კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახლის თითოეულ ოთახს თავისი დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში

ფერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია, დადებითი განწყობის შექმნა. ასევე, სახლის  თითოეულ  ოთახს თავისი დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორი განწყობის შექმნა გსურთ  და შემდეგ შეარჩიეთ სწორი ფერი. ნუ იჩქარებთ გლობალური ცვლილებების განხორციელებას, აჯობებს, დაიწყოთ პატარა, მაგრამ მიზანმიმართული ცვლილებებითა და სიახლეებით. თუ ახლა იწყებთ სახლის რემონტს გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, ხოლო, თუ უკვე მოწყობილ ბინაში ცხოვრობთ და ინტერიერის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, დაიწყეთ დეკორის ელემენტებით: შეიძინეთ ახალი დეკორატიული ბალიში, ახალი ბრა ან ჭაღი და თქვენ  ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით მიზანს.

მწვანე – ხის ფერია, რომელიც ასოცირდება გაზაფხულთან და ზრდა-განვითარებასთან.  ის განასახიერებს მშვიდობას, კურნავს სტრესისგან, ამცირებს სულიერ ტკივილსა და შფოთვას. მწვანე უხდება საძინებელს და, საერთოდ, იმ ოთახს, სადაც ადამიანი ისვენებს. ღია მწვანე ფერი იდეალურია საბავშვო ოთახისთვის. თუ მთლიანი ოთახის შეღებვა  არ გსურთ, მწვანედ, მაშინ, ამ ფერის ელემენტები შეიტანეთ ინტერიერში.

წითელი – ცხოვრებისეული ენერგიის განმასახიერებელი,  მკვეთრი და გამომწვევი ფერია; განაგებს სიძლიერესა და ვნებას. წარმატებით გამოიყენება საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად. ის ათბობს განწყობას და იქცევს ყურადღებას. გონებაში ეს ფერი, ასევე, ასოცირდება ცეცხლთან, სიცხესა და სიმდიდრესთან.  თუმცა, შეიძლება, სიმორცხვეზე  ან კონფლიქტურობაზეც მეტყველებდეს.  დაუშვებელია წითელი ფერის გამოყენება საბავშვო ოთახის მოწყობისას. თუ გსურთ, გქონდეთ მხურვალე და ვნებიანი პირადი ცხოვრება, გაამრავალფეროვნეთ საძინებელი წითელი ფერით. თუმცა, მთლიანად ნუ შეღებავთ, რადგან, შეიძლება, უძილობის მსხვერპლი გახდეთ. უმჯობესია, საძინებელი ჩალისფრად შეღებოთ და დეკორის წითელი  ელემენტებით მორთოთ.  ამ ფერთან არაჰარმონიულია შავი და ცისფერი – წყლის სიმბოლოს ფერები.

სტაფილოსფერი – წარმატებით მოიცავს წითელი ფერის სიძლიერესა და ყვითელი ფერის კეთილგანწყობას. მოაქვს წარმატება,  სიკეთე და კეთილგანწყობა. საბავშვო ზონაში პოზიტიური ენერგიის შემატება სწორედ სტაფილოსფრის საშუალებით შეგიძლიათ.  მას „განსწავლულობის ფერს“ უწოდებენ, ვინაიდან ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას,  ფანტაზიის უნარსა და წარმოსახვას. სასურველია, მისი გამოყენება ოფისებში, სასტუმრო და საკლასო ოთახებში. ის ხელს უწყობს გონებას, დიდი რაოდენობით აღიქვას და დაიმახსოვროს ინფორმაცია.

თეთრი – განასახიერებს ადამიანის წმინდა, უბიწო ზრახვებს. სახლში არ უნდა დომინირებდეს მხოლოდ თეთრი. „ფენ-შუის“ მიხედვით, ის საკმაოდ ცივ ფერად არის მიჩნეული. გაამდიდრეთ თეთრი კედლები სხვა ფერების საშუალებით და გაიფერადეთ ცხოვრება.

