კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვუფუჭებთ ქართველი მშობლები შვილებს და რატომ დაღუპავს ეს ერს, ნიკა წულუკიძის აზრით

„პატრიოტობა პროფესია არ არის, მაგრამ პროფესიონალიზმი უკვე პატრიოტობაა“, – ამ ფრაზით, რომელიც ერთხელ თავადაც უთხრეს და ძალიან მოსწონს, ნიკა წულუკიძემ თავისი მთავარი სათქმელი მითხრა... იმედი აქვს მომავალი თაობის... დარწმუნებულია, რომ ისინი მაინც შეძლებენ, დაუმტკიცონ ქვეყანას და საკუთარ თავსაც, რას ნიშნავს ცნება: ეროვნება – ქართველი!

ნიკა წულუკიძე: უარყოფითი თვისებებით დავიწყებ (იღიმება) – მე მაგიჟებს „დაღლილი“ ქართველის ფენომენი, რომელიც მოდებულია ქვეყანაში: „აუუ, რომში მივდივარ“, – რატომ ესიკვდილება რომში წასვლა, ვერ გაიგებ... „აუ... დენის ქვითარი მაქვს გადასახდელი... აუუ, ბავშვს საჭმელი უნდა გავუკეთო...“ – ესე იგი, ცხოვრების ხალისს არიან მოკლებულები. სიზარმაცე, ინერტულობა, ისეა ჩვენს რეალობაში შემოჭრილი, სულ რომ არაფერი გააკეთონ, დარწმუნებულები არიან, რომ ბევრი იშრომეს და დაიღალნენ – მე ამას პიროვნული სისუსტით ვხსნი, რაც ყველაფერში გვაბრკოლებს. როგორც კი ჩახვალ ევროპის ნებისმიერ ქალაქში და ნახავ, თუნდაც ქალაქში მოსიარულეთა ტემპს, მაშინ მიხვდები, რომ ჩვენ არც დროის ფასი ვიცით. მეც კი, რომელსაც მიმაჩნია, რომ დროს რაციონალურად ვიყენებ, მაოცებს ევროპული ცხოვრების რიტმი. დააკვირდით ჩვენს ქუჩებში მოსიარულე ხალხს. მიზოზინებენ... ცხოვრება არ უხარიათ... ჟესტიკულაცია, მიმიკა – ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არ არიან ბედნიერები. ეს მთლად მათი ბრალიც არაა, სოციალურმა გარემომ აქცია ისინი ასეთებად. ხალისი აღარ აქვთ ადამიანებს. ესპანეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქუჩის თეატრებია. მიდიხარ და მოგდევს ეს ჟრიამული. იქნებ ჩვენთანაც მოეფიქრებინათ რაიმე მსგავსი... ამას წინათ პატრიარქმა ბრძანა ეპისტოლეში – არ შევეგუოთ სიღარიბესო. საუბედუროდ, ქართველი ადამიანები შეეგუენ სიღარიბეს. აკაკი წერეთელს აქვს ნათქვამი: „რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი...“

– ანუ, ადრეც ვყოფილვართ ამ მანკიერებისადმი მიდრეკილი.

