კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის შექმნეს ქართველებმა პირველად სამკურნალო მელოდია და რა ძალა გააჩნია მუსიკალურ ბგერებს მცენარეების ნაყოფიერებისთვის

მეცნიერული გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუსიკალური ტექსტი ხშირად მაგიურ სიტყვებსა და მელოდიას შეიცავს, რომელიც ქვეცნობიერად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. მუსიკაში ჩადებულმა ძალამ, შესაძლოა, ადამიანის ზომბირებაც კი გამოიწვიოს – მუსიკალური ომი არანაკლებ საშიშია რადიაციულ და ქიმიურ ომებზე. როგორც მეცნიერი, უნივერსიტეტის ბიოორგანული კათედრის გამგე, პროფესორი, ბატონი რამაზ გახოკიძე ამბობს, მუსიკის მეშვეობით, შეიძლება, ისეთი სიბრძნეც გამოიხატოს, რომელიც ვერც ქიმიით, ფიზიკით და მხატვრობით გადმოიცემა. მისივე თქმით, ქართველებმა ერთ-ერთმა პირველებმა შექმნეს სამკურნალო მუსიკა. ბატონი რამაზი, ქიმიური კვლევის და უამრავი გამოგონების პარალელურად, კომპოზიტორიც გახლავთ. ის სამოცზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია.

რამაზ გახოკიძე: გენიალურმა აინშტაინმა თქვა: „მეცნიერულ აზროვნებაში მუდამ არის პოეზიის ელემენტი, ხოლო ნამდვილი მეცნიერება და მუსიკა აზროვნების ერთგვაროვან პროცესს მოითხოვს”. მე მუსიკოსი ვარ მაშინაც, როცა ლაბორატორიაში, ქიმიურ კოლბებში მოქცეულ ნახშირწყლებს ჩავკირკიტებ და როცა სახლში, მშვიდ გარემოში, ფორტეპიანოსთან ახალ მელოდიას ვქმნი. ადამიანი, ყველაფერს ხელოვანის თვალით უნდა უყურებდეს. თუ სულით ხელოვანი არ ხარ, ცხოვრება გაგიჭირდება და მნიშვნელოვანს ვერაფერს შექმნი. ჩემს გონებაში ურთულესი მოლეკულები, ფორმულები და მუსიკალური ბგერები, ყოველთვის ერთმანეთს ენაცვლება. 

– ესე იგი, მუსიკიდან იღებთ იმ იმპულსებს, რაც კვლევის დროს, ახალ მიღწევებში გეხმარებათ?

– დიახ, სწორედ მუსიკიდან ვიღებ იმ იმპულსებს, რაც ასე მეხმარება უფაქიზესი, ორგანული ნაერთების „ლამაზი” რეაქციების კვლევისას. ბევრი ადამიანისთვის კი, ის იყო გასაკვირი, მუსიკალური ჟღერადობა რომ მივანიჭე უფაქიზეს, ორგანულ ნაერთს – ცილას და ასე შევქმენი „სიცოცხლის ფუგა”. უფრო რომ დავაკონკრეტო, ერთ-ერთი ცილის ფრაგმენტის თითოეულ ამინომჟავას მივუსადაგე შესაბამისი ბგერა და მოხდა საოცრება – მივიღე ფუგა. აღმოჩნდა, რომ ყოველ ცოცხალ ორგანიზმს თავისი შესაბამისი – მხოლოდ საკუთარი, განუმეორებელი მელოდია აქვს, რომელიც თავად მასშია ჩადებული. თუმცა, შესაძლოა, უმცირესმა ცვლილებებმაც კი, ამ მელოდიის დისონანსი გამოიწვიოს. სიცოცხლის მატერიალური საფუძველი ცილაა. ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ცილა სპეციფიკურია და ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც მათ სახესხვაობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებას განაპირობებს. თუმცა, ცილა ცოცხალი არსების მხოლოდ სამშენებლო მასალა როდია, სტრუქტურული მრავალფეროვნების გამო, ის ბევრ სასიცოცხლო ფუნქციასაც ასრულებს. მათ მიეკუთვნება ბევრი ჰორმონი და ფერმენტი, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმში. ცილებია ტოქსინებიც – ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს წამლავს. მაგალითად, ულამაზესი პეპლის სხეულში შემავალი ცილა ერთი და იგივე ამინომჟავებისგანაა აწყობილი. განსხვავება ამინომჟავური ვარიაციების თანმიმდევრობაშია. ცილის შემადგენელი რომელიმე ამინომჟავის ადგილის მონაცვლეობა ან სხვა ამინომჟავით შეცვლა, იწვევს ცილის ფუნქციის ცვლილებას და შესაბამისად, ორგანიზმის მძიმე დაავადებებს. ცილების ქიმიურ ფორმულას, ხშირად ტექსტში ასოების ან სიტყვების თანმიმდევრობას  ადარებენ. მაგრამ, ეს არ არის პირდაპირი ანალოგია, რადგან სიტყვის ჟღერადობას პირობითი ხასიათი აქვს. ცილების სპეციფიკურობა, უფრო შეიძლება მუსიკას შევადაროთ, რაც მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ბგერათა შეხამებით მიიღება და უსაზღვროთ მრავალფეროვანია. ბუნებაში ბევრი ბგერაა, მაგრამ ყველა როდი ქმნის მუსიკას. ასევე, ბუნებაში არსებული ყველა ამინომჟავა, როდი გამოდგება ცილის „საშენ მასალად”. განსაზღვრული სისტემით ხდება როგორც ამინომჟავათა, ისე მუსიკალურ ბგერათა გადარჩევა და ჩამოყალიბება. მელოდია არ არის ბგერების შემთხვევითი თანახმიანობა. ასევეა, ცილაც. ის ამინომჟავათა შემთხვევითი ნაკრები როდია. მუსიკალური ნაწარმოები, ცილის მსგავსად, აგებულია მისი შემადგენელი ნაწილების განსაზღვრული თანაფარდობით, ანუ აქვს განსაზღვრული ფორმა. მუსიკალური ფორმის შემადგენელი ელემენტები წარმოქმნიან მელოდიას – მუსიკის საფუძველს. ამ ანალოგის საფუძველზე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ცილის მოლეკულის ჯაჭვში შემავალ თითოეულ ამინომჟავას განსაზღვრული მუსიკალური ბგერა შევუსაბამე და ერთ-ერთი ჰორმონის პირველადი სტრუქტურის შესატყვისი მელოდიის ჰარმონიზაციით, მივიღე მუსიკალური ნაწარმოები ფუგის სტილში. 

