კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

გაიქეცით ერთად!

 

ზაფხული იდეალური დროა ძველი რომანტიკის დასაბრუნებლად. შეგიძლიათ, მეუღლე სულ სხვა თვალით დაინახოთ; ცოტა ხნით აღარ იფიქროთ ყოველდღიურ პრობლემებზე და გაექცეთ რუტინას. შვებულების დღეების ერთად გატარებას ბევრი ხიბლი და პლუსი აქვს: ერთბაშად აღმოაჩენთ, რომ ბედნიერები ხართ, რადგან გყავთ ერთმანეთი. წინასწარ შვებულების დაგეგმვა წარმატებული დასვენების მთავარი პირობაა. მთავარი იდეა ურთიერთობაში სიახლის შეტანა უნდა იყოს. „წავალ, დავისვენებ!” – ასე მარტივი არ არის. უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი, გარემო და დასვენების სტილი, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. ნუ გაიმეორებთ იმ ტიპურ შეცდომებს, რომლებსაც ასეთ დროს უშვებენ ხოლმე. გასაგებია, რომ ერთფეროვნებისა და დაღლილობისგან გაქცევა გინდათ, მაგრამ, ამ ყველაფერს ერთად უნდა გაექცეთ. უპირველესად, ნუ დაელოდებით იმას, რომ მეუღლე ამ რამდენიმე დღეში ისე შეიცვლება უკეთესობისკენ, რომ გაგაოცებთ. პარიზშიც რომ წახვიდეთ, თუ მისთვის უცხოა ვახშამი სანთლების შუქზე, ვარდის ფურცლების თანხლებით, არ გააკეთებს ამას და ნურც მოსთხოვთ. თუ ქმარს უყვარს მაღაზიებში სიარული, მაშინ, თამამად შეარჩიეთ ისეთი ადგილი დასვენებისთვის, სადაც „წაიშოპინგებთ” კიდეც. ექსკურსიები და სამოგზაურო ტურებიც ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევით უნდა დაგეგმოთ. მთავარია, არ ჩავარდეთ უკიდურესობებში და ორივემ მართლაც სიამოვნება მიიღოთ დასვენებისგან.

 

ნუ აქცევ

კონფლიქტს პრობლემად!

 

ყველაზე შეყვარებულ ადამიანებს შორისაც კი წარმოიშობა ხოლმე კონფლიქტები და ეს ნორმალურია. მთავარია, ტრაგედიად და პრობლემად არ აქციოთ. კონფლიქტს, უმეტეს შემთხვევაში, გაუგებრობები იწვევს – როცა ადამიანებს რაღაც საკითხებში ერთმანეთის არ ესმით. არასდროს დაგეზაროთ, ესაუბროთ პარტნიორს.  ყველა ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ, რომ კონსტრუქციული, მშვიდი საუბრით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება, მით უმეტეს, როცა პარტნიორებს შორის სიყვარულია. დიახ, მამაკაცი და ქალი ხშირად ლაპარაკობს სხვადასხვა ენაზე, რადგან ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთ და იმავე სიტუაციაშიც, შესაბამისად, განსხვავებულად იქცევიან. ზოგჯერ მამაკაცის საქციელი არაადეკვატურადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ, ამან არ უნდა გაგაღიზიანოთ. ალბათ, გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება და მაინც,  ძალიან უნდა შეეცადოთ. ურთიერთობის სადავეები ნამდვილად თქვენს ხელშია. უმთავრესია პატივისცემის გამოხატვა მეორე ნახევრის მიმართ. თუ მის საქციელში რამე ძალიან არ მოგწონთ, შეგიძლიათ, კონსტრუქციულად აუხსნათ. მისი დამცირება, დაცივნა და, მით უმეტეს – გალანძღვა, ძალიან დიდი ნეგატივია, რომელსაც უნდა მოერიდოთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის პატივისცემას არ დაკარგავთ, სიყვარულს შეინარჩუნებთ. კიდევ, უნდა ისწავლოთ ერთმანეთით აღფრთოვანება თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანების გამო... და, გახსოვდეთ: უნაკლო არავინ არის და შეცდომებსაც ყველა უშვებს. კონფლიქტი სერიოზულ სახეს მაშინ მიიღებს, როცა მის გადაკეთებას შეეცდებით, თანაც, უხეში ფორმებით...

 

კომუნიკაციის თავისებურებები

 

