კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდიდან ჩნდებიან საქართველოს ტერიტორიაზე ოსები, ქისტები, აფხაზები, სომხები და რა იყო მათი ჩამოსახლების რეალური მიზეზი

ეთნიკური ჯგუფი ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი ერთობაა, რომელიც არსებობს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავდება ადათ-წესებით, ენით, კულტურითა და რელიგიით. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ჭარბად შეხვდებით სხვადასხვა ეროვნების ხალხს: სომხებს, ოსებს, ქისტებს, აფხაზებს, აზერბაიჯანელებსა და სხვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისტორიკოს მიხეილ ბახტაძეს გავესაუბრეთ.

 

– ბატონო მიხეილ, როდის დაიწყო საქართველოში ოსების, ქისტების, სომხების, აფხაზებისა და აზრბაიჯანელების მასშტაბური მიგრაცია?

– საქართველოში ოსების თავდაპირველი შემოსვლა მონღოლთა და თემურ ლენგის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ველებზე ოსების დარბევამ და განადგურებამ განაპირობა. ამ შემოსევების შედეგად, ოსები იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და თავი  ცენტრალური კავკასიონის ხეობებში შეეფარებინათ. ოსები, დაახლოებით, მე-13 საუკუნიდან იწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას, თუმცა ეს არ იყო მასშტაბური ხასიათის. ამ პერიოდში ძალიან მცირე ნაწილი გადმოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. დავით  ულუს დროს, მე-13 საუკუნის 60-იან წლებში ოსების ორმა ტომმა გადმოლახა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. მონღოლებმა დავით ულუ აიძულეს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დაესახლებინა. ოსების ჩამოსახლება საქართველოში, ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი, ეგრეთ წოდებული, „მთის ჩამოწოლა ბარში,“  მათ დაიკავეს გორი. ამ ყოველივეს ხელს უწყობდა, ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე. გიორგი ბრწყინვალე იყო პირველი მეფე, რომელმაც გორი გაათავისუფლა ოსებისაგან.  მე-19 საუკუნიდან კვლავ დაიწყო მათი მიგრაცია. თუმცა ეს პროცესი უკვე სხვა მხრივ წარიმართა. ქართველმა მებატონეებმა ისინი საკუთარ სამფლობელოებში დაასაქმეს. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ბრძოლების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. აკლდათ მუშახელი, ჯარისკაცი და ასე შემდეგ. აქედან  დაიწყო მათი მასშტაბური დასახლება. ისინი ძირითადად მთისწინეთში ცხოვრობდნენ, ბარში  მცირე ნაწილი ბინადრობდა. 1921 წელს, საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლის შემდეგ, შეიქმნა ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომლის ცენტრად ცხინვალი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ცხინვალში, ოსების ძალიან მცირე ნაკადი ცხოვრობდა. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები შეადგენდნენ. ცხინვალი გამოაცხადეს ოლქის დედაქალაქად, მაშინ, როცა იქ 3 თუ 4 ოსი იყო სულ. ოსებმა ბარში ჩამოსახლება საბჭოთა კავშირის დროს დაიწყეს.  ქისტებთან  ურთიერთობა ყოველთვის გვქონდა იმიტომ, რომ კავკასიელი ხალხია. ისინი პანკისში დაახლოებით მე-18 საუკუნეში სახლდებიან. გადმოდიან ჩეჩნეთიდან და ბინას იდებენ  ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ, ძირითადად, მათ საცხოვრებელ ადგილს პანკისის ტერიტორია წარმოადგენდა. სომხები, რთული საკითხია იმიტომ, რომ ისინი სამხრეთიდან გვემეზობლებიან, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველოში ხშირად იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, ჩვენ ძლიერები ვიყავით თუ სუსტები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ყოველთვის შერეული მოსახლეობა იყო. მაშინ კონკრეტულ ხაზს ვერ გავავლებდით საქართველოსა და სომხეთის გასამიჯნად. რაც შეეხება სომხების დასახლებას არასასაზღვრო რეგიონში, მაგალითად, გორში, მათ დასახლებას საფუძველი დავით აღმაშენებელმა ჩაუყარა. ვინაიდან ისინი იყვნენ ვაჭარი ხალხი. ქართველები ვაჭრობას ნაკლებად ვეძალებოდით. იმ პერიოდში ეს სათაკილო საქმედ მიგვაჩნდა, სომხები კი პირიქით – არსებობის წყაროდ მიიჩნევდნენ. ქვეყანას სჭირდებოდა მოვაჭრეები და  დავითმაც შექმნა მათი ქალაქი. კონკრეტულად, როდის დასახლდნენ სომხები საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ ვიტყვით. ეს არის რთული საკითხი. დღეს სომხები, ძირითადად, დასახლებულნი არიან ჯავახეთის ტერიტორიაზე, ახალქალაქის რაიონში, აქ ისინი გაჩნდნენ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში. რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ ტერიტორიიდან ქართველები წასულიყვნენ  და სომხები ჩამოსახლებულიყვნენ. ქართველებს სურდათ, ჯავახეთში ზემო იმერეთიდან ჩამოესახლებინათ ხალხი, თუმცა ეს სურვილად დარჩა.  ჯავახეთი, ვითომ ეს იყო ძველი სომხური მიწა და ასე შემდეგ, ზღაპარია. ის არასდროს ყოფილა სასაზღვრო ტერიტორია და ყოველთვის ჩვენს ფარგლებში შემოდიოდა. ასევე, დავამატებ, რომ ჯავახეთში შერეული მოსახლეობა არ არსებობდა. სომხების ჩამოსახლება, ეს იყო რუსების გეგმა. მათ უნდოდათ საქართველოში ეთნიკური დემოგრაფიის შეცვლა. ამიტომ, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოასახლეს და შეურიეს ქართველებს. ესენი არ იყვნენ მარტო სომხები, მათ რიცხვში შედიოდნენ: პოლონელები, გერმანელები, სექტანტები და სხვა. 

