კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დიდება უფალს, შვილო ჩემო, იმეორე: „დიდება უფალს!“

ბერი პაისი „რჩეული ჭურჭელი“

1990 წელს ბატონ ს-ს აღმოაჩნდა ავადმყოფობა, რომელიც ნელ-ნელა მძიმდებოდა და 1991 წელს იგი უკვე ადგილობრივ საავადმყოფოში დაწვა. ექიმმა დასვა დიაგნოზი –  კიბოს უკანასკნელი სტადია. მან უთხრა ავადმყოფის სიმამრს, რომ მდგომარეობა მეტად რთული იყო და ოპერაციას საბერძნეთში ვერ გაუკეთებდნენ. ამიტომ, ურჩია, ავადმყოფი ინგლისში წაეყვანათ. ექიმის ვარაუდით, ავადმყოფს დაახლოებით ოცდაათი დღის სიცოცხლე თუ დარჩენოდა. ინგლისში იგი ორი კვირის შემდეგ ჩაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1991 წლის თებერვალი იყო. ავადმყოფის მეუღლემ, რომელიც მის გვერდით დასახლდა, ასეთი სიზმარი ნახა: ვითომც მამამისი წმიდა მთაზე, ბერ პაისთან წავიდა. მან გამოღვიძებისთანავე დედას დაურეკა სახლში და ესაუბრა. მან დედამისისგან შეიტყო, რომ მამამისი მართლაც წასულიყო ბერ პაისთან წმიდა მთაზე. ქალს გაუხარდა და იმედი ჩაესახა.

ორ დღეში წმიდა მთიდან დაბრუნებულმა მამამ თავის ქალიშვილს უამბო, თუ რა რჩევა მისცა მას ბერმა:

– ექიმებმა გააკეთონ ყველაფერი, რაც კი მათ ძალუძთ, ჩვენ კი ვილოცებთ და ღმერთი აღასრულებს იმას, რაც ადამიანებისთვის შეუძლებელია. გადაეცი, რომ ყოველდღე ცოტ-ცოტა თაფლი მიიღოს, რადგან ეს ძალიან უხდება კიბოს ამნაირ სახეობას (ბერს ასეთი ჩვევა ჰქონდა – რაიმე ბუნებრივი საშუალება შეეთავაზებინა. ამით იგი ცდილობდა, დაეფარა მისი პიროვნებით ნებისმიერი ღვთიური მადლის მოქმედება).

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რამდენიმე თვის შემდეგ ავადმყოფი საბერძნეთში დაბრუნდა. გავიდა ერთი წელი და ავადმყოფობა კვლავ გამწვავდა. ავადმყოფმა და მისმა სიმამრმა გადაწყვიტეს, მამა პაისთან გამგზავრებულიყვნენ. მამა პაისიმ ისინი სიყვარულით მიიღო. ავადმყოფმა ბერს სთხოვა:

– ღერონდა, მე არ მანაღვლებს ჩემი სხეული, გთხოვთ, ლოცვით შემეწიოთ, რათა ჩემი სული გაძლიერდეს.

ბერმა მიუგო:

– შენ დიდხანს იცოცხლებ, რადგან ოჯახი და შვილები გყავს.

ავადმყოფი კვლავ ინგლისში გაემგზავრა. ექიმებმა გასინჯეს ავადმყოფი და დაასკვნეს, რომ აღარც ქიმიოთერაპიას და აღარც ოპერაციას აზრი აღარ ჰქონდა – მდგომარეობა უიმედო იყო. თუმცა, ზოგიერთებმა თქვეს, რომ იყო ორი ამერიკელი სპეციალისტი: ერთი – სან-ლუისში, მეორე კი – ინდიანოპოლისში. ავადმყოფმა დაურეკა სიმამრს და სთხოვა, რჩევისთვის ბერ პაისს შეხმიანებოდა. ბერმა დადებითი პასუხი გასცა, ოღონდ, კითხვაზე, თუ რომელ ქალაქში გამგზავრებულიყო, ბერმა მიუგო:

– საიდან უნდა ვიცოდე ეს? ილოცეთ!

ამის შემდეგ, როდესაც საუბარი განაგრძეს, მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და იკითხა:

– რომელი ქალაქი დაასახელეთ პირველად?

– ინდიანოპოლისი, ღერონდა!

– სწორედ იქ გაემგზავროს!

ამის შემდეგ ინგლისელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ამ დარგის ყველაზე ძლიერი ექიმი სწორედ ინდიანოპოლისში მოღვაწეობდა.

ინდიანოპოლისში გასინჯვის შემდეგ ექიმმა დაადასტურა პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და ოპერაციის გაკეთება შესთავაზა. ავადმყოფი დათანხმდა რთულ ოპერაციაზე, რადგან ბერმა პაისმა ურჩია, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც ექიმები მიიჩნევდნენ საჭიროდ, ხოლო თვითონ ილოცებდა და დანარჩენს უფალს მიანდობდნენ.

ოპერაცია ცამეტ საათს გაგრძელდა და როდესაც ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა, თქვა: „ეს მეორე შემთხვევაა მსოფლიოში, როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გადარჩა და სრულიად გამოჯანმრთელდა“.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ბერი პაისის ლოცვებით ეს კაცი სრულიად ჯანმრთელია და ნორმალურადაც მუშაობს, მაგრამ, ვერ ივიწყებს ბერის სიყვარულს. როდესაც იგი გამოჯანმრთელებული ეწვია მას წმიდა მთაზე, ბერმა დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიიღო, ხოლო, მის კითხვაზე:

– ღერონდა, ახლა, როდესაც გამოვჯანმრთელდი, რა კანონს მომცემ შესასრულებლად, რა ვაკეთო?

– დიდება უფალს, შვილო ჩემო, იმეორე: „დიდება უფალს!“ – უპასუხა ბერმა.

скачать dle 11.3