კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისგან ელის თამრო დუდუნია ქართული ენის შესწავლისთანავე საჩუქრად ავტომობილს და ვის უმღერის ის აფხაზეთში ქართულად

თამრო დუდუნია, 2 წლიდან ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობს. ის მომავალი ექიმია და ძალიან უყვარს სიმღერა. ამჯერად მუშაობს მესამე ალბომზე და ემზადება მორიგი კლიპის გადასაღებად. წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენი რესპონდენტი მამით ქართველი და დედით აფხაზია, საუბრობს რუსულ ენაზე და ამჟამად სწავლობს მშობლიურ ენას. თამრო 22 წლისაა, უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს და ჯერჯერობით არ ფიქრობს გათხოვებაზე. როგორც თავად საუბრის დროს აღნიშნა, ყველაფერი წინ აქვს. ამ ეტაპზე მისთვის მთავარია, კარიერა და შემდეგ უკვე გათხოვება.

– თამრო, ბოლოს, გასულ წელს შევხვდით ერთმანეთს, როცა მამუკა ონაშვილთან დუეტში იმღერე. მას შემდეგ ერთი  წელი გავიდა. რა სიახლეები გაქვს ჩვენთვის მოსაყოლი?

– მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ვიყავი საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ყაზანში ჩატარდა და სამედიცინოს სტუდენტები ვიღებდით მონაწილეობას. ჯაზის ნომინაციაში გავიმარჯვე და პირველი ადგილი ავიღე. ამას გარდა, სხვადასხვა კონცერტში ვმონაწილეობდი. ფოტოსესია მქონდა ნაციონალურ სამოსში გამოწყობილს, გონიოს ციხე-სიმაგრეში. ვმუშაობ მესამე ალბომზე, რომელსაც ერქმევა „თამრო დუდუნიას 13 მეგობარი.” საკმაოდ მრავალფეროვანი ალბომი გამოდის, რომელშიც სხვადასხვა ჟანრი იქნება გაერთიანებული – როკი, ჯაზი, ოპერა, პოპ-მუსიკა. სიმღერები იქნება ქართველ მომღერლებთან ერთად შესრულებული, როგორც ქართულ, ასევე რუსულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, ალბომი ზამთარში უკვე მზად იქნება. რაც შეეხება ზაფხულის სიახლეებს. ჩამოვედი საქართველოში და აჭარაში მიმიწვიეს შუამთობის დღესასწაულზე. ერთი ქართულენოვანი სიმღერა ვიმღერე – „სამშობლო,” რომელიც ჩემს პირველ ალბომშია შესული. მეორე კი იყო „ალილუია”. ასევე, მიწვეული ვიყავი „ჯიდიესის” დილის ეთერში. ძალიან მომეწონა მათი სტუდია და განსაკუთრებით, სტუდიის უკანა ფონი, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედია. 

– თამრო, კლიპის გადაღებას თუ გეგმავ?

– რა თქმა უნდა, მინდა, კიდევ ერთი ახალი კლიპის გადაღება, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი, რომელ სიმღერაზე გავაკეთებთ არჩევანს. არავის წყენინება არ მინდა, ყველასთან არაჩვეულებრივად ვიმუშავე, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე საუკეთესოა დუეტი აჩიკო გოგიტიძესთან. შეიძლება, სწორედ ამ სიმღერაზე გადავიღოთ კლიპი, თუმცა ჯერ ნამდვილად არ ვიცი. სხვათა შორის, გუშინ კიდევ ერთი მიპატიჟება მივიღე, ამჯერად მოსკოვიდან, სადაც ყოველი ოქტომბრის ბოლოს „თბილისობა“ იმართება. მომწერეს, რომ სურვილი აქვთ, მეც ვიმღერო ამ კონცერტზე. „თბილისობის“ ორგანიზატორები ზურა დოიჯაშვილის საიუბილეო კონცერტზე გავიცანი, რომელიც მოსკოვში გაიმართა. ძალიან კარგი კონცერტი იყო, რომლის დასასრულს, მე, ზურა დოიჯაშვილმა, გიგა კვენეტაძემ და აჩი ფურცელაძემ ერთად შევასრულეთ სიმღერა „არგო.” მთელი დარბაზი ფეხზე იდგა. „თბილისობის” მერე, რამდენიმე კვირაში, საქველმოქმედო კონცერტშიც მივიღებ მონაწილეობას. 

– თამრო, უკვე მე-6 კურსის სტუდენტი და მომავალი ექიმი ხარ. 

– ერთი წელიც და დავამთავრებ. წინ კი, ორდინატურა მელის.   