– ცნობილია, რომ მუსიკა ყველა ბიოლოგიურ ობიექტზე ზემოქმედებს და მას უდიდესი ძალა აქვს. მაგალითად, მცენარეები, წყალი, მწერები – სხვადასხვა მელოდიაზე სხვადასხვა რეაქციით რეგირებენ. ამაზე რას იტყვით?

– ახლა უკვე გასაკვიირი არ არის ეს ფაქტი, რადგან, უამრავი მსგავსი კვლევა ჩატარდა და ფაქტია, მუსიკა ყველა ბიოლოგიურ ობიექტზე ზემოქმედებს. მაგალითად, შეიქმნა მედიცინის განსაკუთრებული დარგი – მუსიკოთერაპია, რომლის მეშვეობითაც, უამრავი ადამიანი განიკურნა სხვადასხვა დაავადებისგან. რაც შეეხება მცენარეებს, ისინი  სხვადასხვაგვარად რეაგირებენ კლასიკურ ან როკ-მუსიკაზე, მაგრამ, უყვართ ბახის მუსიკა და მის მოსმენაზე მშვიდდებიან. კონკრეტულად, ამ დიდი, გენიალური გერმანელი კომპოზიტორის ღვთაებრივი მელოდიები, მცენარეთა ზრდის სტიმულაციას იწვევს. 

– ეს როგორ ხდება?

– ბახის მუსიკის მოსმენისას, მცენარეში ძლიერდება ფოტოსინთეზი და ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა, რამდენჯერმე იზრდება ვიტამინების შემცველობა, რის შედეგადაც, იზრდება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. 

– ამბობენ, რომ პირველი სამკურნალო მუსიკა, საქართველოში შეიქმნა. ასევე, მეცნიერული კვლევის შედეგად, დადგენილია, რომ ადამიანში, კოდის სახითაა მუსიკა ჩადებული. ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ, ეს მუსიკალური კოდი, ჩვენს, ქართვლების გენეტიკაში, გაძლიერებულია. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– დიახ, ქართველებმა, ერთ-ერთმა პირველებმა შექმნეს სამკურნალო მუსიკა, რიტუალური სიმღერები ინფექციური სნეულებებით – „ბატონებით” დაავადებული ბავშვებისთვის. მასში უდიდესი, მაგიური განკურნების ძალა იყო ჩადებული და უამრავი ბავშვი განიკურნა კიდეც. ყველაფერი ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუსიკა დაბადებისთანავეა ჩადებული ცოცხალ არსებაში და ორგანიზმის, როგორც ერთი მთელის, მოდულაციას ახდენს. საკმარისია, უმცირესი ცვლილება გენეტიკური კოდის პარტიტურაში, რომ გენი პათოგენური გახდეს. ეს თავის მხრივ, გამოიწვევს ერთი ამინომჟავას შეცვლას მეორეთი, რის გამოც ნორმალური ცილა ანუ მელოდია, ავადდება და ჩნდება დისონანსი ორგანიზმში. ჩემი აზრით, თუ მუსიკა ბიოლოგიურ სისტემათა ორგანიზაციის საერთო პრინციპია, მაშინ ის შეიძლება, ორგანიზმის მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკის ინსტრუმენტიც კი გახდეს და ეს სენსაცია არ არის. ისე კი, მეცნიერული კონცეფციის ლოგიკა მუსიკალურ ნაწარმოებთა მსგავს შეგრძნებას იწვევს. აინშტაინის აზრით, სივრცისა და დროის ის სტრუქტურა, რომელიც მის ფიზიკურ თეორიებში იყო წარმოდგენილი, დასაბამს მოცარტის მუსიკიდან იღებს. 

скачать dle 11.3