კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქმნის ადამიანი სახლში აურას და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ბედ-იღბალზე

ბევრს აინტერესებს, როგორ შეიძლება, ადამიანმა თავისი კონკრეტული ქმედებებით შეიქმნას მომავალი, რა გავლენას ახდენს მასზე ციური სხეულები, მოქმედებს თუ არა პლანეტები, და მათზე მიმდინარე პროცესები ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, ბედ-იღბალზე, და შეგვიძლია თუ არა, ნეგატიური ენერგიის პოზიტიურად გარდაქმნა. ამ კითხვებით მივმართეთ, ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილს, რომელიც საქართველოში, ერთადერთი ასტრო-ეზოთერული ცენტრის ხელმძღვანელია.


თორნიკე ბიძინაშვილი: ასტროლოგია ეს არის გზამკვლევი იმისა, რომ ადამიანმა გააცნობიეროს ცხოვრებისეული სირთულეები და წარმატების მოპოვების გზები. ყველა უნდა იცნობდეს პირად ჰოროსკოპს, რათა ღრმად შეიცნოს საკუთარი პიროვნება, გააცნობიეროს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოახერხოს მატერიალურ სამყაროში რეალიზება და შეასრულოს თავისი კარმული მისია. რელიგია და ასტროლოგია ძველად განუყოფელი იყო. ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ინიშნებოდნენ ასტროლოგიურად. ყველა ჩვენს დიდ მეფეს ჰყავდა პირადი ასტროლოგი. დავით აღმაშენებლის აკადემიაში კი ვარსკვლავთმრიცხველობაც ისწავლებოდა. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასტროლოგია არ ეწინააღმდეგება რელიგიას. ის არ არის მკითხაობა ან ცრურწმენა. ასტროლოგია მიგვითითებს იმ პოტენციალზე, რაც ადამიანს დაბადებისას აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თავის შეცნობის ერთ-ერთი ფორმა, სამყაროს გარკვეულ კანონზომიერებებში გარკვევა.

– ცნობილია, რომ ადამიანზე მოქმედებს ყველანაირი გარემო, ამას ყველა  გრძნობს. მაგალითად, ზოგი სახლში თავს აფორიაქებულად გრძნობს, ზოგი კი – მშვიდდება, მაგრამ ამის გაცნობიერება და ახსნა, არ შეუძლია. რატომ?

– ყველაზე დიდ დროს ადამიანი სახლში ატარებს. თუ არ ატარებს, მის ცნობიერებაში სახლი მაინც ძირითადი საყრდენია – პირველი ყველაზე ახლო სამყაროა, რასაც ის ეხება თავისი აღქმით. და გასაგებია, რომ სწორედ სახლი თავისი ავეჯით, ნივთებით, იმ ენერგიებით, რასაც ეს ნივთები გასცემს, მოქმედებს ადამიანზე. კედლებიც კი, ცნობილი ფრაზებია: „კედლებს ყურები აქვს;“ „კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთო“... სინამდვილეში, ეს ლოგიკას მოკლებული გამონათქვამები არაა. სწორედ კედლებია მიმღები და შემნახავი იმ ადამიანების ემოციებით გაცემული ენერგიებისა, მასში მცხოვრებნი რომ გასცემენ. არის სახლები, რომელშიც სიმშვიდე და სიმყუდროვეა, არის სახლები, სადაც მძიმე აურაა და იქ დიდხანს ვერ ჩერდება ადამიანი. ამ სახლის აურას ქმნიან ადამიანები, მაგრამ იმას უკვე ვეღარ ფიქრობენ, რომ ეს აურა ყველაზე იმოქმედებს, ვინც კი მათ სახლში აღმოჩნდება. სინამდვილეში ეს მართლაც ასეა. ხდება ხოლმე, როცა ოჯახი გაყიდის სახლს და სხვაგან გადავა, მათი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება უკეთესობისა და უარესობისკენ.

– ნათქვამია, სახლის გამოცვლამ, ბედის გახსნა იცისო...

