კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბადალაშვილი

გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და ტოლფასს ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, „ძეგლისდება” მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგივრად ლაშქარში მისი ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთი სხვა ხელობის მუშაკს. 

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან  გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53. არიან სხვაგანაც.

519 ბადალიანი: თბილისში – 269, მარნეულში – 81, ნინოწმინდაში – 77. არიან სხვაგანაც.

901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში – 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც. 

ელისაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელისა. გვხვდება, ასევე, სახელი ელისე, რომელიც ძველი ბერძნული სიტყვისაგანაა ნაწარმოები და ღვთისგან ხსნილს ნიშნავს.

1708 წელს მამუკა აბელაძისა და დათუნა კოსაძის მიერ არდაშელ ზუბულიძისადმი გაცემული დახსნილობის წიგნში მოხსენიებულია ელიოზ ელისაშვილი.

1721 წელს მოხსენიებულია ხოსროვანიშვილის ყმა, დათუა ელისაშვილი.

საქართველოში 706 ელისაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 278, გურჯაანში – 73, ბორჯომში – 44. არიან სხვაგანაც.

თოროზაშვილი-თოროზოვი

 გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოროზა.

არუთინა თოროზაშვილი შვილებთან ერთად მოიხსენიება 1843 წელს, დიდ თონეთში.

1843 წელს, პატარა თონეთის აღწერაში, მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თოროზაშვილი.

მოგვიანებით, თოროზაშვილები რუსული გაფორმებით, თოროზოვებად ჩაუწერიათ.

საქართველოში 86 თოროზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, გორში – 10, ბოლნისში – 8. არიან სხვაგანაც.

57 თოროზოვი.

გიგოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიგოლა, რომელიც ქართული წარმოშობისაა – ის გიორგის ან გრიგოლის შემოკლებული ფორმაა.

1721 წელს საბარათაშვილოში მოიხსენიება როსტომა გიგოლაშვილი. მეთვრამეტე საუკუნეში, ყმების აღრიცხვის სიაში მოიხსენიება ვინმე გიგოლაშვილი.

საქართველოში 1 329 გიგოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 324, ადიგენში – 214, გორში – 200. არიან სხვაგანაც. 

ხანდამაშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა ხანი, რომელიც თურქულ და მონღოლურ ენებზე სახელმწიფო მთავარს ნიშნავდა.

ხანდამაშვილები იყვნენ აზნაურები. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ ჩონჩხურსა და თაგუთში. იყვნენ, ასევე, უყმო ხანდამაშვილებიც.

1721 წლის აღწერით, ალავერნა ხანდამაშვილს, ყაფლანიშვილების მემამულეს, სოფელ თაგეთში ყმები ჰყავდა.

საქართველოში 42 ხანდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, თეთრი წყაროში – 13, გურჯაანში – 6.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3