ცისფერი და ლურჯი – ცისფერი  ცისა და ოკეანის,  სიმშვიდის ფერია.  მას ძლიერი, დამამშვიდებელი  ზეგავლენა აქვს  და აღძრავს სამყაროს შეცნობის სურვილს. ლურჯი ფერი ამძაფრებს ინტუიციასა და ადამიანის სულიერ მისწრაფებებს.  თუ სახლში მედიტაციისთვის ცალკე ოთახი გაქვთ, მას ყველაზე მეტად ცისფერი ან  ლურჯი კედლები შეეფერება.  ეს ორივე ფერი ასევე იდეალურია აბაზანისთვის.

ყვითელი – მზის, აყვავებისა და წარმატების სიმბოლოა და განასახიერებს პოზიტივს.  მზის ენერგია სიცოცხლის დასაბამს აძლევს ყველაფერ მშვენიერს  ჩვენს სამყაროში:  მცენარეებს,  ცხოველებს, ადამიანს.  ყვითელი  აცოცხლებს ყველაზე უღიმღამო  დაწესებულებებს, ასევე განაპირობებს ადამიანში კეთილგანწყობასა და სიცოცხლის ხალისს. ეს ფერი აქტიურად გამოიყენება წარმატების მისაღწევად. შეიტანეთ ის თქვენს ბინაში სულიერი სიმშვიდის,  სითბოს, კარგი განწყობისა და პოზიტიური აზროვნების მოსაზიდად.  ყვითელი ფერი იდეალურია სასტუმრო ოთახის  გასაფორმებლად.  შეგიძლიათ, ღია ლიმონისფრად შეღებოთ მთლიანად ოთახი ან ყვითელი ფერის ელემენტებით გაამდიდროთ ინტერიერი როგორც სასტუმრო ოთახში, ასევე, სამზარეულოში. თუმცა, ის ნეგატიურია აბაზანისთვის.  ყვითელი, ასევე, სტიმულაციას უწევს გონებრივ შესაძლებლობებს.  ამ ფერის ტანსაცმელი ან აქსესუარები რეკომენდებულია მორიდებული ადამიანებისთვის.

ოქროსფერი – პატივისცემის და შენდობის ნიშანია. ამ ფერის სამოსს ჩინეთში მხოლოდ იმპერატორები ატარებდნენ, ასევე, მათი ნათესავები და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირები.  ამ ფერის თბილ ანარეკლს შეუძლია ადამიანის ცუდი განწყობის  შეცვლა.  მას მოაქვს ოპტიმიზმი და აძლიერებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას,  აღვივებს ადამიანში ყველა დადებით თვისებას.  ოქროსფერი ფულის ფერია,  წითელთან  შეხამებაში კი, ის სიმდიდრისა  და ბარაქის სიმბოლოა.  ინტერიერში ოქროსფერი ყველაზე ხშირად  სწორედ მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენება.

ნაცრისფერი იდეალურია მოსაცდელი ოთახისთვის და შემოსასვლელისთვის.

ყავისფერი სტაბილურობის  ფერია,  უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას.  კარგია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. იდეალურია სასადილო ოთახის,  სამზარეულოსა და საძინებლისთვის.

„ფენ-შუის“  მიმდევრები იასამნისფერს ჯადოსნურს უწოდებენ.  ის ძალაუფლებასა  და სიმდიდრეს განასახიერებს.  მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ მხარესთან,  აღვივებს ფანტაზიის უნარს,  აერთიანებს ენერგიულობასა და სიმშვიდეს. არ შეეფერება ისეთ ოთახებს, სადაც ადამიანი ისვენებს (გონებით და სხეულით). ამიტომ, ეს ფერი ყველაზე კარგად გამოავლენს თავს სიმდიდრის ზონაში, ბარაქისა და შემოსავლის გააქტიურებისთვის. თუ ზედმეტად მეოცნებე ნატურა ხართ, მოერიდეთ ამ ფერს.

скачать dle 11.3