– დიახ, უძველესი დროიდან არსებობს ასეთი გამონათქვამი. კერძოდ, უძველესი დროიდან ეს ცოდნა არსებობს, ბევრ ადამიანს აქვს ბებიისგან და წინაპრებისგან ნასწავლი, ზოგიც ინტუიციურად ხვდება. მაგრამ, რომ გააცნობიეროს და თავად განსაზღვროს, რა, სად და როგორ ჯობია, ეს უჭირს. მაგალითად, ადამიანმა სახლში, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოს ავეჯი და განაახლოს ინტერიერი. ამის გაკეთება ნამდვილად კარგად და განმაახლებლად მოქმედებს ოჯახის წევრებზეც.

– იქნებ უფრო ზუსტად დაგვიკონკრეტოთ, როგორ მოქმედებს სახლში არსებული ნივთები ადამიანზე?

– გამოვიყენებ ერთ ფსიქოლოგიურ ტერმინს, რომელსაც „ღუზას“ უწოდებენ, ანუ მასტიმულირებელს, რაც ქვეცნობიერში აღწევს თავად ადამიანის მიერვე, გაუცნობიერებლად და მოქმედებს მასზე. ეს არის დიდი და რთული სისტემა, მაგრამ შეგვიძლია, წარმოდგენა, როგორ მუშაობს. ის, ყოველი ნივთის აღქმის აქტივაციის მომენტში ირთვება და აქტიურდება ყველაფერი, რასთანაც ეს საგანი ასოცირდება. მაგალითად, იასამნის სურნელი და ფერი ასოცირდება კარგთან, სასიამოვნოსთან, სასიხარულოსთან, გაზაფხულთან; დამჭკნარი და უსუნო ყვავილი კი –  ნეგატიურთან. გამარჯვებისას მოპოვებული თასი ან მედალი იმ გამარჯვებას და სიამაყეს, წარმატების გრძნობას გვახსენებს, რაც იმ მომენტში განვიცადეთ. დაჟანგებული და გამოუსადეგარი, დიდი ხნის გადასაყრელი საგნები კი, რომელიც არავის სჭირდება, ბუნებრივია, ცუდად იმოქმედებს. დიდი ძალა აქვს ფოტოსურათებსაც. შეიძლება, დიდი და ლამაზი ბუნების პეიზაჟმა სრულიად შეცვალოს ოთახის აურა, რადგან მისი შემხედვარე, შენში იმ ბუნებასთან დაკავშირებული ყველა ემოცია იღვიძებს. გარდაცვლილი ადამიანის ფოტო კი, 40 დღეზე მეტი არ უნდა იყოს სახლში. ფოტოებს ადამიანების გამოსახულებით, ფრთხილად უნდა შერჩევა. ყოველი შეხედვისას ის ადამიანი მოქმედებს როგორც „ღუზა,“ ანუ როგორც მასტიმულირებელი ემოციებისა. გარდაცვლილის ფოტო რომ დიდხანს ეკიდოს და ყოველ შეხედვაზე ადამიანს ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გაახსენდეს, გააგრძელოს გლოვა, ეს იქნება ნამდვილად არასწორი და არანაირად გამართლებული. გამართლებულია ცხოვრების ბედნიერი მოვლენების ამსახველი ფოტოები. მაგალითად, ბავშვის დაბადება, მეგობრებთან ბედნიერად გატარებული დღე, შვილის წარმატება ან ქორწილი. მხატვრული ტილო, ფერწერა, სურათი ან კედლის მხატვრობა სახლში, ხელს შეუწყობს სილამაზესა და ჰარმონიას მიმდებარე სივრცეში. მაგრამ, ასეთივე წარმატებით შეიძლება, რომელიმე ცნობილი მხატვრის აღიარებულმა შედევრმა დაამახინჯოს სახლის ენერგეტიკა. კარგი ფერწერა განსაკუთრებული სიმსუბუქითა და პოზიტივით ავსებს სახლს, აღვიძებს კეთილ აზრებს და დადებითი ენერგეტიკით მუხტავს გარემოს.

– ძველი ჩინური სწავლების მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაში, სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი საძინებელია. ადამიანი თავისი ცხოვრების სამ მეოთხედს სწორედ იქ ატარებს, ეთიშება გარე სამყაროს თავის საზრუნავებითა და პრობლემებით და ისვენებს, იძინებს და იკრებს ძალებს ახალი დღისთვის. როგორ მოვაწყოთ ეს ოთახი სწორად, რომ მომავალი დღე მშვიდი და წარმატებული იყოს? 

