კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ათი ყველაზე საშიში

არსებობს მსოფლიოში ადგილები, სადაც ექსტრემის მოყვარულთა ყველაზე ავანტურისტ ტურისტსაც კი არ ვურჩევდით მოგზაურობას. ეს ადგილები ძალიან საშიშად არის მიჩნეული.

რეიტინგში ისინი ასე გადანაწილდა...

მე-10 ადგილი: დიდი ნაგვის ლაქა წყნარ ოკეანეში... აქ ნაგვის მთელი გორაკებია. პლასტმასის ბოთლებიდან დაწყებული, დამხრჩვალთა გვამებით დამთავრებული. ყოველწლიურად ნაგვის ლაქა დიდდება და გაცილებით საშიში ხდება. დღეს ის 700 ათასი კვადრატული კილომეტრისაა. სიღრმითაც რამდენიმე ათეულ მეტრეა ჩაწოლილი.

მე-9 ადგილი: შოტლანდიურ სოფელ მილტონში არის ხიდი – ოვერტოუნი. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ უცნაური აბმები ხდება. ძაღლები მოულოდნელად ხტებიან პარაპეტზე და თხუთმეტი მეტრის სიღრმიდან ძირს ვარდებიან. თუ რომელიმე ცოცხალი გადარჩა, ისევ ხიდზე ძვრება და იგივეს აკეთებს. ვერავინ ახსნა ძაღლების თვითმკვლელობის ფენომენი ზუსტად ამ ადგილას. ექსტრასენსებმა კი აღნიშნეს ამ ადგილის უჩვეულო ენერგეტიკა და თქვეს, რომ ზუსტად ამ ხიდზე გადის საზღვარი მკვდრებისა და ცოცხლების სამყაროს შორის.

მე-8 ადგილი: პრიპიატი – ქალაქი ჩერნობილის ოლქის მახლობლად, რომელიც 1986 წელს, რამდენიმე საათში დატოვა ათობით ათასმა ადამიანმა. დღეს ქალაქი-მოჩვენება ცარიელია და უამრავი ნივთი ისევეა მიტოვებული, როგორც გაქცევის დღეს... ქარი აჭრიალებს ცარიელ საქანელებს... ზოგიერთი ადგილი ახლაც კი სასიკვდილოდ რადიოაქტიულია. სხვათა შორის, ტურისტები იქ მაინც ჩადიან...

მე-7 ადგილი: იტალიურ კუნძულ პოვეგლიაზე მეთოთხმეტე საუკუნეში შავი ჭირით დაავადებული ადამიანები ჩაჰყავდათ. მათ გვამებს შემდეგ სპეციალური რაზმი წვავდა. კუნძულის ნიადაგი არაჩვეულებრივად ნაყოფიერია. ეს იმიტომ, რომ ნახევრად ადამიანის ფერფლისგან შედგება. 1922 წელს პოვეგლიაში ფსიქიატრიული კლინიკა ააშენეს. ავადმყოფები ჩიოდნენ, რომ მათ სისტემატურად აკითხავდნენ გარდაცვლილთა აჩრდილები. კლინიკის მფლობელი, ექიმი-ფსიქიატრი ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა. მას შემდეგ კუნძული უკაცრიელია.

მე-6 ადგილი: ალიკიგახარა – იაპონური ტყე თვითმკვლელებისა, რომელიც ფუძიამას წმინდა მთასთან მდებარეობს. ადამიანები აქ სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებლად მიდიან. ტყეში 35 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ყოველდღიურად 70-100 ჩამომხრჩვალს პოულობენ. ადგილობრივი ხელისუფლება წელიწადში ერთხელ ტყეში მოხალისეებს გზავნის, იქაურობის გვამებისგან გასაწმენდად.

მე-5 ადგილი: თურქმენეთში არის უზარმაზარი, გიგანტური გაზის კრატერი. ადგილობრივები მას „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ უწოდებენ. კრატერი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის მავნე გაზს გამოყოფს. გეოლოგებმა სცადეს, მისთვის ცეცხლი წაეკიდებინეთ და ამ გზით გაენეიტრალებინათ, მაგრამ შეცდომა დაუშვეს. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. კრატერი კი დღემდე ბოლავს...

მე-4 ადგილი: ეთიოპიის ჩრდილოეთით, უდაბნო დანაკილი – არანორმალურად საშიშია. ეს არის „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“. ორმოცდაათგრადუსიანი სიცხე, თითქმის გამდნარი ქვები ფეხქვეშ, გავარვარებული ქვიშით სავსე ორმოები... ერთი სიტყვით, ნამდვილი ჯოჯოხეთია.

მე-3 ადგილი: ამერიკის შეერთებული შტატები, ლუიზიანას შტატი, მანჩაკის ჭაობი. ის 1915 წელს საშინელი ქარიშხლის შემდეგ წარმოიქმნა. ბევრს სჯერა, რომ მის გაჩენაში ვუდუს ჯადოქრების ხელი ურევია. ჭაობის გარშემო კოშმარული ხმები ისმის. ისეთი, რომ ძარღვებში სისხლი გაგეყინება.

მე-2 ადგილი: „სიკვდილის გზა“ – ბოლივიაში. აქ ყოველწლიურად 200-300 ადაიმანი მაინც კვდება. ძალიან ვიწრო გზაზე ერთი მანქანისთვისაც კი არ არის ადგილი. 1930 წელს, როცა ეს გზა გააკეთეს, ვარაუდობდნენ, რომ სილამაზე, ტერასა ტურისტებს მიიზიდავდა. ასეც არის, მაგრამ ძალიან საშიშია – ან გაივლი მას, ან გადაიჩეხები.

პირველი ადგილი: ბირმის ნაპირების სიახლოვეს მდებარეობს კუნძული პამრი. პლანეტაზე ყველაზე საშიში ადგილია. აქ ყველგან ჭაობებია და თანაც, შენიღბული. ეს ჭაობები კაციჭამია ნიანგებითაა სავსე... ამით ყველაფერი ნათქვამი.

 

скачать dle 11.3