კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გეგმავს „ბავარიელი“ 1 000-კაციანი კონცერტის გამართვას და ვისთვის დაწერა მან ბავარიის საქორწილო ვალსი

ავტორ-შემსრულებელი, გოჩა იაშაღაშვილი, იგივე „ბავარიელი” უკვე 18 წელია, გერმანიაში მოღვაწეობს. მისთვის ბევრს ნიშნავს წელიწადში ორჯერ სამშობლოში ჩამოსვლა, რადგან უკან ენერგიით სავსე და დადებითი ემოციებით დამუხტული ბრუნდება. ამჯერად დიდი კონცერტის მოწყობას გეგმავს, რომელსაც 31 აგვისტოს, მეგობრებთან ერთად გამართავს. 

– ერთი თვეც არ არის, რაც ჩამოხვედით, როდის გეგმავთ გერმანიაში გამგზავრებას?

– 4 სექტემბერს უკვე გერმანიაში უნდა ვიყო. 2 კონცერტი მაქვს დაგეგმილი და უნდა მოვემზადო. ერთი სოლო კონცერტია, მეორე კი – სამთავრობო, რომელიც ერთ-ერთი ქალაქის ხელმძღვანელობას ეძღვნება. ზუსტად არც ვიცი, რა ხდება, მე უბრალოდ, მიმიწვიეს.

– საქართველოში ყოფნის განმავლობაში თუ გაქვთ რამე გეგმები?

– ჩემი ალბომი ჩამოვიტანე, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა და პრეზენტაციაც იქ შედგა. 31 აგვისტოს კონცერტი მაქვს დაგეგმილი, რომელშიც ჩემი მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას. 1 000 მსმენელზე იქნება გათვლილი და იმედი მაქვს, ძალიან ისიამოვნებს ყველა სტუმარი. ყველა მომღერალი, რომელთა სიმღერებიც ჩემს ალბომშია შესული, აქ იქნება. 

– პარალელურად, თუ იმუშავებთ აქ ყოფნის დროს ახალ სიმღერაზე?

– ერთი სიმღერა მაქვს დაწერილი, რომელიც შეიძლება დუეტის სახით ჩაიწეროს. შეიძლება, მე და თაკო მელიქიშვილმა ჩავწეროთ. ვნახოთ, თუ მოესწრება, არ ვიცი. თუ ფიზიკურად მოვასწარი, მაშინ ჩავწერთ.

– უკვე 18 წელია, გერმანიაში ცხოვრობთ. ალბათ, ძალიან რთულია იყო ოჯახისგან ძალიან შორს. შეეჩვიეთ?

– ის, რომ წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ საქართველოში, ეს მართლა მშველის. აი, რომ ვერ ვახერხებდე ჩამოსვლას, ალბათ, გავგიჟდებოდი და ძალიან გამიჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც სულ მონატრების შეგრძნება მაქვს. ჩემს ალბომსაც მონატრება დავარქვი. როცა აქედან მივდივარ, სევდა და ნოსტალგია მიმყვება თან. იმდენად ღრმაა ეს ემოცია, რომ ყველა წასვლაზე ახალ მელოდიას ვწერ. ბოლო დროს, ალბათ, ასაკმაც იჩინა თავი და რატომღაც სულ კლასიკას ვწერ. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. 

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად, როცა გერმანიაში ხართ?

– ის ატმოსფერო, რაც აქ მაქვს. ჩემს ოჯახში ისეთი ჰარმონიაა, რომ სტუმარი ნახევარი საათით რომ მოვიდეს, 3 საათი მაინც რჩება. 

– მაშინ ის მითხარით, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე.

– მაღალ სართულზე ვცხოვრობ და კარგი ტერასები მაქვს, იქ შემიძლია, დილით ცოტა წავივარჯიშო. მერე უკვე თავს ვიწესრიგებ და რეპეტიციაზე მივდივარ, ან შემოქმედებით გაერთიანებებთან მაქვს კონსულტაციები, მერე შეიძლება, შეხვედრა მქონდეს რომელიმე შემკვეთთან, რომლისთვისაც სიმღერა ან არანჟირება მაქვს დასაწერი. საღამოს უკვე ერთ-ერთ მუსიკალურ გაერთიანებაში მივდივარ, რომლის წევრიც ვარ. მოკლედ, ძირითადად, შემოქმედებითი ცხოვრება მაქვს. 

– კვირაში რამდენჯერ მღერით?

