კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აზიანებს არეული „რაზვალი“ სავალ ნაწილში

„რაზვალი” ჩემთვის გაღუნულ საბურავს და საჭის რომელიმე, ერთ მხარეს თვითნებურ სვლას ნიშნავს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი, ალბათ, ისე როგორც ნებისმიერი არაპროფესიონალი მძღოლის წარმოდგენა, მცდარი გამოდგა. მევლუდ მელაძისგან შეიტყობთ, თუ რა ტიპის „რაზვალი” არსებობს და როდის მიმართავენ პროფესიონალი მრბოლელები სპეციალურად „რაზვალს”: არაპროფესიონალი მძღოლისთვის სიტყვა „რაზვალი”, აერთიანებს ძალიან ბევრ გაუმართაობას, რომელიც სავალ სისტემაში ხდება. რეალურად „რაზვალი” სამი სახის არსებობს. ერთი, ეს არის ეგრეთ წოდებული „სხაჟდენიე”, რაც ნიშნავს ბორბლების ერთმანეთთან სისწორეში, გარეთ ან შიგნით, გაშლას. ამას კი  დავინახავთ, თუ ავტომობილს შორიდან პირდაპირ შევხედავთ. ანუ, თუ ბორბლები „დაელმებულია“, ეს ნიშნავს, რომ მას „სხაჟდენიე” აქვს. არსებობს „რაზვალი”, რაც ნიშნავს, რომ თუ ბორბლებს ზემოდან დავხედავთ, დავინახავთ, რომ მას ძირი გაწეული აქვს. არსებობს მესამე ფორმა – „კასტერი“, რომელსაც ჩვენ ასევე „რაზვალს” ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ ფორმა აქვს შეცვლილი ზემოდან დაშვებულ ძელს, რომელზეც ბორბლის ღერძია დამაგრებული. ეს ძელი წინ ან უკანაა გადახრილი და რომელ მხარეს იხრება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი არსებითად ცვლის ავტომობილის მართვას იმის მიხედვით, თუ რა სირთულის მოსახვევს გავდივართ. შეიძლება, მართვის დროს საჭეს ხელი გავუშვათ და ის მაინც სწორად წავიდეს, რადგან ეს გადახრილობა-გადმოხრილობა ისე დაემთხვეს ერთმანეთს, საჭემ სისწორე დაიცვას. მაგრამ, შეუძლებელია, „რაზვალის” სამივე ტიპი ვერ იგრძნოთ მოსახვევში – საბურავები წივილს დაიწყებს. თუ დახედავთ, ნახავთ, რომ საბურავები შიგნით არის გაცვეთილი და გარე მხარე მთელი აქვს, ან პირიქით. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე პარამეტრი დაირღვა. სხვათა შორის, „მერსედესს” სპეციალურად აქვს გადახრილი ძელი უკანა მხარეს, რისი წყალობითაც, საბურავი მოსახვევში შესვლისას, წვება, იკეცება და მას იდეალურად შეუძლია ერთი მოსახვევის გავლა. მაგრამ, ამის გამო, „მერსედესს” ერთდროულად რამდენიმე მოსახვევის გავლა უჭირს. მისთვის რთულია „სლალომის” გავლაც. 

– რა შეიძლება, „რაზვალის” სამივე ტიპმა დააზიანოს ავტომობილში?

– უამრავი რამ სავალ სისტემაში. უპირველესად, საბურავები, შემდეგ უკვე ეგრეთ წოდებული „პაჩებნიკი”, საკისარი და სხვა. მაგრამ ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების დარღვევაა, რაც ნიშნავს, რომ „რაზვალმა” შეიძლება, თქვენც დაგაზიანოთ. ის, რაც მანევრში ავტომობილს შეიძლება, დააკლდეს, ვთქვათ, მოუხვიეთ როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოხვევა არ გეყოთ, ან არასწორად შევიდა მანქანა მოსახვევში, ეს კატასტროფას გამოიწვევს. „რაზვალი” და მთელი ეს არეულ-დარეულობები შეიძლება, დაიწყოს რომელიმე სავალი დეტალის დაზიანებით და ის იყოს გამოსაცვლელი. მაგალითად, ეგრეთ წოდებული „რაზვალნი ვტულკა”, ანუ რეზინის გამჭედი, რომელიც უზრუნველყოფს ძელების მდგომარეობის შენარჩუნებას, ასევე „შარავოი”, „ნაკანეჩნიკი”, „ტიაგა” და სხვა. რომელიმე ამ ნაწილის მწყობრიდან გამოსვლა ავტომატურად იწვევს „რაზვალს”, რადგან მათი მოჭიმულობის, გადახრა-გადმოხრის დონით, რეგულირდება „რაზვალი”. შესაბამისად, თუ სავალ ნაწილში რაღაც კაკუნობს, ეს ნიშნავს, არის „ლუფტი” და რამხელაცაა ეს „ლუფტი”, ზუსტად იმდენია საბურავებს შორის ცდომილება. თან, ეს არასტაბილური ცდომილებაა – მუხრუჭზე, გაზის მიცემაზე ავტომობილი აბსოლუტურად არასტანდარტულად რეაგირებს, რამაც შეიძლება, ოდნავ მაღალ სიჩქარეზე მძღოლი დააბნიოს. თუ ადრე კონკრეტულ მოსახვევს ოთხმოცი კილომეტრ-საათში სიჩქარით გადიოდით, „ლუფტით” – სამოცდაათითაც გაგიჭირდებათ. „რაზვალს” ჩვეულებრივ ცხოვრებაში თითქოს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მაგრამ ამას უდიდესი როლი აქვს მართვისას. პროფესიონალები კონკრეტული ავტოდრომის, გზის საფარის, მოსახვევების მიხედვით ვცვლით ბორბლების მდგომარეობას, ანუ ვრევთ „რაზვალს” და გზის საფარს ვარგებთ საბურავების დახრილობას.

 

 

скачать dle 11.3