარ გნახო უფულოდო.

– მადლობელი ვარ! ღმერთმა გისმინოს, რომ უფულოდ მეც აღარ მენახოს ჩემი თავიო, – მიუგო მწერალმა. 

ეს ამბავი სვიმონმაც გაიგო. შეწუხდა, რატომ არ გაგაცილეო და სხვათა შორის იკითხა:

– ვინ იყო ის შეჩვენებული, ეჭვი მაინც ვერ აიღეო?

– აქაური არ უნდა ყოფილიყო, ერთი, რომ მე ვერ მიცნო და თუ მიცნო, ჩემი ჯიბის იმედი რომ ჰქონდაო, – უპასუხა აკაკიმ.

скачать dle 11.3