– მართალია, გვარად დუდუნია ხარ, მაგრამ ქართული ენის შესწავლა სულ ახლახან დაიწყე. რა ეტაპზე ხარ?

– წერა-კითხვა უკვე ვისწავლე. თუ სწრაფად არ ლაპარაკობენ, ყველაფერი მესმის. სხვა შემთხვევაში, ჯერ მიჭირს. იმედი მაქვს, მალე მეც დავიწყებ ქარულ ენაზე ლაპარაკს. სხვათა შორის, მამა დამპირდა, თუ ქართულს კარგად ისწავლი, მანქანას გიყიდიო. 

– როდის შეძლებ ინტერვიუს ქართულ ენაზე ჩაწერას?

– ყველაფერი მესმის, მაგრამ ცუდად ვლაპარაკობ. 

– მაშინ ის მითხარი, მანქანის საჭესთან როდის დაგინახავ?

– ჯერ ველოსიპედის დონეზე ვარ. იმედი მაქვს, მალე საკუთარი მანქანის საჭესთანაც დავჯდები.

– რა მანქანა გინდა?

– „მერსედესი”.

– თაყვანისმცემლები ბევრი გეყოლება, ალბათ, მათზე რას მეტყვი?

– ნაკლებობას არ ვუჩივი. რა შემიძლია მათ შესახებ გითხრათ, კარგი ადამიანები არიან, პატივს მცემენ და ყურადღებას გამოხატავენ ჩემ მიმართ. აქ რომ ჩამოვედი, ავად გავხდი და „ფეისბუქზე” სტატუსი დავდე ამის შესახებ. მართლა არ ველოდი, თუ ამდენ თაიგულს მივიღებდი საჩუქრად. 

– შენ თუ მოგწონს რომელიმე?

– სასიამოვნოა ამდენი თაყვანისმცემელი რომ მყავს, მაგრამ ვერავის გამოვარჩევ და პრიორიტეტს ვერ მივანიჭებ. საერთოდ, ჯერ სიყვარულსა და გათხოვებაზე არ ვფიქრობ, ჩემი გული თავისუფალია.  

– რამდენი წლის ხარ?

– 22-ის. 

– რამდენიმე დღეში გაგრაში მიდიხართ. საზღვრის გადალახვის პრობლემა არ გაქვთ, რადგან დედა აფხაზი გყავს.

– ძალიან მიხარია გაგრაში რომ მივდივარ. ბებიას მოვინახულებ, რომელიც, სამწუხაროდ, ავადმყოფობს. გაგრაში უამრავი ნათესავი და მეგობარი გვყავს. ბიძაშვილი გამითხოვდა და მასაც მოვინახულებ. ქართულ ენაზე ვუმღერებ მათ. 

– ანუ, უპრობლემოდ გადაადგილდები გაგრაში?

– რა თქმა უნდა. მე იქ ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. მე თბილისში ვარ დაბადებული, ჩემი ძმა კი – სოხუმში, რომელიც ჩემზე 9 წლით უფროსია. ბავშვობიდან ყოველ არდადეგებს იქ ვატარებთ. სახლიც გვაქვს ზღვასთან ძალიან ახლოს. 

– თბილისში თუ გყავს მეგობრები?

– კი, მყავს, მაგრამ იმდენი ჯერ არა, რამდენიც – აფხაზეთში. სხვათა შორის, ბოლო დროს თბილისშიც და აჭარაშიც ძალიან ბევრი მანქანა შევნიშნე რუსეთის ნომრებით. აჭარაში ბევრი ტურისტი ისვენებს, მათ შორის რუსებიც. შარშან შარდენზე, ერთ-ერთ კაფეში ვისხედით და „ენტევეს” ცნობილი ჟურნალისტი, ლეონიდ პარფეონოვი ვნახეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან აქებდა საქართველოს. იცით რა? რუსეთში ჰგონიათ, რომ აქ, რაღაც ისე ვერ არის. რეალურად, არც კი იციან, რა კარგია საქართველოში. როცა ჩვენი ოჯახის ახლობლები პირველად ჩამოვიდნენ ზღვაზე დასასვენებლად, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, მერე, უკვე მომავალ წელს, ბათუმს თავის მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ. ჩვენი ახლობლებიდან კი, უკვე ბათუმში, ახალაშენებულ სახლებში, ბევრმა იყიდა ბინა. ზოგმა ბიზნესიც წამოიწყო თბილისში. მე თვითონ ისე მიყვარს თბილისი, უკვე ბინას ვეძებთ აქ. სავარაუდოდ, ზამთრისთვის უკვე გვექნება და ახალ წელს საქართველოში, ჩვენს ბინაში შევხვდებით. 

скачать dle 11.3