– ეტყობა, ჩანასახში გვედო... ქართველს რომ შეჩვეული ჭირი ურჩევნია რაღაც ახალს, ეს ხომ ფაქტია... „არ მინდა, კაცო, აგერ ჩემთვის ჩუმად ვიქნები, არავის შევაწუხებ...“ და საკუთარ თავსაც არ აწუხებს, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. იმ დღესაც ვამბობდი, ხილი გინდა და ფული არ გაქვს? გადი და აღმაშენებლის ხეივანში გარგარი მოკრიფე, ელბაქიძიდან სანაპიროზე რომ ჩამოდიხარ, თუთის ხეებია... როგორი გაჭირვებულიც უნდა იყოს ადამიანი, თუ მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს, ცხოვრება გაიხალისოს და საინტერესო გახადოს. მაგრამ, არა – ინიციატივის, ახლის ეშინიათ. ვერ წარმომიდგენია, ჭირი როგორ უნდა გერჩივნოს და რატომ უნდა შეეჩვიო... რისკის შიშიც აქვს ქართველს... არ შეუძლია, ჩვეულებრივი არაჩვეულებრივით შეცვალოს. არაჩვეულებრივი – სიტყვა რას ნიშნავს, მართლა რაღაც სასწაულს კი არ უნდა ელოდე მისგან, ჩვეული უნდა შეცვალო „არა-ჩვეულით“ და დღესასწაული მოუწყო საკუთარ თავს. ამით გაიხანგრძლივებ სიცოცხლეს. დრო კი არ უნდა გაიყვანო, სანამ სიკვდილი კარს არ მოგადგება. უნდა ეცადო, ეს პერიოდი, თითოეული დღე, რაღაცით გაალამაზო. ეს ყველაფერი ხდის საინტერესოს ცხოვრებას. ელემენტარული ინიციატივა გვაკლია, ახლის კეთების სურვილი. სიმყაყემდე ჩასულ ტრადიციულობას ვერ ვიტან, თორემ ტრადიციებს მეც ვიცავ. საკუთარი თავისთვის კარგი არ გვემეტება. ნებისმიერ სოფელში ჩადით და ნახავთ – მეორე სართულის ოთახებში გამოსმული აქვთ მასტიკა და ჩაკეტილი აქვთ კარი. დაბლა, ძროხების გვერდით, ნესტში უნდა ჩაწვეს, იქ უნდა ამოიხუთოს და მაღლა არ ავიდეს – სტუმრისთვის არის ის! „ბანბანერკებზე“ ვადას ნახულობენ, რომელსაც დიდი ვადა აქვს, სტუმარს უნახავენ... სამოქალაქო საზოგადოებად ვერ შევდექით. დააკვირდით „მარშრუტკებში“ რა ხდება – ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, პერპენდიკულარულად არის „ჩაწყობილი“ ხალხი. კონდენციონერზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ არ აპროტესტებენ ამას. ვისაც ცოტა ფული აქვს, „ჯიპს“ ყიდულობს. მაღალი რომ არის და ზემოდან გადმოხედავს ყველას, ეს მოსწონს. ბენზინს ვერ ჩაასხამს, სახლში სადილი არ ექნება, მაგრამ „ჯიპში“ მაინც ჩაჯდება. მთელ მსოფლიოში პატარა მანქანები ფასობს. უცებ რომ გავარდე-გამოვარდე და ეკონომიურიც იყოს. აქ დადიან ამ უზარმაზარი, ვეშაპივით ხომალდებით და ვეღარ გაგივლია ქუჩაში. კიდევ რას დავაკვირდი, იცით? – ხუთიდან შვიდ საათამდეა თბილისის ქუჩებში საცობები. ზუსტად მაგ დროს გამოდიან ნაგვის მანქანები ურნების დასაცლელად. ხომ მარტივი მოსაგვარებელია ეს „უბედურება“, მაგრამ კაციშვილი ამაზე არ ფიქრობს. პირველ საათამდე სადმე დარეკვა უხერხულია საქართველოში. თუ გიპასუხა, ისეთი ხმით გიპასუხებს, აშკარად ეძინა და გააღვიძე. პირველ საათამდე ძილი როგორ შეიძლება, ღმერთი დაგსჯის, აბა, რა იქნება. ადექი, გაიღვიძე მზესთან ერთად. რატომ იმოკლებ ცხოვრებას?

– თანამედროვე ქართველებს თვითდამკვიდრებაც უჭირთ, არა?

– უამრავი ადამიანი მირეკავს – ჩემს შვილს სამსახური უნდა და დამეხმარეო. შევეკითხები, სად უნდა-მეთქი და მპასუხობს: რა ვიცი, სადმე! რა იცის-მეთქი და რა ვიცი, რამე რომ აკეთოსო. ეს „სადმე“ და „რამეც“ მაგიჟებს. მითხარი, პურს აცხობს კარგად ან ფანჯრებს წმენდს გენიალურად... ჯობია, ეს საქმე იცოდეს, მაგრამ იცოდეს პროფესიონალურად. დაჰყავთ ეს ბავშვები ცურვიდან ცეკვაზე, ცეკვიდან სიმღერაზე, სიმღერიდან ხტომაზე... ბოლოს არაფერში ვარგა. რატომ აწვალებ შენს შვილს, ხომ ატყობ, რა შეუძლია. შეუწყვე ხელი და აღარ იქნება კიდევ ერთი არშემდგარი ადამიანი. რომ ამბობენ, სამუშაო არ არისო. არის სამუშაო, მაგრამ არ არის კადრები – პროფესიონალიზმი, განათლება გვაკლია.

– შეიძლება, ვაზის მომყვანი და მეომარი ხალხი ასეთი ყოფილიყო?