თბილისში, რომ სომხური ბურჟუაზია იყო ძლიერი, ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. რუსებს ერჩივნათ, საქართველოში სომხური ბურჟუაზია ყოფილიყო, ვიდრე – ქართული. ბურჟუაზია ყოველთვის იყო ეროვნული მოძრაობის მედროშე, შესაბამისად, ქართული ბურჟუაზია, ადრე თუ გვიან, გახდებოდა ეროვნული მოძრაობის ლიდერი, რაც რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა. ამ ყოველივემ განაპირობა, რომ სომხების როლი თბილისში ძლიერი იყო.

– გავაგრძელოთ, აფხაზებსა და აზერბაიჯანელებზე რას გვეტყვით?

– ქართველი მეცნიერები დღემდე არ ვართ შეთანხმებულები, აფხაზების დასახლებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის აფშირებია, რომლებიც ანტიკურ წყაროებში მოიხსენიება თუ  აბაზგები, რომლებიც ქართულ წყაროებში წერია. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი საერთოდ სხვა ხალხია. ქართველი მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ანტიკურსა და ქართულ წყაროებში მოხსენიებული ხალხი ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე,  ვერ გეტყვით, თუ როდის ჩამოვიდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე. მეორე შეხედულების მიხედვით, დღევანდელი აფსუები, ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და თავიანთ თავს აფსუებს უწოდებენ, არ არიან შთამომავლები ძველი აფშირებისა. უკანასკნელი მოსაზრება, თავის დროზე პავლე ინგოროყვამ გამოთქვა, ანალოგიურს ფიქრობდა ნიკო ბერძენიშვილიც. ამის გამო დაიწყეს მათი დევნა და წიგნების განადგურება. ეს იყო კომუნისტების დროს, ნიკო ბერძენიშვილის წიგნი საერთოდ დაჭრეს. იმ ადგილებს იღებდნენ წიგნიდან, სადაც საუბარი იყო აფხაზებზე. ამ თეორიის მიხედვით, მე-17 საუკუნეში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება ადიღედან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ადიღეური ტომების ჩამოსახლება. აქაც იგივე პროცესია, რაც ოსების შემთხვევაში, ანუ „მთის ჩამოწოლა ბარში.” მთა ვერ იტევს მოსახლების დიდ რაოდენობას, ამიტომ  მიგრაცია ბუნებრივი პროცესია. ადამიანთა ჩამოსახლება ხდება ყოველთვის დაბლობისკენ, ბარისკენ. აფხაზეთის ზღვისპირეთის  დაცარიელების ერთ-ერთი მიზეზი იყო მუდმივი ბრძოლები, ოსმალთა შემოსევები, მათი ბატონობა... ისინი განსხვავდებიან იმ აფხაზებისგან, რომლებიც იყვნენ, დავუშვათ, მე-8 საუკუნეში. პირადად, მე პავლე ინგოროყვას მოსაზრებას ვემხრობი, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება, ვცდები და პირველი მოსაზრებაა სწორი. აფხაზებს, პავლე ინგოროყვას სახელის ხსენებაც არ უნდოდათ. ეს ორივე არის მეცნიერთა თეორია, რომლებზეც დღემდე არ არსებობს კონსენსუსი. აზერბაიჯანელები, ძირითადად ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იმ მხარეს ბორჩალოს ვეძახით, მათი ჩამოსახლება უკავშირდება შაჰ-აბასს. მან გიორგი მეათეს, მე-17 საუკუნის დასაწყისში, ქვემო ქართლის ტერიტორია ჩამოართვა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი ჩამოსახლება.

– როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ისტორია რა როლს ასრულებს პოლიტიკაში?

– ისტორიაში ყველაფრის ცოდნაა სავალდებულო: ვინ სად მოვიდა, რატომ მოვიდა და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. ისტორიული საკითხებით პოლიტიკური პრობლემები არ გვარდება. ჩვენ ვერ ვეტყვით ვერც სომხებს, ვერც ოსებს, წადითო. ისინი თაობებია, უკვე საქართველოში ცხოვრობენ და შეეზარდნენ ჩვენს ადათ-წესებს, უბრალოდ, მათ უნდა იცოდნენ, რა და როგორ იყო. საიდან აღმოჩნდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ამის ცოდნა მხოლოდ სხვა ეროვნების ხალხს არ მოეთხოვება. ეს, უპირველესად, ქართველმა უნდა იცოდეს.

– მიგრაციების დროს, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით რომელ პერიოდში იყო კრიზისული?

– მათი ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად ხდება მე-17 საუკუნიდან, არ ვგულისხობ აფხაზებს. ეს ის პერიოდი გახლდით, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოველმხრივ  სუსტი იყო. ეს მიგრაციაც ქვეყნის სისუსტემ განაპირობა. თუ ქვეყანა ძლიერია და ეკონომიკურად განვითარებულია, მაშინ მშვიდად ხარ და მოსახლეობის საკმაო რაოდენობაც გყავს, ადგილი აღარ გრჩება სხვა ერის ჩამოსასახლებლად. საქართველოს უჭირდა იმ პერიოდში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდები ვიყავით, პირიქით, ძალიან კარგები ვართ და ყველას იმიტომაც უნდა ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრება, არასოდეს არავის ვდევნიდით, ვინც კი თავს შეგვაფარებდა. ის ხალხიც აფასებდა ამას. ისინიც იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, როცა საჭიროება მოითხოვდა და  გვერდში გვედგნენ. 

 

скачать dle 11.3