ქალებს გვაოცებს და ვერ ვიგებთ, რატომ არ უყვართ მამაკაცებს ჩვენთან გულითადი საუბარი, რატომ გვიზიარებენ თავიანთ აზრებსა და გეგმებს იშვიათად. ზოგს მაინც, სიტყვები ძალით უნდა „ამოაძრო“ პირიდან. ემოციებსაც რომ თითქმის არ გამოხატავენ, ესეც ხომ ფაქტია. მაგრამ, ნუ იფიქრებთ,  რომ თქვენი მეორე ნახევარი პატივს არ გცემთ ან არ უყვარხართ; უბრალოდ, მამაკაცები იმის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რაც ქალებისთვის მნიშვნელოვანია. თუ მამაკაცი მაინც „იხსნება“ და იწყებს საუბარს პრობლემაზე, რომელიც მას აინტერესებს, უნდა იცოდეთ, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენგან ელოდება ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და თანადგომას. მამაკაცებს უყვართ კონკრეტიკა და ამასთან შეგუება მოგიწევთ, თუმცა, ნამდვილად გამაღიზიანებელია. ნებისმიერი პრობლემის მიმართ კაცებს საკუთარი, ორიგინალური და განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ისინი მათ განიხილავენ, როგორც უსიამოვნებას, რომელიც კი უნდა მოგვარდეს, მაგრამ, არ ჩქარობენ. ასეთ დროს ქალის ამოცანაა, მხოლოდ გაამხნევოს, არ შეეკამათოს და არ გაკიცხოს უმოქმედობისთვის. უბრალოდ, მოისმინეთ და თავი დაუქნიეთ. არ გაბრაზდეთ, თუკი ხვდებით, რომ მას თქვენი აზრი საერთოდ არ აინტერესებს. აქტიურ ჩარევას არ გირჩევთ, თუ ის თავად არ გთხოვთ ამას და მაშინაც შეეცადეთ, არ მოახვიოთ თქვენი აზრი, თორემ, არ გაუჭირდება, თუკი შედეგი სასურველი არ იქნება, ყველაფერი თქვენ დაგაბრალოთ...

 

ის, რაც გვჭირდება...

 

ის ნელა გიახლოვდებათ, მხრებზე ხელს გხვევთ და ნაზად გკოცნით... სიტყვებს მნიშვნელობა უკვე აღარც აქვს, ისედაც გასაგებია, რასაც გეტყვით: „მიყვარხარ, ჩემო კარგო... ჩემო გოგონა”... რომც არაფერი თქვას, მთავარი მისი საქციელი და მზერაა – ასეთ დროს შეუძლებელია, მაქსიმალურად არ გამოავლინოთ ქალური სისუსტე – არ მიეყრდნოთ მას მხარზე და ჯარისკაცივით წელგამართული დარჩეთ, თითქოსდა საბრძოლველად განწყობილი... ყველა ქალს სჭირდება გვერდით მამაკაცური ძალის შეგრძნება და ის მას ბუნებრივად მიიღებს, მაგრამ, აქვთ კი მამაკაცებს უნარი, იყვნენ მცველები და დასაყრდნობები ქალური სისუსტისა?! ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიოცნებია სიტუაციაზე, როცა შეგვიძლია, ვიყოთ ძალიან სუსტები და ბოლომდე მივენდოთ მამაკაცის ძლიერ მხარს. რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება ამ თითქმის ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სულ უფრო ძნელდება საერთო ენის გამონახვა ერთ დროს ძალიან საყვარელ ადამიანთან. კიდევ უფრო ძნელია, გამოიჩინო სისუსტე, რადგან, იცი, რომ ამ სისუსტეს ვერ გაიგებენ, ან, თუ გაიგებენ, უპასუხოდ დარჩება. მამაკაცებიც ხშირად ვერ ბედავენ აქტიურობას – ისინი ჩრდილში დგებიან და ელოდებიან, როდის დავუძახებთ. საერთო ენის გამონახვა და კომუნიკაცია – აი, ეს არის ის, რაც დღეს ჭეშმარიტად გვჭირდება...

 

შთააგონე და მიიღე!..

 

ძლიერი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს ქვეცნობიერში სურვილი, ჩაიდინოს საგმირო (ან რაიმე განსაკუთრებული) საქმე იმ ერთადერთი არსებისათვის, რომელიც უყვარს და ამას მეტწილად საკუთარი პრესტიჟის ასამალებლად გააკეთებს, რომ დაუმტკიცოს ქალს, როგორი ძლიერი, ყოვლისშემძლე და საიმედოა. მაგრამ, ქალბატონების უმრავლესობა უკვე შეეჩვია თავისი პრობლემების საკუთარი ძალებით მოგვარებას და, ამიტომ, იშვიათად აუწუწუნდება კაცს და სთხოვს დახმარებას. მამაკაცებს კი თხოვნის გარეშე არ უყვართ თავის გამოჩენა – მათ შთაგონება სჭირდებათ... ქალმა აუცილებლად უნდა დაუტოვოს კაცს მოტივაცია და შანსი, რომ იმოქმედოს პარტნიორის სასიკეთოდ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ ადვილად, მით უფრო, თუ დამოუკიდებელი ბრძანდებით. აუცილებლად გაგიჭირდებათ ლოდინი – როდის გამოიჩენს თქვენი რჩეული კეთილ ნებასა და ინიციატივას, საკუთარ მხრებზე იტვირთოს თქვენი პრობლემები; გამოიჩინოს მზრუნველობა, ყურადღება, სითბო. კაცი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც ის არის, თუმცა, თავად სრულყოფილებას ითხოვს თქვენგან. ისინი ასეთები არიან – საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ... მაგრამ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ, ისე შეეცადეთ მის შთაგონებას – შეიძლება, მიიღოთ ის, რაც გსურთ!

скачать dle 11.3