– ჯანმრთელი ძილი, ეს ისაა, რაც აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. ჩვენს ეპოქაში ეს ბევრისთვის ფუფუნებაა, სამუშაო გრაფიკისა და სხვადასხვა ღამის გასართობების გადამკიდე. თუმცა, გავიხსენოთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. ნებისმიერი თანამედროვე ახალგაზრდა ინატრებდა იმ ენერგიის ნახევარს, რაც მათ ჰქონდათ. ისინი, დაბნელებისას იძინებდნენ და მამლის ყივილთან ერთად დგებოდნენ. ეს არის სწორი ძილის გრაფიკი. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ირღვევა ჩვენი ჯანმრთელობა კომპიუტერთან ჯდომით და დროისა და გარემოს არაჯანსაღი მოწყობით, უნდა გვიკვირდეს, კიდევ როგორ შემოგვრჩა ის ენერგია, რაც გვაქვს. დღევანდელ გარემოსა და პირობებში, საძინებელი ოთახი მაინც უნდა იყოს ჰარმონიული და მშვიდი – ადგილი, სადაც დავისვენებთ. რაც შეეხება მის სწორად მოწყობას, მოგაწვდით მარტივ რჩევებს, კერძოდ, საძინებლის მოწყობა დაიწყეთ კოსმეტიკური დასუფთავებით. იზრუნეთ, რომ არ იყოს კედელზე ახეული ქაღალდი, ლაქები ან სხვაგვარი დაზიანება, თუნდაც წვრილმანი. ჭაღი უნდა იყოს სუფთა და ყველა ნათურა ინთებოდეს. გადამწვარი ნათურები და მკვდარი მწერები, რაც დროთა განმავლობაში ილექება ჭაღში, ნეგატიური ენერგიის დამგროვებელია. კარადიდან კი, ნუ დაგეგნანებათ და გადაყარეთ ძველი, უსარგებლო ნივთები. თუ თქვენი ძალისხმევა მიმართულია წარმატებისა და მატერიალური უკეთესობისკენ, მაშინ საძინებელში არ უნდა იყოს კუთხოვანი ტუმბოები ან სხვა ავეჯი. ყველა საგანს უნდა ჰქონდეს მომრგვალებული კუთხე. საწოლი უნდა იდგას კედელთან თავით, რომ ორივე მხრიდან საკმარისი ადგილი იყოს სამოძრაოდ. ფანჯარა კი, რომლიდანაც შემოდის სინათლე, უნდა იყოს სუფთა. მის რაფაზე მოათავსეთ ქოთნის ცოცხალი მცენარე, უმჯობესია, თუ თქვენს ზოდიაქოს ნიშანს ესადაგება.

ზოგჯერ, სახლში გვხვდება წვრილი და გრძელი დერეფნები. ეს კი ნეგატიური ენერგიის გასვლას, ხოლო დადებითის შემოსვლას უშლის ხელს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გავაფართოოთ ვიზუალურად მაინც ეს ოთახი. ამისთვის კი, შეიძლება, გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები: კედლები შეღებეთ ღია ფერებში. თუ ბუნებრივი არ გაქვთ, ხელოვნური განათება უნდა იყოს მუდმივად, რომ დერეფანი განათდეს. ეს დადებითად იმოქმედებს ენერგეტიკაზე. კედელზე აუცილებელია სარკის დაკიდება, ეს გაწმენდს ნეგატივს და დაეხმარება დადებით ენერგიას ცირკულირებაში.

მერწმუნეთ, თუ ამ სასარგებლო რჩევებსა და კანონებს გაითვალისწინებთ, საგრძნობლად შეიცვლება გარემო თქვენ გარშემო. ჩემი რჩევაა, ყველამ იცოდეს, რა გარემოში ცხოვრობს თვითონ და მისთვის ძვირფასი, საყვარელი ადამიანები – ისინი, ვისზეც პასუხისმგებლობა აკისრია და უნდა, რომ ბედნიერად ჰყავდეს.

 

скачать dle 11.3