კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს აღნაგობა და აქვს თუ არა უფლება აღნაგობის უფლების მქონეს, გაასხვისოს აღნაგობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ აღნაგობის უფლების არსებობისას, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება; ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადით შეიძლება გაიცეს აღნაგობის უფლება და შესაძლებელია თუ არა აღნაგობის უფლების სამუდამოდ გაცემა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და არ უნდა აღემატებოდეს 99 წელს. შესაბამისად, აღნაგობის უფლების სამუდამოდ გაცემა დაუშვებელია.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ,  2010 წლის გადასახადებით დაბეგვრისას, შესაძლებელია თუ არა დღეს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის გამოყენება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღეისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

კითხვა:  ვართ დღგ-ის გადამხდელები. საგადასახადო შემოწმების დროს ჩვენ მიერ დაზუსტებული იქნა, რომ 2007 წელს ზედმეტად გადახდილი გვაქვს დღგ-ის გადასახადი. გთხოვთ, გვიპასუხოთ: იმის გამო, რომ დიდი დროა გასული, საგადასახადო ორგანოს რომ მოვთხოვოთ ზედმეტად გადახდილი თანხა, ჩაგვეთვლება თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ 2007 წელს ზედმეტობით გადახდილი დღგ-ის გადასახადი ჩაგეთვლებათ მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადში.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის საგადასახადო სანქციები შეიძლება დაუწესდეს გადასახადის გადამხდელ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა  იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრავი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 15 პროცენტის ოდენობით.

скачать dle 11.3