– გააჩნია შეკვეთებს. ქართულ რესტორანში ვმღერი პრივატულ კონცერტებზე. ბოლო დროს შემომეჩვივნენ „ესპედეს” პარტიიდან. მათი საარჩევნო კამპანიის დროს მხარდასაჭერ კონცერტში მივიღე მონაწილეობა. მერე „ცედეუს” პარტიამაც მიმიწვია, რომ მათ მხარდასაჭერ კონცერტზე მიმეღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ სრულიად აპოლიტიკური ვარ. მიმიწვიეს და ვიმღერე. ჩემი აზრით, ხელოვანი ნეიტრალური უნდა იყოს და პოლიტიკური ნიშნით არ უნდა საზღვრავდეს რამეს. ხალხს უნდა უმღერო და არა რომელიმე პარტიას. ასე რომ, სადაც მიმიწვევენ, ყველგან მივდივარ. ერთს მივემხრო და მეორეს არა, ასეთი რამ არ ხდება ჩემს ცხოვრებაში. 

– მოკლედ, საკმაოდ დაკავებული ხართ.

– ადრე უფრო ვიყავი დაკავებული. ადრე ფიზიკურად არ მქონდა დრო, ისეთი რაღაცეები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. 

– ანუ, მხოლოდ ქართულ შოუ-ბიზნესს არ უდგას მოდუნების ხანა?

– არა, ეს ყველგან ასეა, მეტ-ნაკლებად. ყველაფერი შედარებითია, თორემ ბედს ნამდვილად არ ვუჩივი. სხვაზე მეტი სამუშაო ყოველთვის მაქვს. ამიტომაც ვარ ამდენი წელი გერმანიაში, თორემ სამშობლოში ყოფნას რა ჯობია.

– ბოლოს რა დაწერეთ?

– ბოლოს „სიყვარულის ქარიშხალი” დავწერე და ბავარიის საქორწილო ვალსი.

– ანუ ბავარიაში ამ მუსიკაზე იცეკვებენ?

– კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. პირველად შენ გითხარი ეს საქართველოში. ეს მუსიკა იქნება, ქორწილში პატარძლისა და მისი მამიკოს საცეკვაო ვალსი. ვინც სამუშაო ვერსია მოისმინა, ყველას მოეწონა და ვნახოთ. ძალიან სასაცილო ისტორია აქვს ამ მუსიკის დაწერას. რესტორანში ვისხედით და უცებ ეს მელოდია მომივიდა თავში. რომ არ დამვიწყებოდა, სასწრაფოდ დავდე დანა-ჩანგალი და მელოდია წავიმღერე. გარშემო ხალხი გაგიჟდა, ვერ მიხვდნენ რატომ დავიწყე ღიღინი. ორიგინალში წამოვიდა ყველაფერი. ეს ყველაფერი ტელეფონში ჩავიწერე, დავამთავრე და ხალხმა ტაში დამიკრა. 

– ანუ, როცა მუზა მოვა, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში ხართ, ყველაგან მღერით?

– ხშირ შემთხვევაში კი, გააჩნია რა სიტუაციაში ვიქნები. ერთხელ მიუნხენიდან ნიურნბერგში მოვდიოდი მანქანით. მთელი გზა რაღაცას ვმღეროდი. მეგონა, დავიმახსოვრებდი, მაგრამ, რომ ჩავედი, სამწუხაროდ, ყველაფერი დამავიწყდა. 

– ამის შემდეგ მობილურს იშველიებთ?

– კი, მაგრამ ერთხელ დამაჯარიმეს და ამის მერე ვერიდები. პატრულმა გამაჩერა და მითხრა, ტელეფონზე საუბრის გამო უნდა დაგაჯარიმოთო. რომ ვუთხარი, არ ვლაპარაკობდი, ვმღეროდი-მეთქი, გაკვირვებულმა შემომხედა. კომპოზიტორი ვარ და ამიტომ ვიწერდი ტელეფონზე ახალ მელოდიას-მეთქი. გაეცინა და თან, მომიბოდიშა, რა ვქნა, მაინც უნდა დაგაჯარიმოო და ჯარიმა გამომიწერა.

– რამდენია გერმანიაში საჭის მართვის დროს მობილურზე საუბრისთვის ჯარიმა?

– 70 ევრო გადავიხადე ამისთვის.

– საქართველოში 10 ლარია, ასე რომ, შეგიძლიათ მუზა თუ უეცრად გეწვევათ, იმღეროთ. „შავი თვალები” როგორ დაწერეთ?

– „შავი თვალები” სიყვარულმა დამაწერინა, რომელიც ჩემს მომავალ მეუღლეს მივუძღვენი. 

– გაამართლა?

– რა თქმა უნდა, გაამართლა. უკვე რამდენი წლის ცოლ-ქმარი ვართ. 

скачать dle 11.3