– სადღა არიან ვაზის მომყვანი და მეომარი ქართველები. ცოტაა ძალიან. თან, უკუღმართები ვართ. კურკიდან ამოსული ტყემალი და ქლიავი სამი ლარი ღირს კილოგრამი. მთელი წელი მუხლჩაუხრელად უნდა იშრომო ვაზთან და ყურძენი ორმოცი თეთრი ღირს. ეს უნდა დარეგულირდეს და ისევ საზოგადოებამ უნდა დაარეგულიროს. რას მიშველის მთავრობა. ვისთვის უშველია, თუ შენ არ უშველე საკუთარ თავს.

„ეროვნება – ქართველი“... სიამაყის განცდა გაქვს და ქართველი ქართველს რომ შეხვდება საზღვრის იქით, თურქეთსა და სომხეთში, კოცნის, ეფერება, უხარია, უმეგობრდება მაშინვე. მაგრამ ეს ყველაფერი – სხვა მიწაზე. აქ ერთმანეთი უნდა შეჭამონ და მოსპონ. ქართველს ქართველი უყვარს, თუ გარდაცვლილია და ხსოვნის საღამოზე საქები სიტყვა აქვს სათქმელი, ან, თუ კვდება. „კიბოიანები“ გვიყვარს ისე... ზედ გადავყვებით, მოვუვლით, ვაჭმევთ... დალხინებული და ჩემზე კარგად მყოფი ქართველი რატომ მენდომება და მეყვარება. ის პოტენციური კონკურენტია. შეიძლება, ასეთი რამეები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ მე ეს არ ვიცი და არც მაწუხებს. მე ვიცი, რა ხდება აქ და ეს მადარდებს. ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომ ცოტა უკეთესობისკენ წავიდეს ჩვენი ცხოვრება, თორემ ისე არაფერი გვეშველება. ახალგაზრდების იმედი მაქვს. ოთხმოცდაათიანმა წლებმა ბევრი რამ მოშალა და დაანგრია. თაობა გაანადგურა და კაცებს ფუნქცია მოუშალა. „ოქროს შუალედი“ დაიკარგა. კაცი რომ თავია და ქალი კისერი, ეს ისევ ასეა, მაგრამ ეს კისერი ისე უნდა ატრიალო, თავი ვერც მიხვდეს და კაციც დარწმუნებული იყოს – თვითონ არის ყველაფრის ინიციატორი! ბევრი უნდა ვიფიქროთ. განათლება გვჭირდება მეტი, ანგარიში და ბიზნესის ცოდნა. ინერციით მივდივართ და ეს არის ყველაზე ცუდი.

რეზო თაბუკაშვილმა თქვა გენიალურად: პატრიოტობა პროფესია არ არის, მაგრამ პროფესიონალიზმი პატრიოტობააო. შენ თუ ხარ პროფესიონალი, უკვე გიყვარს შენი ქვეყანა და სულაც არ არის აუცილებელი, სუფრაზე, ყანწით ხელში ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები იძახო, გულზე ხელის ბრაგუნით. ყველამ აკეთოს თავისი საქმე კარგად და ეშველება ამ ქვეყანას.

კიდევ, სიკეთის კეთებაზეც უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ოც თეთრს უგდებენ მათხოვარს და ზემოთ იხედებიან, – ღმერთო, ხომ ხედავ, რას ვაკეთებ, არიქა, არ გამოგრჩეს, რომ ვეხმარებიო. კამერებით მიდიან ათი გრამი სისხლის გადასასხმელად და უკვე გულისამრევი შესახედია ეს ყველაფერი. თუ სიკეთის კეთება გინდა, აკეთე ჩუმად, თუ არა, არც არავინ გაძალებს. ომი რომ დაიწყო, ანტალიაში ვიყავი დასასვენებლად და ეგრევე გამოვვარდი უკან. ხუთი კაცი მოვდიოდით აქეთ და ნახევარი საქართველო გარბოდა, რიგები იდგა საზღვარზე. ვის უტოვებდნენ ამ ქვეყანას?! კონსტანტინე გამსახურდიას აქვს დაწერილი, რაც კარგი გვაქვს, ან ბერძნულს ვეძახით, ან საუცხოოსო. გესმით? – საუცხოო – ანუ, უცხოსთვის გვინდა ეს ქვეყანა?! შემოგვეცალა ამასობაში ერთმანეთიც და ქვეყანაც.

скачать dle 11.3