კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

მივდივართ მეგობრები აგარაკზე. ერთმა პატარა, 5 წლის ძმა წამოიყვანა, რომელსაც წყლის პისტოლეტი ჰქონდა და წავართვით, ყველას გვასველებდა. გზაზე პატრულმა გაგვაჩერა. პატარამ ტირილი დაიწყო:

– ძია, ამათ პისტოლეტი აქვთ!

კარგა ხანს პატრულის შეშინებულ თვალებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა საყვარლები არიან ბავშვები.

***

საზოგადოებრივი აზრი – ეს იმათი აზრია, ვისაც არ ეკითხებიან.

***

მახსოვს ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი, ფანტასტიკა მიყვარდა... შორეული მომავალი იყო აღწერილი, როდესაც საკვებს ქიმიურად ამზადებდნენ... ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი... მაინტერესებდა ეს რა იქნებოდა და ვწუხდი, ვერ მოვესწრები-მეთქი... მოვესწარი...

***

ჩნდება ფული – ჩნდება ქალი, ჩნდება ქალი – ქრება ფული, ქრება ფული – ქრება ქალი, ჩნდება ფული – ჩნდება ქალი... ეს მოჯადოებული წრეა...

***

– რა სახე გაქვს, რა გჭირს? ავარიის შემდეგ არ მომწონხარ...  – ეკითხება ერთი დეპუტატი მეორეს.

– უარი უნდა ვთქვა დეპუტატობაზე... ავარია მომივიდა იმ გზაზე, რისი გარემონტების დაპირებაც გავეცი. გადმოვვარდი და ზუსტად იმ საბავშვო ბაღის კედელს დავასკდი, რომლის დამთავრებასაც დავპირდი. მერე მოვხვდი საავადმყოფოში, რომლის აშენებასაც დავპირდი... 

– ეს, უბრალოდ, დამთხვევაა...

– დამთხვევაა თუ რა... ახალი მორგის დაპირებაც მოვასწარი...

***

ყველა ქალს ჰყავს ერთი კონკრეტული ვინმე მაინც, ვის გახსენებაზეც სურვილი უჩნდება, დათვრეს და მაგრად აგინოს...

***

მთვრალი ხარ, როდესაც მაცივარში ჯინსს ეძებ, აი „პახმელია“ კი – როდესაც მას სწორედ მაცივარში პოულობ.

***

შედის ახალგაზრდა აფთიაქში.

– თუ შეიძლება, ერთი პრეზერვატივი?

– მხოლოდ ერთი, – ეკითხება აფთიაქარი.

ბიჭი ჩაფიქრდა...

– კი, საღამოს გოგოსთან მივდივარ სტუმრად.... თუმცა, იყოს ორი, კარგი და ჰყავს... მესამეც მომეცი, დედაც შესანიშნავად გამოიყურება...

მივიდა საღამოს გოგონასთან... მთელი საღამო ხმა არ ამოუღია, პომიდორივით წითელი იჯდა. წასვლისას გოგონა ეკითხება:

– რა მოხდა, რამ დაგამუნჯა?

– არაფერი, უბრალოდ, არ ვიცოდი, რომ მამაშენი აფთიაქში მუშაობდა...

***

ქურდი კართან მივიდა, გასაღებების შეკვრა ამოიღო და კარის გაღება უნდა. უცბად გაისმა დინამიკის ჩხიკინი და გაისმა ხმა:

– გამარჯობა! მოგესალმებათ სისტემა „ჭკვიანი სახლი“. როგორც მივხვდი, თქვენ გასაქურდად მოხვედით. არ ინერვიულოთ, კარს მე გაგიღებთ – პატრონს ვერ ვიტან, სულ მეჩხუბება... კარი მართლაც იღება. ისევ ხმა:

– აიღეთ ტომრები – კართან მოამზადეს, ყველა ფასეულობა ერთადაა ჩაწყობილი, – მოამზადეს – გადადიან... მხოლოდ სწრაფად, ჩიპი თავისთავად ამოქმედდება და ერთ წუთში უკვე მილიციას დაურეკავს.

ქურდმა დაავლო ხელი ტომრებს და გაიქცა.

სამი საათის შემდეგ სახლში პატრონი ბრუნდება.

– გამარჯობა, უფროსო! ნაგავი გატანილია!

скачать dle 11.3